მთავარი ფილმები 30 ლეგენდარული ფილმი, რომელსაც უნდა უყურო, სანამ 30 წლის გახდები

30 ლეგენდარული ფილმი, რომელსაც უნდა უყურო, სანამ 30 წლის გახდები

by Keti

ჩვენ დღეს გთავაზობთ სამყაროს ყველაზე პოპულარულ და აუცილებლად სანახავ ფილმებს, ისინი უპირობოდ უნდა ნახოს ყველა ადამიანმა 30 წლის ასაკამდე. მათი ნახვა დაგეხმარებათ კინოს კულტურის გაგებაში და გასწავლით კინოს ისტორიას.

1. ცხოვრება მშვენიერია (1997)

გამჭრიახი ებრაელი ბიბლიოთეკარი და მისი შვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლები ხდებიან. მთავარი პერსონაჟი თავის სურვილს, იუმორსა და წარმოსახვას იყენებს, რათა შვილი ფაშისტებისგან გადაარჩინოს.

2. ფორესტ გამფი (1994)

ფორესტ გამფი უბრალო კაცია დაბალი IQ-თი. მაგრამ საკმაოდ კომუნიკაბელური და კეთილია. მისი საინტერესო თავგადასავლები და სხვადასხვა პერსონაჟთან თანაკვეთა ფილმს უნიკალურს ხდის.

3. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975)

მაკმერფის კრიმინალური წარსული აქვს, ის ციხის სასჯელს ფსიქიატრიულ კლინიკაში გაექცევა და იქაურ პაციენტებს უმეგობრდება. მას დაპირისპირება უწევს ბოროტ ექთანთან.

4. ნათლიმამას ტრილოგია (1972, 1974, 1990)

ფრენსის ფორდ კოპოლას ლეგენდარული ტრილოგია მაფიოზურ სამყაროზე. ის ყველა კინომოყვარულმა უნდა ნახოს.

5. მამაცი გული (1995)

უილიამ ვოლასი შოტლანდიელი აჯანყებულია, რომელიც ინგლისის წინააღმდეგ იბრძვის. მელ გიფსონის საომარმა დრამამ გამოშვების დღიდან უამრავი მაყურებლის გული მოიგო.

6. ამერიკული ისტორია X (1998)

დერეკ ვინიარდი 3 წელი დაპატიმრებული იყო ორი თავდამსხმელის მკვლელობის გამო. მას ძალადობრივი ცხოვრების სტილი აქვს არჩეული. ციხეში განვითარებული მოვლენები კი ფილმს კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის.

7. მწვანე მილი (1999)

მორიგი ემოციური ფილმი ტომ ჰენკსის მონაწილეობით. დარწმუნებულები ვართ, მის ხილვას არც ერთი ადამიანი არ ინანებს.

8. ბეჭდების მბრძანებელის ტრილოგია (2001, 2002, 2003)

პატარა ჰობიტის, სახელად ფროდოს გმირული თავგადასავალი ფანტასტიკურ და ულამაზეს სამყაროში, რომელიც გასაოცარი გამოცდილებებით და უამრავი ხიფათითაა სავსე.

9. გლადიატორი (2000)

მაქსიმუსი ძლიერი რომაელი გენერალია, რომელიც უყვარს ხალხს და ასაკოვან იმპერატორს. თუმცა იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად შეიცვლება – შედეგად ის ხდება გლადიატორი.

10. მებრძოლთა კლუბი (1999)

უსახელო გმირი და ამბის მთხრობელი (ედვარდ ნორტონის მონაწილეობით) ინსომნიით იტანჯება. ის სახიფათო გამოცდილებებში ეძებს შვებას და უმეგობრდება ტაილერს, რომელიც მას მებრძოლთა კლუბში გააწევრიანებს.

11. გაქცევა შოუშენკიდან (1994)

მთავარ პერსონაჟს დააპატიმრებენ დანაშაულისთვის, რომელიც მისი მტკიცებით – არ ჩაუდენია. ციხეში ის საინტერესო ადამიანებს გაიცნობს და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავს.

12. ბრწყინვალე გონება (2001)

ეს ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ამერიკელი მათემატიკოსის – ჯონ ფორბს ნეშის ცხოვრებაზე. კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ფილმში რასელ ქროუს შესრულება ისევე როგორც ,,გლადიატორში”, შეუდარებელია.

13. უკან მომავალში ტრილოგია (1985)

ტრილოგიაში მოთხრობილია მარტი მაკფლაის წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ჯეი ფოქსი და კრისტოფერ ლოიდი.

14. შინდლერის სია (1993)

ოსკარ შინდლერი დიდების მოყვარული და გაუმაძღარი გერმანელი ბიზნესმენია, რომელიც ფილმის განმავლობაში ნაცისტისთვის უჩვეულო გადაფასებას ახდენს და ებრაელების გადარჩენას დაიწყებს.

