მთავარი სილამაზე როგორ დავიბანოთ თმა სწორად. აი, შამპუნი რომელიც დაგეხმარებათ.

როგორ დავიბანოთ თმა სწორად. აი, შამპუნი რომელიც დაგეხმარებათ.

by Keti

თმის ყოველდღიური ბანა დამღუპველად მოქმედებს მის მოქმედებაზე. ბევრმა არ იცის თმის სწორად დაბანის წესები. აქ სხვადასხვა ნიუანსია გასათვალისწინებელი: წყლის სიხისტე, მისი ტემპერატურა, დასაბანი საშუალებები. ჩვენ შევეცდებით გასწავლოთ თმის სწორად დაბანის წესები.

თმის სავლები საშუალება

პირველ რიგში, გაგაცნობთ ისეთ სავლებ საშუალებას, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. თანამედროვე საშუალებებს საკმაოდ აგრესიული შემადგენლობა აქვს, ამიტომ გირჩევთ თმის სავლები თქვენით მოამზადოთ.

შეურიეთ ერთმანეთს ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ერთი ჩ. კ. სოდა და ერთი ჩ. კ. ვაშლის ძმარი. ხსნარი მოამზადეთ უშუალოდ თავის დაბანის წინ. იგი არამარტო სიჯანსაღეს მიანიჭებს თქვენს თმას, არამედ უფრო ხშირს გახდის მას.

ვაშლის ძმარი ცნობილია როგორც დამარბილებელი საშუალება, სოდა კი ყველაზე უვნებელი გამწმენდია. ამიტომ თმის ეფექტი გარანტირებულია რამდენიმე დღით.

როგორ დავიბანოთ თმა სწორად შამპუნითა და ბალზამით 

იმისთვის, რომ თმა მოვლილად გამოიყურებოდეს 5 დღის მანძილზე, დაბანის დროს დაიცავით რამდენიმე წესი. თმის დასველებამდე ის დაივარცხნეთ მასაჟორ-სავარცხლით. შემდეგ მსუბუქად დაისველეთ და გაიშრეთ სუფთა პირსახოცით.

შემდეგი ნაბიჯი: თმის მთელ სიგრძეზე წაისვით სოდისა და ძმრის ხსნარი. გაიჩერეთ ნარევი თავზე 3-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ამის შემდეგ თმის ძირებზე წაისვით შამპუნი, შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით, ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ ეს პროცედურა კვლავ. გადაივლეთ თბილი წყალი. თმის ბოლოებზე წაისვით კონდიციონერი და ისიც ჩამოიბანეთ. თმა მსუბუქად შეიმშრალეთ პირსახოცით. ის თავად უნდა გაშრეს.

სხვათაშორის, ზოგი ლამაზი ქალი სოდას იყენებს არამხოლოდ სავლებად, არამედ შამპუნის ნაცვლად სოდით იბანს თმას. ხშირ შემთხვევაში, თმიდან სოდით იშორებენ საღებავსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, სოდა არანაირად არ დააზიანებს თქვენი თმის ხარისხს.

როგორ ფიქრობთ, სცდით თქვენც ამ მეთოდს თქვენს თმაზე? გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: