სახლის დალაგება საკმაოდ დამღლელი პროცესია. ზოგი ლაიფჰაკის გამოყენებით, ეს მძიმე საქმე საოცრად მარტივდება.
სახლის დალაგების წესები
1. სუფრის ვერცხლეული ადვილად იწმინდება ასე: მდუღარე წყალი, ალუმინის ფოლგა და მარილი მოათავსეთ ჯამში და ჩადეთ მასში ვერცხლეული ნახევარი საათით.
2. შხაპზე დარჩენილი ლაქების მოსაშორებლად შემოახვიეთ მას პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც წინასწარ ჩაასხამთ განზავებულ ძმარს და დატოვებთ მთელი ღამე. დილით მოხსენით და გადაუსვით ღრუბელი.
3. ხის ზედაპირზე წყლის ნაკვალევი ადვილად მოშორდება თუ მას გაწმენდთ ჯერ ქსოვილით და შემდეგ გააშრობთ ფენით.
4. თუ ჭერის ვენტილატორს გაწმენდთ ძველი თეთრეულის დახმარებით, მისგან მტვერი აღარ დაიყრება.
5. დივანზე არსებულ ლაქებს შეაფრქვიეთ ეთილის 70%იანი სპირტი და გაწმინდეთ სუფთა ღრუბლით, შემდეგ გადაუსვით მაგარი ჯაგრისი.
6. მატრასის დეზინფიცირება შეგიძლიათ სპრეის ბოთლში ჩასხმული არყის შესხურებით, ის ებრძვის ტკიპებს და სხვა პარაზიტებს.
7. ლითონზე დარჩენილი ჟანგი ადვილად იწმინდება ხახვით.
8. აბაზანის ბზარები იოლად სცილდება გრეიფრუტის წვენისა და მარილის კომბინაციით.
9. ბლენდერის გასაწმენდად ჩაასხით მასში წყალი, დაამატეთ ჭურჭლის ჟელე და ჩართეთ ის.
10. მინაზე ნადები ადვილად იწმინდება ძმრის დახმარებით.
11. ელექტრო წისქვილი ჩართვისას კარგად იწმინდება პურის საშუალებით.
12. ჟალუზები იწმინდება ასე: ხელზე ჩამოიცვით წინდა, დაასველეთ ის ძმარწყალში (1:1) და გაწმინდეთ თითოეული დანაყოფი.
13. ტუჩსაცხის ლაქა ტანსაცმლიდან ამოდის ასე: მიასხურეთ მას თმის სპრეი და დატოვეთ 10 წუთით. შემდეგ წაუსვით სველი ნაჭერი და გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.
14. საცხობი ფორმიდან მდგრადი ლაქების ამოსაყვანად დაგეხმარებათ ალუმინის ფოლგა და ჭურჭლის ჟელე.
15. უნიტაზის გასაწმენდად ეფექტური საშუალებაა კოლა.
16. ცხიმოვანი ლაქები ადვილად სცილდება, თუ მათ წაუსვამთ ცარცს.
17. თუ ჯემის ქილაში ჩაასხამთ ძმარს, ხუფზე გაუკეთებთ ნახვრეტს და ქილას მოათავსებთ უნიტაზის ავზში, წყლის ყოველი ჩაშვებისას მოხდება უნიტაზის დეზინფექცია.
18. აკუმულატორის ხრახნის მანქანას თუ მიამაგრებთ საწმენდს ჯაგრისს, მიიღებთ ბრწყინვალე შედეგს წმენდისთვის.
19. დაამატეთ 4 ტაბლეტი ალკა-ზელტცერი გამოხდილი ძმრით სავსე ჭიქაში. ჩაასხით ონკანში და დააყოვნეთ 10 წუთით. მიაყოლეთ ცხელი წყალი და გაჭედვა მოიხსნება.
20. ჭურჭლის ღრუბელი კარგად დეზინფიცირდება მიკროტალღურ ღუმელში.
21. აქანდაზის დახმარებით შეგიძლიათ ვედრო გაავსოთ წყლით.
22. თუ გსურთ პირნაღები მასის მოშორება ხალიჩიდან, ლაქას მოაყარეთ სოდა, მეორე დღეს კი მტვერსასრუტი მოატარეთ.
23. სარწყავი მილი მიამაგრეთ იატაკის ჯოხს და გაწმინდეთ იატაკი ვერანდაზე.
24. ხალიჩის ლაქები ამოდის წყლისა და ძმრის ხსნარის დახმარებით, თანაფარდობით 2:1. დაასხით ლაქას ხსნარი, შემდეგ დაადეთ სველი ქსოვილი და უთოთი ამოამშრალეთ 30 წუთის მანძილზე.
25. მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად შედგით მასში კონტეინერი, რომელშიც ესხმევა ლიმონიანი წყალი და წამოადუღეთ.
26. ტაფის ნამწვისგან გასაწმენდად ჩაასხით მასში წყალი და დაამატეთ ძმარი. წყალი რომ ადუღდება, გადაღვარეთ და გარეცხეთ ღრუბლით.
27. კბილის პასტის დახმარებით, ავტომობილის ფარები ბზინვას დაიწყებს.
28. ცივ ქურაზე დაასხით ნიშადურის სპირტი და დატოვეთ მთელი ღამე. დილით აღარაფერი დაგხვდებათ.
29. თუ სველ ფეხსაცმელში ჩადებთ გაზეთს ან ჩაყრით მასში ბრინჯს, ის ბევრად სწრაფად გაშრება.
30. ჭურჭლის სარეცხი მანქანა კარგად დასუფთავდება, თუ მასში ერთ ჯერზე ძმარს ჩაუშვებთ, შემდეგ ჯერზე კი სოდას.
31. ტყავის ავეჯს წაუსვით ფეხსაცმლის კრემი, ის ახალივით იქნება.
32. ზეთის შხეფების ლაქები ქურიდან ადვილად მოშორდება თავად ზეთის დახმარებით.
33. შუშის ნამსხვრევებს იატაკიდან ადვილად მოაგროვებთ ტოსტის პურით.
ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ თქვენი ცხოვრება შეიცვლება და დალაგებაც შეგიყვარდებათ. სხვებსაც გაუმარტივეთ ცხოვრება და გაუზიარეთ ეს იდეები!