მთავარი საკითხავი 35 კადრი, რომელიც აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებულ პროტესტს სხვა კუთხით დაგანახებთ

35 კადრი, რომელიც აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებულ პროტესტს სხვა კუთხით დაგანახებთ

by Keti

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ დიდი პროტესტის ტალღამ მოიცვა. დემონსტრანტების ჩასაცხრობად მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. მაგრამ ადამიანები მაინც განაგრძობენ ტკივილისა და ბრაზის გამოხატვას.

ბევრი შეკითხვა, მაგალითად, თუ რა ელით პოლიციის ოფიცრებს, ვინც ამ ინციდენტშია ჩართული, კვლავ პასუხგაუცემელია. ერთი რამ ნათლად ჩანს: სამართლიანობის მოთხოვნა და პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების დევნის შეწყვეტის სურვილმა მთელი ქვეყანა გააერთიანა. ხალხი ერთად იყრის მუხლს.

გთავაზობთ იშვიათ კადრებს, რომლებიც სწორხაზოვან მედიას ნაკლებად აინტერესებს. აქ ადამიანური დამოკიდებულებები ჩანს.

შავკანიანი ადამიანების ჯგუფი ხალხისგან იცავს მარტო დარჩენილ პოლიციელს

ყველაფერი დაიწყო ყალბ 20$იანზე შეტყობინებით. პოლიციაში განცხადება 25 მაისს მიიღეს, როცა ბატონმა ფლოიდმა მარკეტში სიგარეტის კოლოფი იყიდა. გამყიდველმა იფიქრა, რომ ფლოიდის მიერ გადახდილი 20$იანი ყალბი იყო და მან პოლიცია გამოიძახა.

ფლოიდი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა მინეაპოლისში. კორონავირუსის პერიოდში ის უმუშევარი დარჩა.

მაღაზიის მეპატრონე ფლოიდს აფასებს, როგორც მეგობრულ და სასიამოვნო კლიენტს. თუმცა აღნიშნული მეპატრონე იმ დღეს მაღაზიაში არ იმყოფებოდა.

#2 ვეტერანი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა, კვლავ უსამართლობას აპროტესტებს

20:08 საათზე პოლიციის ოფიცრები ადგილზე გამოცხადდნენ. ფლოიდი ორ სხვა ადამიანთან ერთად მანქანაში იჯდა და დაპარკინგებას ცდილობდა.

მასთან მიახლოების შემდეგ, ერთ-ერთმა ოფიცერმა, თომას ლეინმა, იარაღი ამოიღო და ფლოიდს ხელების ჩვენება უბრძანა. პროკურორს არ აუხსნია, რისთვის დასჭირდა ლეინს იარაღის ამოღება.

მისი თქმით: ,,ლეინმა ფლოიდს ხელები მოჰკიდა და მანქანიდან გადმოიყვანა.” შემდეგ ფლოიდმა ბორკილების დადების დროს წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო.

#3 პროტესტის მონაწილე და პოლიციელი გვერდიგვერდ

ბორკილების დადების შემდეგ, ფლოიდმა წინააღმდეგობა შეამცირა. ლეინმა მას აუხსნა, რომ ის დაკავებული იყო ,,ყალბი კუპიურის გასაღების” გამო.

მაგრამ როცა ოფიერები ცდილობდნენ ფლოიდი თავიანთ მანქანაში ჩაესვათ, ფლოიდმა კვლავ ბრძოლა დაიწყო.

20:14 საათზე ფლოიდი ,,გაშეშდა, ძირს დაეცა და ოფიცრებს უთხრა, რომ კლაუსტროფობია სჭირდა.”

ამ დროს გამოჩნდა ბატონი ჩაუვინი. მან და სხვა ოფიცრებმა კვლავ დაიწყეს ფლოიდის მანქანაში ჩასმის მცდელობა.

#4 პოლიციელები დემონსტრირებენ, რომ მათაც ესმით აქციის მონაწილეების

20:19 საათზე ჩაუვინმა ფლოიდი მანქანის საპირისპირო მიმართულებით მოითრია, რამაც ის ძირს დააგდო. ის იწვა სახით ქვემოთ, ხელებზე კვლავ ბორკილები ეკეთა, მოწმეებმა მისი გადაღება დაიწყეს. ფლოიდი აშკარად ცუდად იყო. ამ მომენტში გადაღებული ფოტოები მალევე გავრცელდა სოციალურ მედიაში.

შემდეგ ჩაუვინმა მარცხენა მუხლი ფლოიდის კისრისა და თავის შუაში მოათავსა.

