მთავარი კულინარია ეს ჯემი ტრადიციულ მურაბებს მილიონჯერ მირჩევნია. აი, რეცეპტი

ეს ჯემი ტრადიციულ მურაბებს მილიონჯერ მირჩევნია. აი, რეცეპტი

by Keti

ყოველთვის საინტერესოა სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება კერძების ახალი გემოებისა და ტექსტურის ძიებაში. თუ გაგიგიათ რაიმე ათქვეფილი ჯემის შესახებ? დღეისთვის ჩვენ შემოგთავაზებთ მარწყვისგან რაღაც ახლის მომზადების პროცესს. ჩვენს რეცეპტთან ყველაზე ახლოს იქნება მარწყვის მუსი.

ჩვენ გამოვცადეთ ეს რეცეპტი და კმაყოფილები დავრჩით. ეს არის მარტივი, სწრაფი და არცთუ ისე ძვირი რამ. საჭიროა მხოლოდ მონდომება.

მარწყვის მუსი

ათქვეფილი ჯემი ძალიან ჰგავს მუსს. ერთადერთი განსხვავება არის მის ფუძეში, რაც მუსისთვის, როგორც წესი, სხვადასხვაა. ის კარგად ინარჩუნებს ფორმას და ცოტათი ჰგავს ჟელეს.

ინგრედიენტები

  • 200 გ მარწყვი
  • 100 გ შაქარი
  • 5 გ ჟელატინი
  • 100 მლ წყალი

მარწყვის მუსი = ათქვეფილი ჯემი

1. მარწყვი ჩაყარეთ ბლენდერის ჭურჭელში, დააყარეთ შაქარი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, მარწყვი თერმულად უნდა დამუშავდეს.

2. დაამატეთ წყალი და ჟელატინი, რომელსაც წინასწარ ჩალბობა არ უნდა. აანთეთ ცეცხლი და მიიყვანეთ მარწყვი 80 გრადუს ტემპერატურამდე. თან სულ ურიეთ.

3. დაე, მასა გაცივდეს ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კი შედგით მაცივარში ცოტა ხნით. გამოიღეთ და კვლავ ათქვიფეთ ბლენდერით. გამოვა გამჭვირვალე და ჰაეროვანი მასა. მოათავსეთ შესაბამის ჭიქებში და შედგით მაცივარში 1 ან 2 საათით.

რჩევა რედაქციისგან

როგორც წესი, მუსში ხშირად იყენებენ კვერცხის ცილას, ხან მანის ბურღულს, ეს იმისთვის, რომ მასას საჭირო ფორმები მისცენ. თქვენც შეგიძლიათ ამ ყველაფრის მომზადება. ეს მთლად ჯემი არ იქნება, მაგრამ მისი შესანიშნავი ალტერნატივაა. ამ მეთოდით მხოლოდ მარწყვის ტექსტურის შეცვლა არ ხდება, რადგან სამყაროში სხვა ბევრი შესანიშნავი ხილი და კენკრა არსებობს. შეგიძლიათ მათი გამოყენებაც!

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: