მთავარი კულინარია კეფირი, ქოქოსის ფანტელები და 3 კვერცხი: მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი ფქვილის გარეშე 20 წუთში

კეფირი, ქოქოსის ფანტელები და 3 კვერცხი: მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი ფქვილის გარეშე 20 წუთში

by Keti

ალბათ ყველა ადამიანის საიდუმლო სურვილია, რომ მიირთვას ტკბილეული და არ მოიმატოს წონაში, მაგრამ საყვარელი ნამცხვრები ზედმეტ კილოგრამებთან ასოცირდება. ამ არასასიამოვნო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ შესანიშნავი დესერტის რეცეპტს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის. ის თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.

ეს სასარგებლო ტკბილეული შედგება მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან, მასში არ შედის არანაირი ფქვილი და შაქარი. ნაზი კეფირის დესერტი მზადდება ძალიან სწრაფად და გამოდის საკმაოდ გემრიელი. რაც მთავარია, წონაში არ მოიმატებთ, მეტი რაღა არგუმენტი გსურთ?!

ჯანსაღი დესერტი ქოქოსის ფანტელებით

ინგრედიენტები

  • 300 მლ კეფირი
  • 70 გ ქოქოსის ფანტელი
  • 3 ცალი კვერცხის ცილა

მომზადება

1. დაასხით ქოქოსის ფანტელს 2,5% ცხიმიანობის მქონე კეფირი და კარგად აურიეთ.

2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მიქსერით მაქსიმალურ სიჩქარეზე, სანამ ფაფუკი ქაფი არ წარმოიქმნება.

3. ცილოვანი მასა ფრთხილად დაამატეთ ქოქოსის ფანტელს სამ ეტაპად. აურიეთ სილიკონის კოვზით საათის ისრის მიმართულებით.

4. მიღებული მასა ჩაალაგეთ ფორმებში ზომით 21 x 21. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში.

ქურაში დესერტი ცოტათი აიწევს, თუმცა გაციების დროს ისევ ქვემოთ დაეშვება – ეს სავსებით ნორმალური პროცესია. სუფრაზე მიტანის წინ, ნუგბარს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი ან მოაყაროთ დაქუცმაცებული ნიჰოზი. მოიწვიეთ მეგობრები ჩაიზე და იამაყეთ თქვენი მომზადებული შესანიშნავი დესერტით, რომელიც თქვენს ფიგურაზე კვალს საერთოდ არ დატოვებს.

სცადეთ მომზადება და გაუზიარეთ ეს ახალი და საინტერესო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: