მთავარი კულინარია ჩემმა რუსმა ბებიამ ამ წვნიანით გამზარდა. ცხელ ზაფხულში განსაკუთრებით გემრიელია.

ჩემმა რუსმა ბებიამ ამ წვნიანით გამზარდა. ცხელ ზაფხულში განსაკუთრებით გემრიელია.

by Keti

აკროშკას სწორად მომზადება სახლის პირობებში ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. ნოყიერი და გრილი აკროშკა ზაფხულის პაპანაქებისგან გადაგარჩენთ.

აკროშკას 7 რეცეპტი

აკროშკას ზოგჯერ ცივ სუპს უწოდებენ. მისი ძირითადი უპირატესობა მომზადების სიმარტივეშია.

უმეტესად მას ზაფხულში ამზადებენ პროდუქტების ხელმისაწვდომობის გამო. თუმცა მისი მომზადება ყოველთვის შეიძლება.

კეფირით მომზადებული აკროშკა

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კარტოფილი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • ერთი კონა კამა ან ოხრახუში
  • 2 ცალი კვერცხი
  • 6 ბოლოკი
  • 2 კიტრი
  • ერთი ლ კეფირი
  • 400 გ ლორი

მომზადება

მოხარშე კარტოფილი, გააციე, გაფცქვენი. მოხარშე კვერცხიც და გაფცქვენი. კვერცხი, ლორი, კარტოფილი, ბოლოკი და კიტრი დაჭერი კუბებად. წვრილად დაჭერი მწვანილი, ყველაფერი კარგად აურიე და დაასხი კეფირი.

ბურახით მომზადებული აკროშკა

ინგრედიენტები

  • 1,5 ლ მუქი ბურახი
  • ერთი კგ კარტოფილი
  • 3 კვერცხი
  • 350 გ ძეხვი
  • 200 გ ბოლოკი
  • 300 გ კიტრი
  • 200 გ არაჟანი
  • ერთი ბულგარული წიწაკა
  • ერთი კონა მწვანილი

მომზადება

მოხარშე კარტოფილი და კვერცხი, ძეხვი, წიწაკა, ბოლოკი, კიტრი, კარტოფილი და კვერცხი დაჭერი კუბებად. ყველაფერი შეურიე და დაასხი ბურახი. მოაყარე მწვანილი და მოასხი არაჟანი.

აზერბაიჯანული აკროშკა

ინგრედიენტები

  • 300 გ მაწონი
  • 100 გ საქონლის ხორცი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • 2 კიტრი
  • შაქარი გემოვნებით
  • ერთი კონა კამა
  • მარილი

მომზადება

მაწონი განაზავე წყლით, ჩაამატე დაჭრილი კიტრი, მარილი, შაქარი, დაჭრილი ხორცი და მწვანილი.

ქათმის ბულიონით მომზადებული აკროშკა

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 2 კარტოფილი
  • 400 გ ფილე
  • 5 ბოლოკი
  • 5 ს. კ. მაიონეზი ან არაჟანი
  • 2 კიტრი
  • ერთი კონა კამა
  • ერთი კონა ოხრახუში
  • მარილი, პილპილი

მომზადება

მოხარშე ფილე, ამოიღე ბულიონიდან და დაჭერი. მოხარშული კარტოფილი და კვერცხიც დაჭერი. კიტრი გახეხე მსხვილ სახეხზე, ბოლოკი დაჭერი რგოლებად. შეურიე ყველაფერი და დაასხი ცივი ბულიონი. მოაყარე მარილი და პილპილი, მორთე არაჟნით.

ლუდზე მომზადებული აკროშკა

ინგრედიენტები

  • 2 ბოლოკი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • 2 კიტრი
  • 400 გ ძეხვი
  • 2 კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • ერთი ლ ლუდი

მოამზადე ინგრედიენტები ისე, როგორც წინა რეცეპტებშია აღწერილი. ბოლოს კი ყველაფერს დაასხი ცივი, მუქი ლუდი. ეს კაცების საყვარელი საჭმელია.

აკროშკა მინერალური წყლით

ინგრედიენტები

  • 4 კარტოფილი
  • 150 გ ძეხვი სალიამი
  • 4 კვერცხი
  • 5 კიტრი
  • 200 გ ბოლოკი
  • 2 კონა მწვანე ხახვი
  • ერთი ლ კეფირი
  • ძმარი
  • 200 გ არაჟანი
  • ერთი ლ მინერალური წყალი

მომზადება

ყველა ინგრედიენტი მოამზადე შესაბამისად და დაასხი კეფირი. დაამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი და ცოტა ძმარი. ბოლოს დაამატე მინერალური წყალი. კეფირი და მინერალური კარგად გაციებული უნდა იყოს.

აკროშკა კრაბის ჩხირებით

ინგრედიენტები

  • ერთი ლ პურის ბურახი
  • ერთი შეფუთვა კრაბის ჩხირები
  • 5 მსხვილი ბოლოკი
  • 2 კიტრი
  • 2 კვერცხი
  • ერთი ს. კ. მდოგვი
  • ერთი კონა მწვანილი
  • 3 ს. კ. არაჟანი

მომზადება

აკროშკის ბოლო ვარიანტი საკმაოდ უჩვეულოა. მასში ხორცს ან ძეხვს ცვლის კრაბის ჩხირები, მდოგვი კი მატებს სიმწარეს.

სცადე თითოეული ვარიანტი და შეარჩიე შენთვის ყველაზე საყვარელი! გაუზიარე რეცეპტები მეგობრებსაც!