15. ვარსკვლავური ომების სერიები

ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილი „ვარსკვლავური ომები“ ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან ფილმების სერიად მიიჩნევა. მისი არნახვა კინოს მოყვარულებისთვის დანაშაულად ითვლება.

16. მაკულატურა (1994)

კვენტინ ტარანტინოს ამერიკული შავი კომედიის ჟანრის კრიმინალური ნამუშევარი, რომელიც მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად.

17. ახალი დროება (1936)

ჩარლი ჩაპლინის კომედია, სადაც მისი პერსონაჟი – მაწანწალა ცხოვრობს თანამედროვე და რთულ მსოფლიოში და ცდილობს ინდუსტრიულ ქარცეცხლს გადაურჩეს.

18. მატრიცა ტრილოგია (1999, 2003, 2003)

ენდი და ლანა ვაჩოვსკების დიდებული ნამუშევარი, რომელშიც ასახულია კაცობრიობის მომავალი. აქ ადამიანების მიერ მართული რეალობა ვირტუალურ სახეს ატარებს.

19. პიანისტი (2002)

პოლონელი ებრაელი, რომელიც ამავე დროს საოცარი პიანისტია, ვარშავაში, ნაცისტების ტყვეობის ქვეშ მოხვდება.

20. ფსიქო (1960)

ფილმი დაფუძნებულია რეალურად არსებული მკვლელის, ედ გეინის ისტორიაზე. ნაწარმოების გამოსვლის შემდეგ ალფრედ ჰიჩკოკმა ის თავისებური ინოვაციით გადააკეთა.

21. უცხო (1979)

რიდლი სკოტის მიერ გადაღებული საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელმაც ბევრ ადამიანს შეაყვარა აღნიშნული ჟანრი.

22. კარგი, ცუდი, ბოროტი (1966)

სერჯო ლეონეს დოლარის ტრილოგიის ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელიც ვესტერნის ჟანრის ერთ-ერთ პირველ გაბრწყინებად იქცა კინოს ისტორიაში.

23. ძირითადი ეჭვმიტანილები (1995)

5 მამაკაცი დაკავებულია და ხორციელდება მათი ერთობლივი დაკითხვა. ოპერაცია კარგად მიდის, სანამ ყველაზე ჭკვიანი კრიმინალის – კაიზერ სუზას საკითხი არ დგება დღის წესრიგში.

24. რიგითი რაიანის გადასარჩენად (1998)

საომარი დრამა, სადაც კვლავ ტომ ჰენკსი მონაწილეობს. 8 სამხედრო მიემართება ერთი თანამებრძოლის გადასარჩენად.

25. 12 განრისხებული მამაკაცი (1957)

სასამართლო, ნაფიცი მსაჯულები და უდანაშაულობის პრეზუმცია. ფილმი სპექტაკლის მიხედვით არის გადაღებული.

26. დიდებული ბიჭები (1990)

მარტინ სკორსეზეს ნამუშევარი, სადაც ნახავთ ჰენრი ჰილის, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოს განგსტერულ თავგადასავლებს. აღსანიშნავია რობერტ დე ნიროს შესრულება.

27. 2001: კოსმიური ოდისეა (1968)

ეს არის ისტორია ევოლუციაზე. როცა კაცობრიობამ მთვარის ზედაპირს მიაღწია, იქ კი ახალი მონოლითი იპოვეს. შემდეგი რბოლა იწყება ტექნიკასა და ადამიანებს შორის, გამარჯვებული კი ახალ ევოლუციურ უპირატესობას მოიპოვებს.

28. თრუმენის შოუ (1998)

თრუმენის ცხოვრება რეალური არ არის, ყველაფერი დადგმულია, ცხოვრება ერთ დიდ შოუდ არის ქცეული, სადაც ჯიმ ქერის პერსონაჟია ჩათრეული.

29. ეს მშვენიერი ცხოვრება (1946)

ისტორია იმედგაცრუებაზე, ცხოვრებისგან მიღებულ დარტყმებსა და ტკივილზე, რომელიც საბოლოოდ ადამიანების სიყვარულითა და მათ მიერ გაცემული უპირობო დიკეთით ლაგდება.

30. ლეონი (1994)

ნატალი პორტმანის დებიუტი კრიმინალურ დრამაში, სადაც ჟან რენო ნარკოგადამზიდველის როლს თამაშობს. უბედური შემთხვევის შედეგად, ისინი დამეგობრდებიან და ერთად იწყებენ კრიმინალთან ბრძოლას.

გაუზიარეთ სია თქვენს მეგობრებსაც!