,,ვერ ვსუნთქავ,” იმეორებმა ფლოიდი, ,,გთხოვ, გთხოვ, გთხოვ” – განაგრძობდა ხვეწნას.

ჩაუვინს ფლოიდის კისერზე მუხლი 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში ედო.

#5 აქ თეთრები ან ებრძვიან შავებს, არც მდიდრები ღარიბებს, არც პოლიციელები მოქალაქეებს. ეს არის ბრძოლა ყველასა და რასიზმს შორის. 

6 წუთის შემდეგ ფლოიდი აღარაფერზე რეაგირებდა. როცა ის დადუმდა, მოწმეები პოლიციას მოუწოდებდნენ მისი პულსის შემოწმებას.

ერთ-ერთმა ოფიცერმა, ია კუენგმა, სწორედ ეს გააკეთა და თქვა ,,ვერ ვგრძნობ პულსს.” მაგრამ ოფიცრები არ განძრეულან.

20:27 საათზე ჩაუვინმა ფლოიდის კისერს მუხლი მოაშორა. ის ჰენეპინის სამედიცინო ცენტრში წაიყვანეს. მისი სიკვდილი ერთი საათის შემდეგ დადასტურდა.

#6 ,,66 წლის ვარ და არ მჯერა, რომ ისევ ამას ვაპროტესტებ.”

პარასკევ დღეს, ჩაუვინი მკვლელობისთვის გაასამართლეს. მას 500,000იანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

ფლოიდის ოჯახი და მისი ადვოკატი, ბენჯამის კრამპი, აპროტესტებენ ასეთ მსუბუქ სასჯელს. ისინი თვლიან, რომ კანონმდებლობის თანახმად, ჩაუვინს 25 წლიანი პატიმრობა უნდა შეხებოდა.

სხვა სამ ოფიცერსაც ანალოგიური სასჯელი შეეხოთ.

#7 6 წლის გოგონას პროტესტი

ჯორჯ ფლოიდის ძმამ, ფილონის ფლოიდმა, ფონდი დააარსა, რომელსაც ჯორჯ ფლოიდის ოფიციალური სამახსოვრო ფონდი ჰქვია. ფონდი ადამიანებს დაკრძალვის ხარჯების დაფარვაში დაეხმარებათ.

#8 პროტესტი ფილადელფიაში

დღეს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა აშშ-ს ქუჩებში. ისინი მომხდარ უსამართლობას აპროტესტებენ.

#9 ერთად ძლიერები ვართ

#10 ეს კაცი რამდენიმე დღე მარტო იდგა და აპროტესტებდა მომხდარს

#11 დახმარება დასუფთავებაში

#12 ეკლესიაც ჯორჯის მხარეს არის

#13 კანზასის პოლიცია დემონსტრანტებს შეუერთდა

#14 სანტა კრუზის პოლიცია მუხლს იდრეკს

#15 დანიაში, კოპენჰაგენში მიმდინარე მშვიდობიანი მარში ჯორჯ ფლოიდისთვის

#16 სიყვარულის გავრცელება ტვიტერით

#17 ეს ხდება მინეაპოლისში

#18 ადამიანები მაღაზიას იცავენ, რათა იქ სხვა ჯგუფი არ შეიჭრას

#19 პოლიციის კაპიტნის პროტესტი

#20 უფასო ჰოთდოგი დემონსტრანტებისთვის. ასევე წყალი და პირველადი დახმარება

#21 ახლა სად არიან ჟურნალისტები?

#22 პოლიცია და აქციის მონაწილე

#23 ყველა რასიზმის წინააღმდეგ

#24 აქცია გერმანიაში

#25 პოლიციის მხარდამჭერი ჟესტი, მაიამი

#26 მეგობარი მინესოტადან

#27 პოლიციისა და დემონსტრანტების მეგობრობა

https://twitter.com/JoshuaPotash/status/1266926177878519809?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1266926177878519809&ref_url=https%3A%2F%2Fwww.boredpanda.com%2Fgeorge-floyd-police-brutality-protest%2F

#28 ის, რასაც მედია არ აჩვენებს

#29 ემოციური მომენტი პოლიციასა და დემონსტრანტს შორის

Emotional moment between an Officer and Protestor
by u/dubs510 in MadeMeSmile

#30 აქციის მონაწილეები მონუმენტს წმენდენ

#31 ერთად დგომა!

#32 ადვოკატები დაკავებულ დემონსტრანტებს უფასო დახმარებას სთავაზობენ

#33 პოლიცია აქციის მონაწილეების წინ იჩოქებს

#34 ეს არის იმედი

#35 დემონსტრანტები ყვირიან: ,,იარეთ ჩვენთან ერთად.”

აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: