მთავარი ჯანმრთელობა 5 ვარჯიში, რომელიც ყბა-სახის ფორმას ქირურგიული ჩარევის გარეშე დაგიხვეწავთ

5 ვარჯიში, რომელიც ყბა-სახის ფორმას ქირურგიული ჩარევის გარეშე დაგიხვეწავთ

by Keti

ჩვენ, როგორც წესი, ვარჯიშის დროს დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვეს სხეულს, თუმცა გვავიწყდება სახის კუნთები, რომლებსაც ასევე სჭირდება ვარჯიში. ეს ვარჯიში არამხოლოდ ყბის ვიზუალს გააუმჯობესებს, არამედ შეამცირებს/შეაჩერებს კისრის, თავისა და ყბის ტკივილს.

ჩვენ მოგიმზადეთ 5 სავარჯიშო, რომელიც ძალიან ეფექტურია ყბა-სახის კუნთების გავარჯიშებისთვის/

1. ყბის ძვლის აღმდგენი

როგორ შევასრულოთ: ცერა თითები დაიდეთ ნიკაპის ქვეშ. შემდეგ მსუბუქად დააწექით ნიკაპს, შექმენით წინააღმდეგობა და ნელა გასწიეთ ცერა თითები ყბიდან ყურებამდე.

ხანგრძლივობა: გაიმეორეთ 10ჯერ.

ეფექტი: ეს ვარჯიში ყბის ძვლებს უფრო აძლიერებს და გამოკვეთილს ხდის.

2. ჩამოწეული ნიკაპის ვარჯიში

როგორ შევასრულოთ: დაჯექით მაგიდასთან და მოაქციეთ მუშტები ნიკაპს ქვემოთ. იდაყვები დააყრდენით მაგიდას. ეცადეთ ნაზად და ნელა გახსნათ პირი, მუშტები კი კვლავ შეკრული გქონდეთ, მიაწექით ნიკაპს და შექმენით წინააღმდეგობა. გაჩერდით ცოტა ხანს ასე და მოდუნდით.

ხანგრძლივობა: გაიმეორეთ 10ჯერ, გააკეთეთ 3 მისვლა.

ეფექტი: ეს ვარჯიში ავარჯიშებს ნიკაპის ქვემოთ არსებულ მიდამოს და მატებს მას ტონუსს.

3. ნიკაპის აწევის სავარჯიშო

როგორ შევასრულოთ: დაკუმეთ პირი და ნელა გასწიეთ ყბა წინ, ქვედა ტუჩი ზემოთ ასწიეთ. იგრძენით კუნთების დაჭიმვა. გაჩერდით ასე 10 წამით და გააკეთეთ ვარჯიში ისევ.

ხანგრძლივობა: გააკეთეთ 3 მისვლა, თითო 15 წამით.

ეფექტი: ეს ვარჯიში ათხელებს ღაბაბის მიდამოს.

4. ხმოვნის წარმოთქმის სავარჯიშო

როგორ შევასრულოთ: გახსენით პირი მაქსიმალურად ფართოდ, წარმოთქვით ,,ო” და ,,ი” მოვნები. დარწმუნდით, რომ მარცვლების წარმოთქმისას გეჭიმებათ კუნთები. ეცადეთ კბილებს არ შეეხოთ და არც გამოაჩინოთ.

ხანგრძლივობა: გააკეთეთ 3 მისვლა, თითო 15 წამით.

ეფექტი: ავარჯიშებს ტუჩებთან და პირთან მდებარე კუნთებს.

5. ყელის კუნთის სავარჯიშო

როგორ შევასრულოთ: თავი გაუსწორეთ იატაკს, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეთ სახის უკან წაწევა, ისე, რომ კუნთები დაგეჭიმოთ. რამდენიმე წამის შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

ხანგრძლივობა: გააკეთეთ 3 მისვლა, 10 გამეორებით. როცა მზად იქნებით, უფრო დიდხანს დარჩით ამ პოზიციაში.

ეფექტი: ავარჯიშებს ნიკაპის ქვეშ მდებარე კუნთებს.

თქვენ თუ ავარჯიშებთ სახის კუნთებს? კიდევ რის ვარჯიშებს აკეთებთ დღის განმავლობაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!