მთავარი რჩევები ამ 6 ცვლილებას შეამჩნევთ თქვენს სახეზე, თუკი კვირაში ერთხელ ორთქლის აბაზანებს მიიღებთ

ამ 6 ცვლილებას შეამჩნევთ თქვენს სახეზე, თუკი კვირაში ერთხელ ორთქლის აბაზანებს მიიღებთ

by Keti

ზაფხული სახის კანისთვის იდეალური დრო არ არის. ჰაერის დაბინძურება ყველა ქვეყანაში მზარდი პროცესია, კვამლი აღწევს კანში, გვჭირდება მზისგან დამცავი საშუალებები, რათა ულტრაიისფერი სხივებისგან დაგვიცვას და ა. შ. სახის ,ოვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჯანმრთელობაზე ზრუნვისას.

ჩვენ გთავაზობთ ძალიან იაფ საშუალებას. ქვემოთ იხილავთ ორთქლის აბაზანების მიღების უპირატესობებს.

1. ის ფორებიდან აცილებს ჭუჭყს და სხვა პროდუქტებს

ორთქლი ადუნებს ფორებს და აფართოებს მას, შედეგად იქიდან გამოიდევნება არასაჭირო ნივთიერებები და კანი სუფთავდება.

არსებობს კანის ცხიმი – ნივთიერება, რომელიც კანში გროვდება. ის ყველას გვჭირდება, ის ატენიანებს და იცავს ჩვენს კანს. თუმცა მეტისმეტი ცხიმი ხშირად იწვევს გამონაყარს.

ორთქლის აბაზანების მიღებით, ჩვენ ვაკონტროლებთ კანის ცხიმის რაოდენობას, ეს კი უზრუნველყოფს კანის სისუფთავეს.

2. აშორებს ბაქტერიებსა და მკვდარ უჯრედებს

კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ის სხეულზე ყველაზე მეტ ნაწილს იკავებს და მუდმივად განიცდის რეგენერაციას. ამ უკანასკნელის დროს სახეზე მკვდარი ბაქტერიები რჩება.

საჭიროა მათი სათანადო მოშორება, რაც ისევ და ისევ, ფორების გახსნით ხდება. ამ დროს ბაქტერიებისთვის ჩნდება გამოსადევნი სივრცე და სახე უფრო სუფთა ხდება.

3. სახე მეტ ჟანგბადს იღებს

ორთქლის აბაზანის მიღებისას ხდება სისხლძარღვების გაგანიერება, ეს კი კანში ბევრად მეტ ჟანგბადს უშვებს. თუ ორთქლმა გაგაწითლათ, გიხაროდეთ! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენმა სახემ ძლიერი ჟანგბადი მიიღო.

4. აფერხებს ნაოჭების გაჩენას

ყველამ ვიცით, რომ ნაოჭების გაჩენის პრევენციას ბევრი ქალი ცდილობს. სამედიცინო სერვისებზე ბევრად იაფი საშუალებაა კოლაგენისა და ელასტინის მიღება. თუ ამ ნივთიერებების შემცველ საკვებს არ მიირთმევთ, ორთქლის აბაზანები ამის კარგი ალტერნატივაა.

ორთქლის მოქმედება აჩქარებს ცირკულაციას, ზრდის კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას და ჭიმავს კანს. ეს კი დაგეხმარებათ ნაოჭების ,,შეფერხებაში”.

5. ხდება სახის ნატურალური დატენიანება

ზედმეტი ცხიმისა და სხვა მავნე საშუალებებისგან გათავისუფლება ორთქლის აბაზანების კიდევ ერთი კარგი შედეგია. ამას კი სახის დატენიანებით ახერხებს. ორთქლი კანს ხდის უფრო შეღწევადს, რაც ზრდის მის სინოტივეს.

6. ის უკეთ შეიწოვს კანის მოვლის პროდუქტებს

ორთქლის აბაზანები მკურნალობის მეთოდი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის მოვლის რუტინაში. ორთქლი კანიდან აშორებს კრემების, ლოსიონების და სხვა საშუალებების ნარჩენებს.

კანისთვის ხდება სათანადიო ჟანგბადის მიწოდება, იხსნება ფორები და ხდება მეტი არასაჭირო ნივთიერების გამოყოფა, სანაცვლოდ კი კანში აღწევს ორთქლი და ის ტენიანდება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ მეთოდზე? გიცდიათ ოდესმე ორთქლის აბაზანების მიღება? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: