მთავარი კულინარია შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაუშვათ პელმენის მომზადების დროს

შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაუშვათ პელმენის მომზადების დროს

by Keti

პელმენის სახელწოდება მისმა ფორმამ განაპირობა. ციმბირულ კილოკავზე ,,პელ” ნიშნავს ყურს, ხოლო ,,მენ” – პურს.

ხორცის ,,ყურების” მომზადება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა უნდა იცოდეთ რამდენიმე ფანდი, რათა ეს შესანიშნავი კერძი საინტერესო და გემრიელი გამოვიდეს.

როგორ მოვამზადოთ პელმენი სახლის პირობებში

1. ცომის პროპორციები

ბევრი ფიქრობს, რომ პელმენში მთავარი შიგთავსია, თუმცა ყველაზე გემრიელი შიგთავსიც კი არ განაპირობებს პელმენის წარმატებას. თუ ფქვილი ძალიან ბევრი იქნება ან პირიქით, დააკლდება, ცომი არ იქნება სათანადოდ ელასტიური. ის ხარშვისას ჩაიშლება.

პელმენის საუკეთესო ცომს უნდა ჰქონდეს მომზადების ათზე მეტი ვარიანტი. მას აკეთებენ წყალზე, რძეზე, კეფირზე, კარაქით, მდუღარე წყლით.

კლასიკური პელმენის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ჭიქა ფქვილი, ნახევარი ჭიქა გაციებული წყალი, ერთი ცალი კვერცხი და ნახევარი ჩ. კ. მარილი. ცომი მოზილეთ ხელით, სანამ ის ერთგვაროვანი და ელასტიური არ გახდება. მისი მზაობა შეამოწმეთ ზემოდან თითის დაჭერით – ცომმა პირვანდელი სახე უნდა მიიღოს.

2. წყალი თბილი უნდა იყოს თუ ცივი?

ოთახის ტემპერატურის წყალი ცომს ამაგრებს. უმჯობესია წყალი გააციოთ მაცივარში. ასეთი ცომი იქნება რბილი და ელასტიური.

3. სწორი გაბრტყელება

პელმენის ცომი მაცივარში მინიმუმ ერთი საათით უნდა მოამზადოთ. ამ პერიოდში ფქვილი გამოიმუშავებს წებოვანას, ცომი ხდება უფრო ელასტიური და არ იხევა.

ეცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება მცირე რაოდენობის ფქვილი. ცომის სისქე არ უნდა იყოს 2 მილიმეტრზე ნაკლები.

4. წვნიანი ფარში

იდეალური ფარში უნდა შეიცავდეს მოხარშულ კომბოსტოსაც, რომელიც ხორცზე 4ჯერ ნაკლები უნდა იყოს, და ამდენივე ხახვს.

ციმბირულ პელმენს სამნაირი ხორცისგან ამზადებენ: საქონლის, ღორის და ბატკნისგან. დღეს არსებობს პელმენის ფარშის უამრავი ვარიანტი. როგორც წესი, იღებენ ღორის მსუქან და ძროხის გამხდარ ხორცს. ზოგჯერ ფარშში ამატებენ რძესაც.

ფარშს დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.

5. რაც მეტია ფარში, მით უკეთესია?

ხარშვისას ფარშის დიდ რაოდენობას შეუძლია ცომის გახევა, ცომი იღვრება და შიგთავსი გამოდის მშრალი და უგემური. ამიტომ ფარში ჩაალაგეთ ზომიერად.

6. პელმენი რომ არ დაიშალოს

შესაძლოა ცომი ხარშვისას დაიხეს იმ მიზეზით, რომ არ დაიცავით ზემოაღნიშნული წესები. ან შეიძლება იმიტომ, რომ ცომი ძალიან გაახელეთ.

7. შესაძლებელია თუ არა გაუყინავი პელმენის მოხარშვა?

გაყინული პელმენი მოათავსეთ ბევრ წყალში (4 ლ წყალი ერთ კგ პელმენზე), ჩააყარეთ მარილი, დაამატეთ სანელებლები და ხარშეთ 7 წუთი. პელმენი ზევით რომ ამოვა, ხარშეთ კვლავ 3 წუთი. გაუყინავ პელმენს ძალიან თხელი ცომი აქვს და შესაძლოა გაიხეს ერთმანეთთან შეხებისას. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ წყალში ცოტა ზეთი ჩაამატოთ.

8. რამდენი პელმენი უნდა იყოს ქვაბში?

გაყინული პელმენის ძალიან დიდი რაოდენობა წყალს გააციებს და ისინი ერთმანეთს შეეწებებიან.

9. პელმენის წყლიდან ამოღება

წყლიდან ამოღებული პელმენი დაყარეთ ბადეზე, გაწურეთ ბოლომდე და მიირთვით ძმრით, მაიონეზით, მდოგვით ან არაჟნით.

რჩევა

მოხარშული პელმენი შეგიძლიათ გამოაცხოთ. ჩააწყეთ ისინი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ მწვანილი, წიწაკა ან პილპილი. ასევე წვრილად გახეხილი ყველი. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაბრაწვამდე (დაახლოებით 15-20 წუთი).

პელმენი ყველას უყვარს, მაგრამ მისი კეთება ბევრს არ მოსწონს. თუ მოინდომებთ, ყველაფერი კარგად გამოგივათ. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც!