მთავარი ჯანმრთელობა სალამი მზეს. ეს ღრმა რიტუალი დაგმუხტავთ მზის ენერგიით და გაგინათებთ გონებას.

სალამი მზეს. ეს ღრმა რიტუალი დაგმუხტავთ მზის ენერგიით და გაგინათებთ გონებას.

by Keti

,,სურია ნამასკარი” ,,ასანას” ყველაზე ცნობილი დილის ვარჯიშის კომპლექსია. მისი სახელი ითარგმნება, როგორც ,,სალამი მზეს”. იოგას ეს ტექნიკა აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას, ზრდის მოქნილობას, ტონუსში მოჰყავს ყველა ორგანო და კუნთი. ეს ღრმა რიტუალი დაგმუხტავთ მზის ენერგიით და გაგინათებთ გონებას.

,,სურია ნამასკარი” შედგება 12 დინამიკური ასანასგან. ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა შეასრულოთ ისინი სწორად. აიღეთ სპორტული ხალიჩა და დავიწყოთ.

,,სურია ნამასკარი” სამწყებთათვის

1. დადექი სწორად: ტერფები შეატყუპე, მუხლები გაჭიმე. შეაერთე ხელისგულები მკერდის დონეზე და გააკეთე რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მოსადუნებლად.

2. ჩასუნთქვასთან ერთად ორივე ხელი ასწიე თავს ზემოთ, შეზნიქე ზურგი. წელი ამ დროს უნდა დარჩეს თანაბარი, გავა კი მაქსიმალურად წინ უნდა გამოსწიო. გადახარე თავი უკან რხევების გარეშე.

3. ამოსუნთქვისას თანაბრად და ნელა დაუშვი სხეულის კორპუსი ქვემოთ. ხელებით უნდა მისწვდე ტერფებს. ეცადე მუხლები არ მოხარო.

4. ჩასუნთქვაზე მაქსიმალურად გამოსწიე მარჯვენა ფეხი წინ. გულმკერდი გაჭიმე წინ და მაღლა. არ მიაწვე კისრის უკანა ნაწილს. ხელებით ან თითებით შეეხე იატაკს ბანალსის შესანარჩუნებლად.

5. ამოსუნთქვაზე მარჯვენა ფეხი დადგი მარცხენას დონეზე. ხელები უნდა დატოვო იატაკზე. ზურგი გასწორებული უნდა იყოს ან ცოტათი მოხრილი წელის მიდამოში.

6. ამოსუნთქვის შემდეგ წინა ასანადან შეინარჩუნე სუნთქვა და მუხლები დაუშვი იატაკზე. შემდეგ მკერდი და ნიკაპი დაუშვი იატაკზე. დუნდულები მაღლა უნდა იყოს. ამგვარად, იატაკს ეხება ნიკაპი, მკერდი, მუხლები და ფეხის თითები.

7. ჩასუნთქვისას ჩაუშვი ბარძაყები. კორპუსი გასწიე წინ (კატის მოძრაობა). თავი გადააგდე უკან, ფეხები და ბარძაყები უნდა იდოს იატაკზე. სწორი ხელები კი იკავებს სხეულს.

8. ამოსუნთქვისას ასწიე დუნდულები, ხელები სწორად. მენჯი გაჭიმე, თავი გეჭიროს სწორად. დაეყრდენი იდაყვებს.

9. ჩასუნთქვისას გასწიე წინ მოხრილი მარცხენა ფეხი. გულმკერი გასწიე წინ და მაღლა. არ დააწვე კისრის უკანა ზედაპირს. წონასწორობისთვის ხელებით დაეყრდენი იატაკს.

10. ამოსუნთქვაზე მარჯვენა ფეხი გადაიტანე წინ, ფეხები გაასწორე. მკერდი კვლავ მიუახლოვეთ მუხლებს.

11. ჩასუნთქვაზე სხეული ასწიე მაღლა და გაიმეორე ვარჯიში ორჯერ.

12. ამოსუნთქვაზე დაუბრუნდი საწყის მდგომარეობას.

იდეალური იქნება თუ ასანებს შეასრულებ უწყვეტად. თუ ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა საკმარისი არ იქნება, გააკეთეთ რამდენიმე. თავიდან ეცადეთ გააკეთოთ 3 წრე, შემდგომ კი მიიყვანეთ კომპლექტის 12 გამეორებამდე.

,,სურია ნამასკარის” შესრულების შემდეგ, რამდენიმე წუთით მიიღეთ მიცვალებულის პოზა. ეცადეთ ეს ასანი შეასრულოთ დილაობით და მთელი დღე შესანიშნავად იქნებით.

გაუზიარეთ ვარჯიშები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: