მთავარი ჯანმრთელობა აუცილებლად წაიღეთ ტკიპა ლაბორატორიაში, რომელმაც გიკბინათ. აი, ზუსტი რეკომენდაცია.

აუცილებლად წაიღეთ ტკიპა ლაბორატორიაში, რომელმაც გიკბინათ. აი, ზუსტი რეკომენდაცია.

by Keti

გაზაფხული საკმაოდ გვიან მოვიდა, ზაფხული კი უკვე ძალიან ცხელია. შეზღუდვების გათვალისწინებით, დასვენება პარკებსა და ტყეებში მხოლოდ ახლა არის შესაძლებელი. თუმცა მთავარია ამ გასვლების დროს არ დაგაზიანოთ ტკიპამ.

ამ მწერის კბენა მტკივნეული არ არის, ამიტომ შესაძლოა მაშინვე ვერ აღმოაჩინოთ. თუმცა ტკიპას ნაკბენმა შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსული ენცეფალიტი და ლაიმას დაავადება. ამიტომ ჩვენ მოგიყვებით რა უნდა გააკეთოთ ტკიპას კბენის შემთხვევაში.

როგორ მოვიშოროთ ტკიპა

თუ ტკიპა მშიერია, ის პატარა და შეუმჩნეველია. მაძღარი მწერი კი მაშინვე შესამჩნევი ხდება. ის ბურთს ჰგავს. უცხო სხეული კანზე მალევე შეგიქმნით დისკომფორტს.

ამოღების დროს მთავარია ტკიპა კანიდან მთლიანად მოიშოროთ, მის თავთან ერთად. ამისთვის გამოიყენება ძაფი, პინცეტი ან სპეციალური მოწყობილობა. პროცესში ფრთხილად შემოატრიალეთ უცხო სხეული, მაშინვე არ სცადოთ მისი ამოძრობა.

როგორ მოვიქცეთ ტკიპას კბენის შემდეგ

ტკიპას მოშორებიდან გარკვეული დროის გასვლაა საჭირო რეაქციის გამოსავლენად. ჩვენ გირჩევთ, მალევე მიმართოთ სპეციალისტს ინსტრუქციის მისაღებად. თუმცა მასთან ტკიპის წაყვანა აუცილებელი არ არის. და აი რატომ.

როგორც ევროპულმა კვლევებმა აჩვენა, ტკიპების მხოლოდ 20-30%ს გადააქვს ლაიმას დაავადება. მაგრამ ამ დროსაც იშვიათად გადადის აღნიშნული ვირუსი, ვინაიდან ამისთვის საჭიროა მინიმუმ 36 საათი.

ამ დროის განმავლობაში აუცილებლად იპოვით მწერს და მოიშორებთ, ამიტომ ტკიპას ლაბორატორიაში შემოწმებას აზრი არ აქვს. უფრო ლოგიკური იქნება, რომ მაშინვე დაიწყოთ მკურნალობა.

ლაიმას ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ანტიბიოტიკის კურსის ჩატარება კბენიდან 72 საათის განმავლობაში.

როგორ მოვიქცეთ, რომ ტკიპამ არ გვიკბინოს

გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მწვანე ზონაში გასვლამდე ჩაიცვით დახურული ტანსაცმელი, განსაკუთრებული ყურადღება კი მიაქციეთ შარვალს. როგორც ცნობილია ტკიპები მსხვერპლს ბალახზე დარაჯობენ და ხეებიდან არ ცვივიან. ისინი ებღაუჭებიან ქსოვილს და ეძებენ შესასვლელს კანში.

გასეირნების შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ საკუთარი თავი და ბავშვი. დიდი ყურადღება მიაქციეთ თავის კანს. არ დაგავიწყდეთ შინაური ცხოველების შემოწმებაც, რადგან კატებს და ძაღლებს ასევე კბენენ ტკიპები.

ექიმები ამტკიცებენ, რომ თუ ტკიპა გიკბენთ, მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. დაიცავით ზემოაღნიშნული ინსტრუქციები და იოლად შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას თქვენც და თქვენი ახლობლებიც. უსაფრთხო სეირნობას გისურვებთ!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!