მთავარი რჩევები რექსონა არ ვიცით, მაგრამ ეს დეოდორანტი ნამდვილად არ გიღალატებთ არასოდეს. აი, რეცეპტი

რექსონა არ ვიცით, მაგრამ ეს დეოდორანტი ნამდვილად არ გიღალატებთ არასოდეს. აი, რეცეპტი

by Keti

ბევრი კამათია დეოდორანტების სარგებლიანობასა და მავნებლობის შესახებ. საქმე ის არის, რომ ნებისმიერი დეოდორანტი შეიცავს ბევრ მავნე ქიმიურ კომპონენტს, ამიტომ ჰიგიენის ეს საშუალება ფრთხილად უნდა შეარჩიოთ ან უნდა გარისკოთ. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ მას საკუთარი ხელებით მოამზადებთ.

ბუნებრივი დეოდორანტი სახლის პირობებში

ნატურალური კომპონენტები შესანიშნავად უმკლავდება ოფლის სუნს. სახლის პირობებში დამზადების დროს დეოდორანტში არ იქნება მავნე ქიმიური და ტოქსიკური ალუმინის მარილები. ბუნება გვაძლევს ყველაფერ აუცილებელს, საჭიროა მხოლოდ ვიცოდეთ მისი გამოყენება.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ დეოდორანტის მომზადების რეცეპტს ისეთი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, მომზადება კი ძალიან მარტივი – მაქსიმუმ 15 წუთი.

თქვენ დაგჭირდებათ 

  • 3 ს. კ. ქოქოსის ზეთი
  • 3 ს. კ. სახამებელი
  • 2 ს. კ. საკვები სოდა
  • 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
  • 4 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
  • ძველი დეოდორანტის ფლაკონი

მომზადება

1. აიღეთ ყველაზე ნატურალური, ორგანული და არარაფინირებული ქოქოსის ზეთი. დაგჭირდებათ ღრმა ფიალა კომპონენტების შესარევად.

2. თასში დაამატეთ 3 ს. კ. ქოქოსის ზეთი, 2 ს. კ. საკვები სოდა და კარგად აურიეთ. სოდა კლავს ბაქტერიებს, რომლებიც განაპირობებს ოფლის სუნს. საერთოდ, ჩვეულებრივი სოდა – ეს დეზინფექციის ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.

3. სოდისა და ზეთის ნარევს დავამატოთ 3 ს. კ. სახამებელი და ავურიოთ. გირჩევთ დეოდორანტი გააკეთოთ სქელი, რათა გამოყენების დროს არ ჩამოიღვენთოს. ამ სისქეს განაპირობებს სახამებელი. შემდეგ დაამატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი, მას აქვს ანტისეპტიკური ფუნქცია.

4. ამის შემდეგ დაამატეთ როზმარინის ეთერზეთის 4 ან 5 წვეთი. როზმარინი ასრულებს არომატულ ფუნქციას. შეგიძლიათ მისი შეცვლა ციტრუსის ან წიწვის სუნით, მთავარია რომელიმეზე ალერგია არ გქონდეთ.

5. როცა ნარევი მომზადდება, აიღეთ ძველი დეოდორანტის ცარიელი ფორმა და შეავსეთ ის. მოცულობა ბოლომდე უნდა შეავსოთ და დააფაროთ სახურავი. შედგით მაცივარში 12 საათით, შემდეგ შეგიძლიათ მისი გამოყენება.

ზაფხულში დეოდორანტი ინახება მაცივარში, რათა ქოქოსის ზეთი არ გადნეს. ამ რეცეპტის ინგრედიენტები გათვლილია 2 დეოდორანტზე, თუ ჯერ ერთის გამოყენება გსურთ, კომპონენტები გაანახევრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!