მთავარი კულინარია აი, რა უნდა დაუმატოთ მჟავე კიტრს, რომ დამაინტრიგებელი გემო მიიღოთ

აი, რა უნდა დაუმატოთ მჟავე კიტრს, რომ დამაინტრიგებელი გემო მიიღოთ

by Keti

ცივი კერძები სუფრაზე მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მათ შორის, ერთერთი პოპულარული არის კიტრის მწნილი, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით გემრიელია. როცა ქუჩაში პაპანაქება სიცხეა, ცივი პიტნიანი კიტრის მწნილის მირთმევა – ეს ნამდვილი სიამოვნებაა. დიახ, სწორედ პიტნით. ასეთი გემო ძველ კიტრის მწნილს არ ექნება. გთავაზობთ კიტრის მწნილის განსხვავებულ რეცეპტს.

მწნილი მზადდება 2 საათში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადილისთვის თქვენ გექნებათ პირველი კლასის კერძი – თან სავსე ქილით.

ნაკლებად მჟავე კიტრი პიტნასთან ერთად

ინგრედიენტები

  • ერთი კგ კიტრი
  • 20 გ პიტნა
  • 20 გ ქინძი
  • 50 მლ ძმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • შავ პილპილი გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი და ცოტა ხნით ჩაალბეთ ცივ წყალში. ასე უკეთ სუფთავდება ჭუჭყისგან და ეკარგება სიმწარე. თავად ბოსტნეული კი ნთქავს ტენს.

2. მოაჭერით კიტრს ყუნწები და გაჭერით ის ოთხ ნაწილად, გამოვა საკმაოდ მსხვილი ნაჭრები.

3. წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი, კიტრი კი გადაიტანეთ ჯამში, შეურიეთ მას მწვანილი, მარილი, ნიორი, პილპილი, ძმარი, მშრალი ბაზილიკი და სხვა სუნელები თქვენი სურვილის მიხედვით.

4. დატოვეთ კიტრი მაცივარში 2 საათის განმავლობაში. გირჩევთ, რომ იგი იშვიათად გადააადგილოთ, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გემოები ერთმანეთს კარგად გაუჯდეს.

რეალურად, პიტნისა და კიტრის ტანდემში არაფერი უჩვეულო არ არის. ეს საკმაოდ ძველი კომბინაციაა, გარდა ამისა, არსებობს მარტივი სალათის რეცეპტი, რომელიც შედგება მხოლოდ კიტრის, პიტნის, ზეთისა და ძმრისგან. და ამას დამატებული, კიტრი ძალიან უხდება სხვადასხვა რძის პროდუქტს. თუ თქვენ დაამატებთ კიტრს კეფირზე დამზადებულ ცივ სუპში პიტნასთან ერთად, მისი გემო უფრო მკვეთრი და პიკანტური გახდება.

გაუზიარეთ ეს სასიამოვნო და გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: