აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანმა არ იცის ახალი კარტოფილის მომზადების წესები. პატარ-პატარა დეტალების ცოდნა პროფესიონალების გარდა დიასახლისებმაც უნდა იცოდნენ.
გთავაზობთ ერთი შეხედვით უმარტივესად მოხარშული კარტოფილის მომზადების მთავარ ნიუანსებს.
როგორ მოვამზადოთ ახალი კარტოფილი
შერჩევა
სოფლის ახალ კარტოფილს, რომელიც სწორად ინახებოდა დაბალ, თუმცა დადებით ტემპერატურაზე, ზედაპირზე კანი ალაგ-ალაგ აშრევებული აქვს. ის ადვილად იფცქვნება და გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
თუმცა დაინტერესებულმა გამყიდველმა შეიძლება შემოგთავაზოთ სხვანაირი კარტოფილი, რომელიც არასწორ ტემპერატურაზე ინახებოდა. მათ გლუვი ზედაპირი და მკრთალი ფერი აქვს. მასში ნაკლები ვიტამინია და შეიცავს ნივთიერება სოლანინს, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის. ასეთი კარტოფილის გაფცქვნა გაცილებით რთულიცაა.
ამგვარად ახალი კარტოფილის შერჩევისას უნდა დაიცვათ შემდეგი მარტივი წესები:
- არ შეიძინოთ გამწვანებული ბოლქვები მასში სოლანინის შემცველობის გამო.
- არ შეიძინოთ კარტოფილი, რომელსაც დაზიანებული კანი და ლაქები აქვს.
- არ იყიდოთ გაშავებული კარტოფილი, ერთი ცალიც კი შეიძლება მოწმობდეს მთელი გროვის არასიჯანსაღეზე.
- არ შეიძინოთ კარტოფილი, რომელსაც ფრჩხილის დაჭერის შედეგად დიდი რაოდენობით წვენი გამოეყოფა.
კარტოფილის გაფცქვნა
ახალი კარტოფილი მოხარშვის წინ აუცილებლად უნდა გაფცქვნათ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დანით ან სუფთა ჭურჭლის ღრუბლის აბრაზიული მხარით. გაფცქვნილი კარტოფილი ჩაუშვით წყლიან თასში, რათა არ გაშავდეს.
ცოტა უფრო ძველი, მაგრამ მაინც ახალი კარტოფილი შეგიძლიათ კანიანად მოხარშოთ.
ახალი კარტოფილის ხარშვა
ახალი კარტოფილი ქაშაყთან ერთად
მომზადება
- გაფცქვნილი კარტოფილი ჩაყარეთ წყალში, დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს.
- ქვაბი დადგით ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ჩაყარეთ მარილი და ხარშეთ კვლავ 15-20 წუთით საშუალო ცეცხლზე. შეამოწმეთ მზაობა, გააციეთ, მიირთვით ქაშაყთან ერთად.
ახალი კარტოფილი კამით
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი ზემოაღწერილი წესის მიხედვით, წყალი გადაღვარეთ. დაამატეთ ცხიმი (კარაქი, ზეთი), კამა და დაჭყლეტილი ნიორი.
- ქვაბს დააფარეთ ხუფი და კარგად აანჯღრიეთ. დააყოვნეთ 15 წუთი და მიიტანეთ სუფრასთან.
ახალი კარტოფილი მჟავე რძით
მომზადება
- ახალი კარტოფილის მომზადების ასეთი ხერხი სტანდარტულისგან არ განირჩევა, მას უმეტესად აღმოსავლეთში იყენებენ.
- მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, მიიტანეთ სუფრასთან მჟავე რძესთან ერთად. ზოგი ზემოდან ასხამს მას, ზოგი უბრალოდ ატანს, გემოვნების მიხედვით.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის საინტერესო რეცეპტს მიაგნებთ. ზოგჯერ წლების მანძილზე სტანდარტულად მომზადების წესში მცირე ცვლილების შეტანა განსხვავებულ შედეგებს იძლევა. თქვენი გემოვნების მიხედვით მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად!
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!