რაც ეს რეცეპტი ვისწავლე, ჩემს სახლში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი ტრიალებს

by Keti Alaverdashvili

მზა სახის ჰაერის გამწმენდები თითქმის ყველა სახლში მოიპოვება. მაგრამ ცოტამ თუ იცის რა მავნებლობის მოტანა შეუძლიათ მათ.

სასიამოვნო სუნის მიღმა იმალება მრავალი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება. დახურულ სივრცეში ეს კარცენოგენები იოლად ხვდება ორგანიზმში კანიდან და სასუნთქი გზებიდან.

ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ნატურალური არომატიზატორები. მათ მომზადებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება, შედეგი კი ამად ღირს.

როგორ მოვამზადოთ ჰაერის გამწმენდი სახლის პირობებში

ლამაზი ფლაკონები შეგიძლიათ შეინახოთ სოდიანი არომატიზატორებისთვის. რატომ მაინცდამაინც სოდიანი? საქმე იმაშია, რომ მას შეუძლია შეინარჩუნოს სხვადასხვა სუნები საკმაოდ ხანგრძლივად.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1-2 ლამაზთავსახურიანი ქილა
  • საკვები სოდა
  • რომელიმე ეთერზეთი ან მათი ნაკრები

მომზადება

1. ქილის ფსკერზე, ერთი სმ სისქის დონეზე, დაყარეთ სოდა.

2. დაამატეთ 7-12 წვეთი ეთერზეთი.

3. ქილას მჭიდროდ დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ.

4. თავსახურზე გააკეთეთ რამდენიმე მცირე ნასვრეტი. ამისთვის შეგიძლიათ ლურსმანი ან ჩაქუჩი გამოიყენოთ.

5. არომატიზატორი სოდითა და ეთერზეთით მზად არის.

ყავის არომატიზატორი 

გიყვართ ყავის სუნი? მაშინ ეს არომატიზატორი თქვენ სახლს მყუდროებას მიანიჭებს და აავსებს მას ყავის გემრიელი არომატით. ამისთვის მოხლილი ყავის მარცვლებით უნდა შეავსოთ ლამაზი თასები და დადგათ ისინი მთელ სახლში.

ფორთოხლის არომატიზატორი 

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი ცალი ფორთოხალი
  • 3-5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • ერთი ჩ. კ. დაფქული დარიჩინი
  • 2 ცალი მიხაკი

მომზადება

  1. ფორთოხალს მოაჭერით წვერო.
  2. ჩაის კოვზის დახმარებით მთლიანად ამოიღეთ მისი შიგთავსი.
  3. ჩაყარეთ ფორთოხალში დარიჩინი, მიხაკი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი. მზა არომატიზატორი დადგით ოთახებში.

ნატურალური ჰაერის გამწმენდი საშუალებები სახლში განუმეორებელ ატმოსფეროს შექმნის. უამრავი სუნიდან შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და შესაფერისი.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

0

ასევე დაგაინტერესებთ