მთავარი ჯანმრთელობა 7 პოპულარული საკვები, რომელმაც შესაძლოა თირკმელების პრობლემები გამოიწვიოს

7 პოპულარული საკვები, რომელმაც შესაძლოა თირკმელების პრობლემები გამოიწვიოს

by Keti

თირკმელები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ჩვენს სხეულში – ისინი გვაშორებენ ზედმეტ წყალს, ააქტიურებენ ჰორმონებს და ფილტრავენ ტოქსინებსა და ზედმეტ სითხეს სისხლიდან. ამიტომ უნდა იზრუნოთ თირკმელებზე და შეინარჩუნოთ მათი სიჯანსაღე. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი საკვები, რომელიც მოქმედებს ამ ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

გთავაზობთ 7 ყველაზე პოპულარულ საკვებს, რომლებმაც შესაძლოა თირკმელების პრობლემები გამოიწვიოს.

1. ავოკადო

მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო პოპულარული და სასარგებლო ხილია, მეტისმეტად ბევრის მირთმევა შესაძლოა საზიანო იყოს თქვენი თირკმელებისთვის, მით უმეტეს, თუ უკვე განიცდით ამ ორგანოს დაავადებას. ამის მიზეზო არის ხილში დიდი რაოდენობით კალიუმის არსებობა.

ჩვენს სხეულს სჭირდება მინერალები, მაგრამ სისხლში არსებული ზედმეტად ბევრი კალიუმი იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კუნთების სპაზმი და არარეგულარული გულისცემა.

2. ხორცი

მეტისმეტად ბევრი ხორცის მირთმევა ასევე იწვევს თირკმელების პრობლემებს, რადგან ცხოველური ცილა ანელებს მეტაბოლიზმის პროცესს და ეს დიდ ტვირთად აწვება თირკმელებს. აგრეთვე ცხოველური ცილების დიეტა ხშირად აჩენს კენჭებს.

შეგიძლიათ მიირთვათ მეტი ბოსტნეული და ხილი და თქვენ მაინც მიიღებთ იმ რაოდენობის ცილას, რაც ორგანიზმს სჭირდება.

3. მარილი

ჯანსაღი დიეტის დროს დღეში მარილის მიღების მაქსიმუმია 2300 მგ (დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი). თუ მეტისმეტად ბევრ მარილს მიირთმევთ, თირკმელებს ზედმეტი მუშაობა მოუწევთ მათ გადასამუშავებლად და დაიწყებს წყლის შეგუბებას, რაც გაზრდის სისხლის წნევას.

თირკმელების ჯანმრთელობისთვის მიირთვით სანელებლები და სამკურნალო მცენარეები, მარილი კი შეამცირეთ.

4. ბანანი

თუ ეჭვობთ, რომ თირკმელებზე პრობლემები გაქვთ, კარგი კვება და სწორი დიეტა გადამწყვეტი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეამციროთ ბანანის მიღებაც, რადგან მასშიც ბევრი კალიუმია.

ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანს შეუძლია დღეში 3,500-4,700 მგ კალიუმის მიღება, ერთი საშუალო ბანანი კი (150 გ) უკვე შეიცავს 537 მგ კალიუმს. თუმცა ამ ორგანოს პრობლემების შემთხვევაში, ბანანის მიღება კიდევ უფრო უნდა შეამციროთ.

5. რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები მდიდარია ვიტამინებითა და მკვებავი ნივთიერებებით, მაგრამ ზედმეტად ბევრი რძე, იოგურტი და ყველი არც ისე კარგია ჯანმრთელობისთვის. ამ პროდუქტებში შედის დიდი რაოდენობით ფოსფორი, რაც სტრესია თქვენი თირკმელებისთვის.

ამას გარდა, თუ თირკმელი სათანადოდ ვერ მუშაობს, ის ვერ შეძლებს ზედმეტი ფოსფორის განდევნას თქვენი სისხლიდან, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების სისუსტე და მოტეხილობების რისკი.

6. მსხვილად დაღერღილი ხორბლის პური

მსხვილად დაღერღილი ხორბლის პური ჯანსაღი პროდუქტია, მაგრამ თუ ბევრს მიირთმევთ, მით უმეტეს, თირკმლის პრობლემების დროს, ის მეტისმეტად დააზიანებს ამ ორგანოს. ასეთი პური შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორსა და კალიუმს.

მსხვილად დაღერღილი ხორბლის პურის ერთი ნაჭერი შეიცავს 81 მგ კალიუმს და 57 მგ ფოსფორს, ეს ბევრად მეტია, ვიდრე თეთრ პურში, ამ უკანასკნელში მხოლოდ 37 მგ კალიუმი და 35 მგ ფოსფორია.

7. ფორთოხალი და ფორთოხლის წვენი

ფორთოხალი დაბალკალორიულია და მდიდარია C ვიტამინით, მაგრამ აგრეთვე შეიცავს ბევრ კალიუმს. ერთ საშუალო ფორთოხალში 240 მგ კალიუმია, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენში კი – 470 მგ.

ამ რიცხვების გათვალისწინებით, უნდა შეზღუდოთ ფორთოხალი და მისი წვენი, მით უმეტეს, თუ თირკმელთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდით.

თქვენ თუ მიირთმევთ ჩამოთვლილ პროდუქტებს? წესით, მათი შეზღუდვა რთული არ უნდა იყოს! გახსოვდეთ, რომ შვიდივე საკვები ჯანსაღია და მათი მირთმევისას მხოლოდ ერთი ოქროს წესი უნდა გაითვალისწინოთ – ზომიერება!

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!