მთავარი კულინარია ღუმელში მარტივად გამოსაცხობი კერძების სია

ღუმელში მარტივად გამოსაცხობი კერძების სია

by Keti

დედის მიერ გამომცხვარი კერძების სუნი ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს, თუმცა მასზე არანაკლებ გემრიელი ხორცისა და ბოსტნეულის ანალოგებია. როგორც წესი, ასეთ კერძებს მარტივად და სწრაფად ამზადებენ. საჭირო ინგრედიენტები კი ყოველთვის ხელმისაწვდომია.

თუ ჯერ კიდევ არ იცით მარილიანი კერძების გამოცხობის წესები, ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ 5 არაჩვეულებრივ რეცეპტს ყველა გემოვნებისთვის. შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენი ფავორიტიც გახდეს.

გამოსაცხობი კერძების რეცეპტები

კარტოფილი ფარშით

ინგრედიენტები

  • 500 გ საქონლის ფარში
  • ერთი კგ კარტოფილი
  • ერთი კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 100 გ კარაქი
  • ერთი ხახვი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ გაფცქვნილი კარტოფილი, გადაწურეთ წყალი, დაამატეთ ნახევარი კარაქი და აქციეთ პიურის მასად.
  2. ჩაამატეთ პიურეს ცოტა შემთბარი რძე და აურიეთ.
  3. ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ზეთში. დაამატეთ ფარში, მოაყარეთ მარილი და თუშეთ მომზადებამდე.
  4. ფარშს შემდეგ შეურიეთ კვერცხი. გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, ზემოდან კი პიურე მოათავსეთ.
  5. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ 15 წუთით. შენდეგ მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და კვლავ შედგით ღუმელში 5 წუთით.

ქათამი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ფილე
  • ერთი ხახვი
  • ერთი ბულგარული წიწაკა
  • ერთი ღერო ნიახური
  • 150 გ რძე
  • 100 გ მაგარი ყველი
  • ერთი კვერცხი
  • 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ფილე მარილიან წყალში და დაჭერით კუბებად.
  2. დაჭერით ხახვი და წიწაკა ზოლებად, ნიახური კი – ნაკუწებად. გახეხეთ ყველი.
  3. Отварите филе в подсоленной воде и нарежьте кубиками.
  4. შეათბეთ ზეითუნის ზეთიანი ტაფა და მოთუშეთ ხახვი. დაამატეთ წიწაკა და ნიახური.
  5. გატეხეთ კვერცხი და შეურიეთ რძეს, ჩააყარეთ გახეხილი ყველის ნახევარი და აურიეთ.
  6. აურიეთ ბოსტნეული და ფილე საცხობ ფორმაში. დაასხით რძისა და ყველის მასა და დააყარეთ დარჩენილი ყველიც.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

ბროკოლი და ყველი

ინგრედიენტები

  • 500 გ ბროკოლი
  • 5 კვერცხი
  • 300 გ არაჟანი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 2 ს. კ. კარაქი
  • 2 ს. კ. გახუხული პურის ფანტელები
  • მარილი, მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ბროკოლი მარილიან წყალში.
  2. გახეხეთ ყველი და შეურიეთ კვერცხსა და არაჟანს. დაამატეთ სანელებლები.
  3. კარაქწასულ ფორმაში ჩაყარეთ პურის ფანტელები, მოათავსეთ ზედ ბროკოლი და ზემოდან არაჟნის მასა.
  4. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.

პასტა და ლორი

ინგრედიენტები

  • 150 გ პასტა
  • 200 გ ლორი
  • 4 ს. კ. კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ არაჟანი
  • 200 გ მწვანე ბარდა
  • 150 გ მაგარი ყველი
  • ერთი კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშეთ პასტა და დაამატეთ კარაქი.
  2. ლორი დაჭერით პატარა კუბებად და შეწვით ნიორთან ერთად.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ არაჟანი და 100 გ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. აურიეთ.
  4. პასტას დაამატეთ ბარდა და ლორი. გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და მოასხით ყველის მასა.
  5. მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

ბრინჯი და სოკო

ინგრედიენტები

  • 500 გ ბრინჯი
  • 2 კვერცხი
  • 250 გ მაგარი ყველი
  • 500 გ შამპინიონი
  • 2 ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში.
  2. გაფცქვენით ხახვი და შეწვით. სოკო დაჭერით კუბებად და დაამატეთ ხახვს. თუშეთ მომზადებამდე.
  3. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. ნახევარი შეურიეთ ბრინჯს.
  4. ნახევარი ბრინჯი მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში. შემდეგ სოკოს მასა, დარჩენილი ბრინჯი და გახეხილი ყველი.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

პროდუქტების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე ასეთი კერძების მომზადება ყოველდღეც შესაძლებელია. დიდებული სადილი ოჯახის ყველა წევრს გაახარებს!

გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: