მთავარი საკითხავი მამა გაბრიელი ანტიქრისტესა და ბოლო ჟამის საქართველოზე

მამა გაბრიელი ანტიქრისტესა და ბოლო ჟამის საქართველოზე

by guramus

“ახლა უკვე ბოლო ჟამია!

როგორც გამზადებულ სადილს მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად,ისეა მოახლოებული…

რა არ ვეცადე,მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი(ანტიქრისტესი). ღვთის წყალობით, უფლის ანგელოზი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა:-ვერა კაცი ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს;მოდი გაბრიელ მე დაგიწერ მის სახელს,-და ასე მაუწყა უფლის ანგელოზმა მისი სახელი…ეს კი, თქვენ არ გეხებათ-კაცთათვის ჯერ დაფარულია!

…იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას, ძალასაც არ გამოიყენებს ადამიანთა მიმართ-ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ უშველის!

გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ!

წმინდა წინასწარმეტყველების-ენუქისა ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. ცოდვების გამო მიწისძვრები იქნება.

საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად. საქართველოს ტერიტორიებიის გაყიდვას და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება. ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა( ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ-კ.კ.). რუსთაველს არ გაეკაროთ ისეთი ამბავი იქნება…ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება. ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება,მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ,დაგიფარავთ მაცხოვარი.

სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი,ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისატეს საცდურებს. რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის. ვფიქრობდი, რა დაიმსახურა ეხლანდელმა ქართველმა ერმა ისეთი, რომ ამხელა ღვთის წყალობა გადმოედინება…

…გამოცხადება ვნახე…უფალი ვნახე. ”საბაოთ”. ხელში გლობუსი ეჭირა,გლობუსზე კი დიდი ჯვარი იყო და იქიდან ხმა მოისმა:

-ბოლო ჟამს, ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს! სიყვარული ცხოველია(ცოცხალია), რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შესძლებს გაუძლოს ანტიქრისტეს საცდურებს, ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯვას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა.საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ,ნუ შეგეშინდებათ, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.ადრეც ეგონათ, რომ თითქოს ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები რომ იყო, ეს არ იყო ნიშანი. მაშინ არ იყო ციური სასწაულები და საყოველთაო განდგომა. განდგომა მწვალებლობის ტოლფასია.მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაუწყებთ ცქერას,რადგან ისეთი სასწაული მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არამარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. მისთვის ტახტს უკვე ამზადებენ…ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. აღარავის შეეძლება მათ გარეშე ცხოვრება-ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ,ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ…ეშმაკსაც, შეგიძლიან, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს, თორემ ეშმას ხაფანგში გაებმები და დაიღუპები.

-მამა გაბრიელ თვითონ თუ იცის, რომ ანტიქრისტეა?

-მან კი იცის, შენ თუ მიხვდები?! გახსოვდეს, ანტიქრისტე ჯერ კარზე აკაკუნებს. როდესაც აკაკუნებენ რა უნდა ქნა?

-კარი უნდა გაუღო.

-კარებს რომ გააღებ და სტუმარს დაინახავ, რა უნდა უთხრა?

-მობრძანდით.

-ჰოდა, ბრძანებას ელოდებიან,ბრძანებას. ბრძანება გაიცემა და მოვა. ახლა კარები ღიაა უკვე. აღარ აკაკუნებს. კარებში დგას და ბრძანებას ელოდება. გახსოვდეს .

ანტიქრისტესაც ის გაჰყვება უკან, ვისაც მხოლოდ გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს მას.

ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაშიც შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება.. ქრისტეანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ.

კაცები ქალად იქცევიან უკვე და ქალები-კაცებად!..ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირად უნდა იქცე!

ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი-კაცებისთვის, შერცხვებათ თავის კაცობის, მეორე ქალებისთვის-შერცხვებათ თავის ქალობის, მესამე-ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს.

ამ სიტყვების შემდეგ გაბრიელ ბერმა ხელები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა თავისი შედგენილი ლოცვა რომელიც მყისიერად ჩაიბეჭდა მსმენელის გონებასა და გულში:

-ღმერთო, გევედრები შენ,ზეციდან გვისმინე,პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას, რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. გაბრიელი აღსდგება.ტაძრები ხილული სახით მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გაცილების მიზნით. ცის და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული,ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული ადამიანებისთვის და მათ შორის ყველაზე დიდი მახე იქნება ის, რომ ადამიანი ხსნას დაელოდება კოსმოსიდან.ეგონებათ იქიდან მოევლინებიან მხსნელები, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება.

ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვება და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი, ერთ თვეს ეყოფათ, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება.

-თუ არ გვინდა ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება და ძალით დაგვბეჭდეს, რა გვეშველება მაშინ?

-მაგალითად, ქალწული თუ გააუპატიურეს ისე, რომ მას არ უნდოდა, ღვთის წინაშე ის ქალწულად რჩება. ანტიქრისტეს ბეჭდის დროსაც ასე იქნება. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს. სხვებთან შედარებით აქ მცირე დევნა იქნება. სახარებაში წერია, ყველგან იქნება დევნა და ვაი მას, ვინც ცვლის სახარებას. მოვა დრო, მთებში მოგიწევთ გასვლა. ოღონდ მარტო არ წახვიდეთ , თორემ ბოროტი კლდიდან გადაგჩეხთ. ჯგუფ-ჯგუფად უნდა გახვიდეთ ტყეში, მთებში.

-როდის უნდა გავიდეთ?

-რატომ ფიქრობთ მაგაზე? სულიწმინდა თვითონ გაგიყვანთ. ქრისტეანისთვის ყველაზე დიდი სატანჯველი ის იქნება, რომ თვითონ ტყეში გავლენ და მათი ახლობლები კი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვისაც კეთილი საქმე არ ექნებათ არ დაუჯეროთ! საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

-მამა გაბრიელ ყველა გადარჩება?

-ვერა, შვილო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, ვერც მე შეგიწყალო, შენი თავი შენ თვითონვე თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვითა და საქმით, ეს არის ქრისტეს მცნება. ” რა ჟამს გამოსჩნდე ზეცით ქრისტე მეუფეო და დაჰსჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა დიოდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულ იყვნენ, მაშინ სახიერ შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: