მთავარი ადამიანები 11 შთამაგონებელი ქალი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სილამაზეს საზღვრები არ აქვს

11 შთამაგონებელი ქალი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სილამაზეს საზღვრები არ აქვს

by Keti

ეს მოდელები სრულიად ცვლიან სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს. ისინი თავიანთი უნიკალურობითა და ორიგინალურობით არიან მომხიბვლელები. ისინი სხვებს არ გვანან.

ჩვენ გთავაზობთ იმ ქალების ფოტოებს, რომლებიც ძალიან ლამაზები არიან და თან ახერხებენ საკუთარი თავის შენარჩუნებას.

1. ვინი ჰარლოუ

ამ კანადელ მოდელს 3 წლის ასაკიდან აქვს კანის პიგმენტაციის დეფექტი. მან ეს გარეგნული ნიშანი უპირატესობად აქცია და მოდელი გახდა.

2. ვიქტორია მოდესტა

ამ ლატვიელ მომღერალს და მოდელს 15 ოპერაცია აქვს ფეხზე ჩატარებული, რომელიც დაბადების დროს დაუზიანდა. საბოლოოდ ფეხის ამპუტირება გახდა საჭირო. თუმცა ამას მის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე არ უმოქმედია, პირიქით.

3. ერიკა ირვინი

35 წლის კალიფორნიელი მოდელი ერიკა ირვინი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოდელია მთელ სამყაროში – ის 2 მეტრი და 5 სანტიმეტრია.

4. მაშა ტიელნა

ამ უკრაინელ მოდელს გასაოცრად დიდი თვალები აქვს. მას ,,ლამაზ ელფსაც” ეძახიან ხოლმე.

5. კარმენ დელ’ორეფაისი 

ეს მოდელი 84 წლის არის, მაგრამ ისევ ძალიან ლამაზია და დღემდე იღებენ ცნობილ ჟურნალებში, ის კვლავ გამოდის პოდიუმზე და მონაწილეობს რეკლამებში.

6. ჯეიმი ბრიუერი

ის სამყაროს პირველი მოდელია, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. ქალი პოპულარული გახდა სერიალში – ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია.”

7. დენის ბიდოტი

28 წლის პუერტო-რიკოელი მოდელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლუს ზომის მოდელია. ბიდოტი ამაყობს, რომ ნიმუშად იქცა 55 კილოზე მეტი წონის ქალებისთვის.

8. კეისი ლეგლერი

ეს ფრანგი მოდელი პირველი ქალია, რომელმაც სამოდელო კარიერა დაიწყო, როგორც მამაკაცმა. სხვა სიტყვებით, კეისი ლეგლერი გადაღებებში კაცის ტანსაცმლით მონაწილეობს. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია და ვარცხნილობითა და სახის მოყვანილობით მას ახალგაზრდა კაცს ამსგავსებენ.

9. მოფი

მას ახალ კეიტ მოსს ეძახიან. მოფი ცნობილი თავისი ჰეტეროთროპიის წყალობით გახდა.

10. დიანდრა ფორესტი

დიანდრა მწვანეთვალება აფრო-ამერიკელი ალბინოსია. ალბინიზმი იშვიათი ფენომენია მუქი კანის მქონე ადამიანებში და მეტისმეტად დაფასებული მოდის ინდუსტრიაში.

11. ლოლიტა, შავი ჰანა მონტანა

სამყარო ახლა მოხიბლულია ახალი მოდელით, რომელსაც ,,მელანინის ქალღმერთს” უწოდებენ. ეს სუპერმოდელი საოცრად მიმზიდველი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც საკუთარ თავს შავ ჰანა მონტანას უწოდებს.