რა უნდა ვიცოდეთ სახელის კარმაზე

by Keti Alaverdashvili

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სახელის ცუდი კარმა – წარუმატებლობის მიზეზია. ზოგი კი თვლის, რომ თუ ცხოვრებაში არ გიმართლებს, ეს უბრალო შემთხვევითობის ბრალია.

კარმული ვალი და ნუმეროლოგია

სახელისა და გვარის ასოების ციფრული გამოხატულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა განსაზღვროთ ცუდი კარმა სახელის მიხედვით და შეიტყოთ წარუმატებლობების მიზეზი.

იმისთვის, რომ შეიტყოთ თქვენი სახელის კარმა, სახელისა და გვარის ასოები ციფრებში უნდა გადაიყვანოთ. შემდეგ ისინი უნდა შეკრიბოთ და მიიყვანოთ ერთად მარტივ რიცხვამდე. საბოლოო შედეგი მოგიყვებათ თქვენი პიროვნების შესახებ.

თუმცა დღეს დაგვჭირდება შუალედური შედეგი. თუ რიცხვებს შორის იქნება 13, 14, 16 ან 19 – ესე იგი, თქვენ გაქვთ კარმული ვალი და სანამ მას არ გადაიხდით, წარუმატებლობა თქვენი თანმდევი იქნება.

თუ თქვენს სახელში არ არის რიცხვები 13, 14, 16 და 19, ესე იგი, თქვენი კარმა სუფთაა. მათი არსებობის შემთხვევაში კი წაიკითხეთ შემდეგი.

რიცხვი 13

თუ ამ შეკრებით გამოდის რიცხვი 13, ესე იგი, წარსულ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ცხოვრობდით. სხვა ადამიანებს კი საკუთარი მიზნებისთვის იყენებდით.

ეს ფაქტი ახლა ხელს გიშლით წარმატებების მიღწევაში. თუმცა კარმის გამოსწორება შესაძლებელია. ეცადეთ დაეხმაროთ და იზრუნოთ სხვებზე და თქვენი ცხოვრება დალაგდება.

რიცხვი 14

წარსულ ცხოვრებაში თქვენ მხოლოდ ხორციელ სიამოვნებებს იკმაყოფილებდით და სულიერად არ ვითარდებოდით. გამოიკვლიეთ საკუთარი ფსიქოლოგია და დაუთმე დრო მედიტაციას.

რიცხვი 16

როგორც ჩანს, თქვენ პარტნიორებს საკმარის ყურადღებას არ უთმობდით, როცა ურთიერთობაში იყავით. ახლა უნდა გახდეთ ყურადღებიანი და გაუფრთხილდეთ სხვის გრძნობებს. არ შეხვიდეთ ურთიერთობაში დაქორწინებულ ადამიანებთან, არ მიაყენოთ ტკივილი თქვენს პარტნიორებს.

რიცხვი 19

ამ კარმული ვალის წარმოქმნა დაკავშირებულია სიხარბესა და ხელისუფლებისთვის ლტოლვასთან, რაც წარსულ ცხოვრებაში გახასიათებდათ. ამის გამოსყიდვა შეგიძლიათ სხვა ადამიანების მიმართ გულუხვობის გამოჩენით. იმოქმედეთ სინდისის მიხედვით და არ გაუკთოთ ცუდი სხვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს რჩევები გამოადგებათ არამხოლოდ სახელის ცუდი კარმის მქონე ადამიანებს. ყოველთვის ეცადეთ იყოთ კარგი ადამიანი და იზრუნოთ სხვებზე!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

ასევე დაგაინტერესებთ