კანის მოვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს ყველა ადამიანმა იცის. თუმცა ხშირად ამ წესს არ ვასრულებთ. ზოგჯერ გვავიწყდება სახის კანზე მზისგან დამცავის წასმა, ხან არასათანადო ტემპერატურის წყლით ვიბანთ, იშვიათად დავდივართ კოსმეტოლოგთან. შედეგად, კანს სჭირდება პერიოდული მხარდაჭერა, რაც ეფექტურად ხორციელდება ნიღბების გამოყენებით.
გთავაზობთ არაჟნის ნიღბების რეცეპტებს. სწორი გამოყენების შედეგად არაჟანი კანზე ახდენს დამაწყნარებელ და აღმდგენ ეფექტს. ეფექტურია პიგმენტური ლაქების, გამონაყარის, კანის სიმშრალისა და ნაოჭების წინააღმდეგ.
არაჟნის ნიღბების რეცეპტები
ნატურალური კომპონენტები ძვირი ღირს და თავის თვისებებს მცირე ხნით ინარჩუნებს. ამიტომ კოსმეტიკაში მათ კონსერვანტებსა და იაფ ექსტრაქტებს უმატებენ.
შინაური არაჟნის ქილა იმდენივე ღირს, რამდენიც ერთი იაფფასიანი მალამო. სარგებლობა კი არაჟნისგან ბევრად მეტია. საქმე ისაა, რომ არაჟანი შეიცავს რძემჟავებს და აქვს კვებითი ცხიმოვანი სტრუქტურა. გთავაზობთ 3 მარტივ უნიკალურ რეცეპტს.
არაჟნის ნიღბები პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
თქვენ დაგჭირდებათ
- ერთი ს. კ. არაჟანი
- ნახევარი ლიმონი
ლიმონის წვენი, ისევე როგორც რძის მჟავა, კანს კარგად ათეთრებს. ამ მჟავების აგრესიულობას აწონასწორებს არაჟნის ცხიმიანობა და ეს ეფექტი წარმატებით ებრძვის პიგმენტურ ლაქებს კანის გამოშრობის გარეშე.
არაჟნის მკვებავი ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ
- ერთი ს. კ. არაჟანი
- ერთი ჩ. კ. თხევადი თაფლი
არაჟანი შეიცავს Е, В, С, РР ჯგუფის ვიტამინებსა და ორგანულ მჟავებს, ასევე ბიოტინს. თაფლში შემავალ ბუნებრივ მინერალურ მარილებთან ერთობლიობაში არაჟანი საუკეთესო საშუალებაა მოშვებული კანის წინააღმდეგ.
დამატენიანებელი ნიღაბი არაჟნით
თქვენ დაგჭირდებათ
- ერთი ს. კ. არაჟანი
- 1,5 ს. კ. დაქუცმაცებული შვრიის ფანტელი
არაჟანს ხშირად უმატებენ დამატენიანებელ ნიღბებში, ის ღრმად აღწევს კანში და ქმნის დამცავ ფენას. რძეჟავა პროდუქტი შვრიასთან კომბინაციაში ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალეს. უფრო ინტენსიური დატენიანებისთვის გთავაზობთ, რომ ნიღაბს დაამატოთ ხილი და კენკრა, მაგალითად, მარწყვი ან კიტრი.
რთულია იპოვოთ უფრო უნივერსალური და გამოსადეგი ინგრედიენტი სახლში კანის მოვლის დასაწყებად, ვიდრე არაჟანია. ის კარგად კვებავს კანს და ებრძვის ასაკობრივ ნიშნებს. გარდა ამისა, კარგად ,,მეგობრობს” სხვა პროდუქტებთან და აძლიერებს მათ სასარგებლო ეფექტს. თუ თქვენ ცხიმიანი ტიპის კანი გაქვთ, შეგიძლიათ არაჟანი შეცვალოთ უფრო მსუბუქი და ნაკლებად ცხიმიანი იოგურტით, თუმცა ამ დროს ნიღაბს უნდა დაამატოთ სხვადასხვა მკვებავი კომპონენტიც, მაგალითად, კვერცხის გული, სტაფილო და ალოე.
გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!