მთავარი რჩევები აი, როგორ მივცეთ მეორე შანსი ძველ გადასაყრელ ბალიშებს

აი, როგორ მივცეთ მეორე შანსი ძველ გადასაყრელ ბალიშებს

by Keti

ბალიში ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ კომფორტული ნივთია, ის ჩვენი სრულყოფილი დასვენების გარანტია, სწორედ მას ვეხვევით ყველაზე ხშირად და მაგრად, რადგან საწოლში ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებთ.

მაგრამ პერიოდულად ბალიშსაც სჭირდება ჩვენი დახმარება. დიასახლისები უფრო მეტ დროს ზეწრებსა და ბალიშის პირებს უთმობენ, თავად ბალიშის გარეცხვას კი არ ჩქარობენ, რადგან ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია.

ჩვენ დღეს მოგიყვებით, როგორ უნდა გარეცხოთ ბალიშები სარეცხის მანქანაში, რათა ის გახდეს სუფთა და სასიამოვნო.

როგორ გავრეცხოთ ბალიში

ყველაზე მარტივია სინთეტიკური შიგთავსის მქონე ბალიშის გარეცხვა, ისინი შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხის მანქანაში 40 გრადუსამდე ტემპერატურაზე, ხოლო ბალიშები, რომლებიც შეიცავს ჰოლოფიბერს (ბოჭკოს), მათი გარეცხვა შესაძლებელია 80 გრადუსზეც.

ხოლო რაც შეეხება ბამბუკის შიგთავსიან ბალიშებს, ისინი ნებისმიერ ტემპერატურაზე ირეცხება, თუმცა ისინი შრება მხოლოდ ჰორიზონტალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბალიშის ნაცვლად მიიღებთ ქვებიან ტომარას.

სარეცხის საშუალებად გამოიყენება თხევადი საპონი ან შამპუნი. გაწურეთ ბალიში მხოლოდ ხელით, ავტომატური გაწურვა მას ფორმას აკარგვინებს.

რაც შეეხება ლატექსის ბალიშებს, ისინი არ ირეცხება, გარეცხეთ მტვერსასრუტით, ლაქები კი ამოწმინდეთ სველი ხელსახოცით. სჯობს, ასეთი ბალიშები 2-3 წელიწადში შეცვალოთ. იგივე ეხება ანტისტრესულ ბალიშებს, რომლებიც შეიცავენ წიწიბურას, სელის მარცვლებს, კენკრის კურკებს და ა. შ. ბუმბულის ბალიშების რეცხვა სახლის პირობებში საკმაოდ რთულია, ამიტომ მისი რეცხვა რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

ბუმბულის ბალიშების რეცხვა

1. საპნიან ხსნარში ჩაამატეთ ერთი კოვზი ნიშადური. ნარევში ჩაალბეთ ბალიშის პირები შიგთავსთან ერთად.

2. კარგად გაავლეთ.

3. გაწურეთ ხელით და გააშრეთ. შრობისას შიგთავსიანი ბალიშის პირები ხშირად დაბერტყეთ და გადააბრუნეთ.

4. ტომრები კარგად უნდა გაშრეს, შემდეგ ისინი გახსენი და შიგთავსი გადაიტანე სუფთა ბუმბულგაუმტარში. ახლა ბალიში სუფთაა და განახლებული, ეს კი თქვენს ძილზე დადებითად იმოქმედებს.

ბუმბულიანი ბალიშები უნდა გარეცხოთ, როცა გარეთ ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა. სიცხისას ტენი შრება, ყინვაში კი – იყინება. საშუალო ტემპერატურაზე ბალიში შრება დიდხანს, ამიტომ მასში შესაძლოა განვითარდეს პათოგენური ნივთიერებები.

ბალიშის სარეცხის მანქანაში გარეცხვა შესაძლებელია, თუ სწორ რეჟიმს შეარჩევთ: ხელის ან დელიკატურს. კონდიციონერით არ ისარგებლოთ, ხოლო თუ თქვენი მანქანა ცხელი ორთქლით აშრობს, შეგიძლიათ ეს ფუნქციაც გამოიყენოთ. ამ დროს ბალიში უნდა ბერტყოთ შრობის ციკლებს შორის, ასე ის უფრო გაფუმფულდება.

რეკომენდებულია ბუმბულისა და სილიკონის ბალიშების რეცხვა წელიწადში 4ჯერ. ხოლო ბამბუკის – ყოველ 2 თვეში ერთხელ. სინთეტიკური ბალიშები ირეცხება წელიწადში ერთხელ. სხვა სახის ბალიშები კი მინიმუმ წელიწადში 2ჯერ უნდა გარეცხოთ.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!