მთავარი ასტროლოგია ცეცხლის ნიშნები ფულს იშოვიან, ჰაერის ნიშნებს ყურადღება მართებთ. ზაფხულის ფინანსური ჰოროსკოპი.

ცეცხლის ნიშნები ფულს იშოვიან, ჰაერის ნიშნებს ყურადღება მართებთ. ზაფხულის ფინანსური ჰოროსკოპი.

by Keti

ზაფხულის დასაწყისისთვის ფინანსური სიტუაცია თუ გეცოდინებათ, შეძლებთ თქვენი გეგმების კორექტირებას წარმატებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ ზოდიაქოს ყოველი ნიშნის პროგნოზს ზაფხულის პერიოდის განმავლობაში!

ცეცხლის ნიშნები

1. ვერძი

ვერძისთვის ივნისი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს. ასტროლოგები მათ ურჩევენ – დაუნანებლად დახარჯონ ფული ძვირფას ნივთებზე. ეს გააუმჯობესებს მათ განწყობასაც. ნერვიულობა არ ღირს, აუცილებლად დაიბრუნებთ თანხებს უკან.

2. ლომი

ივნისი საინტერესო იქნება ფინანსური კუთხით. სულ მცირე ძალისხმევით იპოვით ბალანსს დანახარჯსა და დანაზოგს შორის. ასტროლოგები ქალ ლომებს ურჩევენ, რომ ფული დახარჯონ მორთულობასა და აქსესუარებზე. ხოლო კაცებმა თავი უნდა აარიდონ არასაჭირო ნივთებს, რათ ზარალი არ მიადგეთ.

3. მშვილდოსანი

ისინი უნდა იყვნენ გამომგონებლები და მოერგონ სიტუაციას. ძალისხმევების გარეშე ივნისში ფულის შოვნა გაუჭირდებათ. დღის წესრიგში დადგება დამატებითი შემოსავლის გაჩენის საკითხი. თუ დიდი შენაძენი დაგეგმეთ, უმჯობესია, ის თვის ბოლოსკენ გადადოთ. ამ დროს ფინანსური მდგომარეობა აშკარა გახდება.

მიწის ნიშნები

1. თხის რქა

ივნისი მათთვის სტაბილური და სასიამოვნო იქნება. თუ ფინანსებს გონივრულად გაანაწილებთ, შეძლებთ იმის შეძენას, რასაც დიდხანს გეგმავდით. მთავარია გადაწყვეტილებების მიღების დროს არ აჩქარდეთ.

2. კურო

მათთვის სიზარმაცე და სიხარბე დამაბრკოლებელი გახდება. მთავარი ამოცანაა სხვადასხვა საცდურების გადალახვა და ფულის გონივრულად დაბანდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი წარმატებული იქნება.

3. ქალწული

მათთვის ივნისი გაუთვალისწინებელი ხარჯებით სავსე იქნება, თუმცა ნერვიულობა არ ღირს. ალბათობა იმისა, რომ უცებ იპოვით ახალ სასარგებლო ნაცნობობას, რომელიც დაალაგებს თქვენს ფინანსურ პრობლემებს, საკმაოდ დიდია.

ჰაერის ნიშნები

1. სასწორი

მათი ფინანსური მხარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცდუნდებიან სხვადასხვა რამით. გაჩნდება ხარჯვის მოთხოვნილება არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ უსარგებლო ნივთებზე. ამიტომ სჯობს მყარად იდგნენ საკუთარ პოზიციაზე.

არსებული ფინანსური მარაგები კიდევ ერთხელ გადაარჩენს სასწორს რთულ სიტუაციებში.

2. მერწყული

გარკვეული დაბრკოლებები მათ უარს ათქმევინებს სერიოზულ საყიდლებზე. ამით შეუძლიათ მოიგონ დრო და ყველაფერი კარგად დაგეგმონ. თუმცა წვრილ სიამოვნებებზე უარის თქმა არ ღირს. ასე შეინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ინტუიციაზე დაყრდნობით მოიქცევით გონივრულად.

3. ტყუპები

მათთვის ივნისი ფინანსურად წარმატებული იქნება. მოულოდნელი საყიდლები ხელს არ შეუშლის ტყუპების ფინანსურ მდგრადობას. თუმცა ძალების გადაჭარბებულად შეფასება არ ღირს, აუცილებელია ფინანსური ბალიშის შექმნა ბედის მომდევნო გამოწვევებისთვის.

წყლის ნიშნები

1. კირჩხიბი

გამომუშავებულ თანხასთან ერთად მათ ხარჯებიც გაეზრდებათ. ლამაზი ცხოვრების სხვადასხვა საცდურები შეუმჩნევლად დააცარიელებს მათ ჯიბეს. იყავით ფრთხილად, რათა უცბად ვალებში არ ჩავარდეთ.

2. მორიელი

მორიელისთვის ივნისი იქნება აღმოჩენებით სავსე. ფული არ მოემატებათ, თუმცა შეუძლიათ იპოვონ გამდიდრების გზა. მთავარია სჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. ასტროლოგების აზრით, არ ღირს ფინანსების გამრავლებისთვის სხვადასხვა მეთოდის მოსინჯვა. ამისთვის საკმარისია, მაგალითად, ლატარიის თამაშის მცდელობა.

3. თევზები

ივნისი ძალიან ცვალებადი იქნება ფინანსური კუთხით: ფული ხან მდინარესავით იდენს, ხან შეყოვნდება. უნდა გააანალიზოთ ყოველი ნაბიჯი, სანამ რამეს იყიდით – არასტაბილურობის თავიდან ასარიდებლად. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თვის შუა რიცხვში. დაუჯერეთ ინტუიციას, ის დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ასეთი იქნება ივნისი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გახსოვდეთ – ზოდიაქო ეს ყველაფერი არ არის. ასტროლოგიური პროგნოზებით შეიარაღებული ადამიანი ნამდვილად შეძლებს ყველა გარემოების სასიკეთოდ შემობრუნებას.

წარმატებებს გისურვებთ!