მთავარი რჩევები როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საკერავმა მანქანამ საათივით იმუშაოს?

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საკერავმა მანქანამ საათივით იმუშაოს?

by Keti

საკერავი მანქანა, ძველიც კი, – შეუცვლელი ნივთია ყოფა-ცხოვრებაში. მისი სწორად აწყობა და პროფილაქტიკური მოვლა თავიდან აგაცილებთ მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მანქანის აწყობა უნდა იცოდეს ყველამ.

დღეს ჩვენ მის თავისებურებებზე მოგიყვებით.

საკერავი მანქანის აწყობა

1. წნეხის დაწოლა

გამოყენებული ქსოვილის მიხედვით, შესაძლოა, მოხდეს წნეხის შესუსტება ან მოშვება.

ამის გაკეთება შესაძლებელია მარეგულირებელი ხრახნის დახმარებით. ის ძველ მანქანებში სახელურის მაღლა მდებარეობს, წნეხის ზემოთ.

დაშლილ მდგომარეობაში კარგად ჩანს, თუ როგორ აწვება ხრახნი სპირალს. ის კი თავის მხრივ აწვება წნეხს.

2. სავარცხლის სიმაღლე

საკერავი მანქანის პოპულარულ მოდელებში მარეგულირებელი დისკის პოვნა შესაძლოა იმ ადგილას, სადაც იცვლება საკერავი ჩხირი.

სქელი ქსოვილებისთვის კბილანები კარგად უნდა გამოდიოდეს. თხელ ქსოვილებში კი – ძნელად.

ძაფების გაჭიმვა

3. ზემოთა ძაფის დაჭიმვა

მათ დასაჭიმად არის დისკი რეგულირებადი დამჭერით. დისკი აწვება ძაფს, რეგულატორი კი აკონტროლებს ამ ზეწოლის ხარისხს.

ძაფის შეცვლისას უფრო ყურადღებით უნდა იყოთ, მით უმეტეს, თუ სქელი ძაფით ცვლით თხელ ძაფს. რეგულატორის დაყენების გარეშე ეს გამოიწვევს ზედა ძაფზე მომატებულ ზეწოლას.

თუ ქვედა ნაკერი ქმნის ზიგზაგებს – აუცილებელია ზედა ძაფის დაჭიმულობის მომატება.

4. ქვედა ძაფის დაჭიმვა

ეს რეგულირდება ძალიან პატარა ხრახნით, რომელიც საკერავი კოჭის სპირალზე. ხრახნი უნდა დაატრიალოთ პატარა სახრახნისით საათის ისრის მიმართულებით (დაჭიმულობის მოსამატებლად) ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით (დაჭიმულობის შესამცირებლად).

ყოველ ჯერზე სახრახნისი დაატრიალეთ სულ ოდნავ და თან გაავლეთ სასინჯი ნაკერი. ქვედა ძაფის სუსტი დაჭიმვა წარმოქმნის ზიგზაგურ ნაკერს, ხოლო მეტისმეტად ძლიერი დაჭიმვა იწვევს ნაკერის არათანაბრობას.

არსებობს ქვედა ძაფის დაჭიმულობის შემოწმების მარტივი მეთოდი. ამისთვის საკერავი კოჭა უნდა ჩამოკიდოთ ძაფის ბოლოში. თუ ის ჰკიდია, კოჭა კი ამ დროს ტრიალებს, დაჭიმულობა ძალიან დიდია და საჭიროა მისი შესუსტება.

თუ კოჭა ძალიან იოლად ტრიალებს, ესე იგი, დაჭიმულობა ძალიან სუსტია. სწორი დაჭიმვის შემთხვევაში, ძაფზე დაკიდებული კოჭა შენჯღრევისას დაეშვება მხოლოდ რამდენიმე სანტიმენტრით და შემდეგ გაჩერდება.

საკერავი მანქანის სწორი აწყობა საშუალებას აძლევს მას იმუშაოს სტაბილურად და გამართულად. ხოლო თუ მკერავი ვერ ახერხებს მის სწორ გამართვას, კერვის დროს უსიამოვნებები გარდაუვალი იქნება: ძაფი წყდება, ნაკერი ზიგზაგოვანია და ირიბი, ხდება წყვეტილი. ამიტომ განსაკუთრებულად რთული შემთხვევების დროს, უმჯობესი იქნება, რომ მიმართოთ კვალიფიციური ოსტატის მომსახურებას!