მთავარი სილამაზე როცა ჩემი თმა დასუსტებას იწყებს ხოლმე, მაშინვე ვამზადებ კეფირის ამ ნიღაბს სიჯანსაღისთვის.

როცა ჩემი თმა დასუსტებას იწყებს ხოლმე, მაშინვე ვამზადებ კეფირის ამ ნიღაბს სიჯანსაღისთვის.

by Keti

კეფირის სასარგებლო თვისებებზე სახის კანისთვის ჩვენ ბევრი გვისაუბრია. ეს პროდუქტი არამხოლოდ ათეთრებს კანს, არამედ კვებავს ქსოვილებს და ამდიდრებს მათ ვიტამინებით. ის განსაკუთრებით ეფექტური ზაფხულშია. ცხელ პერიოდში ჩვენი თმაც საჭიროებს დამატებით მოვლას. ამაში დაგეხმარებათ სახლში მომზადებული კეფირის ნიღაბი.

კეფირის ნიღაბი: პროცედურის დადებითი თვისებები

კეფირის ნიღაბი თმისთვის უნივერსალური საშუალებაა, ის უხდება ყველა ასაკის თმას. ნიღაბი აქტიურად კვებავს და ატენიანებს თავის კანს, თმას კი მატებს ბზინვარებას. საქმე იმაშია, რომ კეფირი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას. ph-ის ნორმალიზების გზით კი კეფირის ნიღაბი თმას იცავს გარე მავნე ფაქტორებისგან. ნიღაბის რეგულარული გამოყენება გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, გაყოფილი ბოლოებისგან და გააცოცხლებს თმას.

როგორ მოვამზადოთ კეფირის ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 ს. კ. 1%იანი კეფირი
  • ერთი კვერცხის გული
  • ერთი ს. კ. თაფლი
  • ერთი ს. კ. გახეხილი იმბირი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ან სხვა ზეთი

ექვსივე კომპონენტი კარგად აურიეთ ჯამსი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით თმის ძირებზე და შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 5 წუთი. შემდეგ გაინაწილეთ ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე. ჩამოიცვით აბაზანის ქუდი ან პოლიეთილენის პაკეტი. შეიფუთეთ თავი პირსახოცით და იყავით თბილ შენობაში 40 წუთის განმავლობაში. პარალელურად შეგიძლიათ ნიღაბი სახეზე ან ხელებზეც წაისვათ. ნიღაბი ჩამოიბანეთ ნებისმიერი შამპუნით.

ვისთვის არის უკუნაჩვენები კეფირის ნიღაბი

რეალურად, კეფირის ნიღბისთვის ერთადერთი უკუჩვენება – მასზე ალერგიის ქონაა. ამ შემთხვევაში თმისთვის რაიმე სხვა ნიღაბი შეარჩიეთ. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, გამოიყენეთ უცხიმო კეფირი, ხოლო თუ მშრალი თმა გაქვთ – აირჩიეთ ცხიმიანი. გარდა ამისა, წასმამდე კეფირის ნიღაბი უნდა იყოს საკმაოდ თბილი.

კეფირის ნიღაბი თმისთვის – ეს არის სპა პროცედურა, რომელიც ყველამ უნდა გაიკეთოს. არ თქვათ უარი ამ სიამოვნებაზე. გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: