მთავარი ჯანმრთელობა შიმშილით თავს იღუპავთ. აი, როგორ გავანაწილოთ პროდუქტები, რათა წონაში დავიკლოთ.

შიმშილით თავს იღუპავთ. აი, როგორ გავანაწილოთ პროდუქტები, რათა წონაში დავიკლოთ.

by Keti

სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი სხეულისა და კარგი თვითშეგრძნების შეუცვლელი წყაროა. არსებობს მითი, რომ სწორი კვება დაკავშირებულია დიდ სახსრებთან და ის ყველას ვერ ხელეწიფება. მაგრამ ეს ასე არ არის. რადგან ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თევზი და ხორცი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია.

თუმცა არის ერთი ნიუანსი. სწორი კვების პროდუქტებიც დღის განსაზღვრულ მონაკვეთში უნდა მიირთვათ, რათა მეტი სარგებელი მიიღოთ. გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელი პროდუქტის მისაღებად რა დროა უკეთესი.

სწორი კვების არსი

შავი შოკოლადი

მისი მიღება რეკომენდებულია დილაობით, რათა ორგანიზმმა მიიღოს საჭირო დოზის ენერგია და ანტიოქსიდანტები. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს გულის სტაბილურ მუშაობას. შუა დღის შემდეგ ორგანიზმს არ შეუძლია 25 გ-ზე მეტი ორგანიზმის კარგად გადამუშავება. შესაბამისად, იგი გარდაიქმნება ცხიმად.

ხორცი 

მისი მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში, რათა უკეთ გადამუშავდეს. ორგანიზმი მარაგდება რკინის საჭირო ნორმით და კარგად უმკლავდება დაღლილობას. საღამოს კი ეცადეთ ხორცი არ მიირთვათ.

თხილეული

ერთი მუჭა თხილეული მეორე საუზმეზე ორგანიზმს მოამარაგებს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის საჭირო რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილურ მუშაობას. საღამოს კაკლეულის მირთმევა კი გამოიწვევს წონაში მატებას.

წიწიბურა

იდეალური კერძია სადილად, რადგან მის გადამუშავებაზე იხარჯება დამატებითი რესურსები, ეს კი წონაში კლებაზე აისახება. საღამოს წიწიბურას ჭამა რეკომენდებული არ არის.

მაკარონი

ძალიან უხდება დღის პირველი ნახევრის ტრაპეზს. მასში არსებული უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას შლაკებისა და ტოქსინებისგან. დაბალი გლიკემიური ინდექსის წყალობით კი ქვეითდება დიაბეტის განვითარების ალბათობა. საღამოს მაკარონი რეკომენდებული არ არის.

ყაბაყი

ეს არის პროდუქტი, რომლის საღამოს მიღება ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება, მაშინაც კი, როცა ადამიანს დღის მანძილზე ბევრის მირთმევა მოუწია. დილით კი ყაბაყის მირთმევა რეკომენდებული არ არის, რადგან აქვს შარდმდენი მოქმედება, დილით კი ორგანიზმი ისედაც გაუწყლოებულია.

პომიდორი

კარგი ვარიანტია საუზმისთვის, მასში ბევრი ორგანული მჟავებია, ისინი კი ააქტიურებს პანკრეასის მოქმედებას. პომივდრის საღამოს მირთმევით შესაძლოა დაირღვეს წყალ-მარილოვანი ცვლა და განვითარდეს შეშუპება.

კარტოფილი

იდეალური კერძია დილისთვის, რადგან აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და კვებავს ორგანიზმს აუცილებელი მინერალური ნივთიერებებით. თუმცა საღამო ხანს მისი მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ის მაღალკალორიული პროდუქტია.

ხაჭო

საღამოს ხაჭოს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დამაწყნარებელი ეფექტი. ის ხელს უწყობს სხვა საკვების გადამუშავებასაც. დილით კი ხაჭოს მიღება არ ღირს, რადგან ის ახდენს ლორწოს გამოყოფის პროვოცირებას.

ვაშლი

შესანიშნავი ხილია, რომლის მიღებაც სასურველია დღის პირველ ნახევარში. პექტინის შემცველობის გამო ვაშლი აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას და გამოყოფს კარცენოგენებს. თუმცა საღამო ხანს ეს პექტინი ცუდად გადამუშავდება, რაც იწვევს დისკომფორტს და ხელს უშლის გამოძინებას.

შაქარი

აქ საუბარია ნებისმიერ ტკბილეულზრ. მისი მიღება შეიძლება მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, თორემ ორგანიზმი ვერ მოასწრებს ზედმეტი კალორიების დაწვას.

საღამოობით ტკბილი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს ძილის დარღვევას.

ამგვარად, სწორი კვება არც ისე რთული და ძვირია. საკვებს შეიძლება მივუდგეთ სხვადასხვაგვარად – დავიხარჯოთ სასარგებლო და გემრიელ პროდუქტებზე ან ვიკვებოთ არაბალანსირებულად, რაც იგივე დაჯდება და შემდეგ მკურნალობაზე ხარჯის გაღებაც მოგვიწევს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: