მთავარი რჩევები იმისათვის, რომ სახლის დალაგება ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს, გამოიყენეთ ეს 10 ხრიკი

იმისათვის, რომ სახლის დალაგება ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს, გამოიყენეთ ეს 10 ხრიკი

by Keti

ჩვენ არაერთხელ გაგვიცნია თქვენთვის ხარისხიანი დალაგების საიდუმლოებანი, ამ მხრივ სრულყოფა არ არსებობს. დღეს გამცნობთ სამზარეულოს ლაიფჰაკების კიდევ რამდენიმე წესს.

სამზარეულოსა და აბაზანის დალაგება

როგორც წესი, ამ ორი სათავსოს დალაგება საკმაოდ პრობლემატურია და ბევრ დროს მოითხოვს. თუმცა პროცესის დაჩქარება შესაძლებელია. ამისთვის საჭირო არ არის ბევრი ფულის ხარჯვა, არც ძვირი ქიმიის შეძენა. დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ბუნებრივი საშუალება.

დალაგების 10 ხერხი

1. უნიტაზის გასაწმენდად გამოიყენეთ ძმარი და სოდა. ერთი ჭიქა სოდა ჩაყარეთ უნიტაზში, ხოლო გამაფრქვევლის საშუალებით დაამუშავეთ ძმრით. დააყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ გახეხეთ ჯაგრისით.

2. სამზარეულოს ქურის გასაწმენდად გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი და სოდა. ამისთვის შეურიეთ ეს ორი პროდუქტი. ჩაიცვით ხელთათმანები და ღრუბლის საშუალებით ქურა გაწმინდეთ მიღებული ნარევით.

3. ონკანებზე ნადების მოშორება იოლდება ჩვეულებრივი ძმრის გამოყენებით. ჩაალბეთ ქაღალდის ხელსახოცი მასში და დაადეთ ჭუჭყიან ადგილს. 20 წუთის შემდეგ ჩამოხეხეთ კბილის ჩაჯრისით.

4. უნივერსალური გამწმენდი საშუალებები შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ 2 ჭიქა ნებისმიერი ციტრუსის ქერქი და 2 ჭიქა ძმარი. შეურიეთ ერთმანეთს და დადგით 2-3 კვირით. მისი საშუალებით ზედაპირებიც გაიწმინდება და სასიამოვნო სუნიც დადგება.

5. ჩაიდნის ნადები ძალიან სწრაფად ქრება ძმრის დახმარებით. ჩაასხით 6 ს. კ. ძმარი მასში და შეავსეთ წყლით. შემდეგ წამოადუღეთ და დატოვეთ მთელი ღამე. დილით ჩაიდანი გარეცხეთ.

6. ყავის ჭიქებისგან გაჩენილი წრეები მაგიდიდან შეგიძლიათ მოაშოროთ ჩვეულებრივი კბილის პასტით. უბრალოდ გაწმინდეთ ზედაპირი პასტიანი ჩვრით. ლაქები უკვალოდ გაქრება.

7. მარკერის ნაკვალები ავეჯიდან შეგიძლიათ სწრაფად გააქროთ ზეთის დახმარებით. ჩაასველეთ ჩვარი ზეთში და გაწმინდეთ.

8. მარმარილოს ზედაპირებიდან ან ლამინატებიდან ლაქის ამოსაყვანად გამოიყენეთ მათეთრებელი. დაასხით იგი ქაღალდის ხელსახოცს და დადეთ ჭუჭყიან ადგილას. დატოვეთ მთელი ღამე. დილით გაწმინდეთ სუფთა ჩვრით.

9. იატაკზე სხვადასხვა ნაკვალევი შეგიძლიათ გაწმინდოთ იზოპროპილის სპირტით. საშუალება აფთიაქებში იყიდება. გაწმინდეთ პრობლემური ადგილი ამ სპირტში დასველებული ჩვრით.

10. მაცივრის ეფექტური წმენდისთვის გამოიყენეთ აქტივირებული ნახშირი. მოათავსეთ ის მაცივარში და მისი ხშირი განიავება აღარ დაგჭირდებათ.

ვეცადეთ შეგვერჩია თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საშუალებები სამზარეულოსა და აბაზანის ეფექტური წმენდისთვის. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ, თქვენი დალაგება სასიამოვნო და კომფორტული პროცესი გახდება.

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: