მთავარი სილამაზე ღაბაბიანებო, დროა მას დაემშვიდობოთ. დაუთმეთ მხოლოდ 3 წუთი.

ღაბაბიანებო, დროა მას დაემშვიდობოთ. დაუთმეთ მხოლოდ 3 წუთი.

by Keti

ასაკთან ერთად ქალებს სულ უფრო მეტი პრეტენზია უჩნდებათ საკუთარი გარეგნობის მიმართ. წონის, თმის, ფრჩხილების კორექტირებისთვის შესაბამისი მზრუნველობაა საჭირო. თუმცა მარტო ეს არ არის პრობლემა, ბევრ ქალს აწუხებს ის საკითხი, თუ როგორ მოიშოროს ღაბაბი.

შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ამისთვის ქირურგს მიმართეს, სხვები კი ცდილობენ ვარჯიშის საშუალებით გამოასწორონ ეს პრობლემა.

ვარჯიშები, რომლებიც ღაბაბის მოშორებაში დაგეხმარებათ

წლებთან ერთად ენისქვეშა კუნთები სუსტდება, ეს იწვევს ყველასთვის საძულველი ღაბაბის ჩამოყალიბებას. ამის პროფილაქტიკისა და ყელის ტონუსის აღდგენის მიზნით გთავაზობთ შემდეგ ვარჯიშებს.

1. ასწიეთ თავი მაღლა, როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე.

2. გამოყავით ენა და შეეცადეთ მისი წვერით მისწვდეთ ცხვირის წვერს. ამ შემთხვევაში მთავარი არა შედეგი, არამედ თავად პროცესია, თქვენ უნდა იგრძნოთ კუნთების დაძაბვა.

3. ასეთი ვარჯიში გაიმეორეთ 10-15ჯერ თითო წამის მანძილზე. შეგიძლიათ გააკეთოთ დილით და საღამოთიც.

შემდეგი ვარჯიში უფრო დინამიურია, თუმცა მისი წყალობით ღაბაბის მოშორება უფრო იოლია.

  • თავი ასწიეთ მაღლა, ენის წვერი გამოყავით მორიგეობით, ხან ზედა ტუჩისკენ, ხან ტუჩის მარცხენა კუთხეში. წარმოიდგინეთ თითქოს სწვდებით მარცხენა თვალს. გაიმეორეთ 10-15ჯერ.
  • შემდეგი ვარჯიში სარკისებურად ასახავს წინას, თავი ასწიეთ მაღლა, გამოყავით ენის წვერი და მორიგეობით გაჭიმეთ ხან ზემოთ, ხან მარჯვენა თვალისკენ.

ღაბაბის მოშორებაში დაგეხმარებათ ასევე სავარჯიშო ქანქარა, ამისთვის ენის წვერი გაჭიმეთ ტუჩის მარცხენა კუთხისკენ. შემდეგ კი – ზედა ტუჩის გასწვრივ მარჯვნიდან მარცხნივ. კვლავ შეაბრუნეთ მიმართულება. ეს პროცედურა გაიმეორეთ 10-15ჯერ.

ყველა ზემოჩამოთვლილი ვარჯიში უნდა ჩაატაროთ გაჭიმულ მდგომარეობაში. ყურადღებით დააკვირდით ამ დროს თქვენი ტანის მდგომარეობას. ამ დროს ტუჩები უნდა მოადუნოთ, დაჭიმული უნდა დარჩეს მხოლოდ ყელისა და ენის კუნთები.

მოქნილი ღაბაბი

ლეგენდარული ბალერინა მაია პლისეტსკაია აღიარებდა, რომ თავისუფალ დროს აკეთებდა ასეთ ვარჯიშს: წარმოთქვამდა ბგერა ,,უ”-ს, ამ დროს ტუჩებს სწევდა წინ, ხოლო შემდეგ კი იძახდა სიტყვა ,,იქს”-ს. ბოლო სიტყვის წარმოთქმისას ის ტუჩებს ჭიმავდა და ძაბავდა ყელის კუნთებს.

ეს ვარჯიში საკმარისია გაიმეოროთ 10-15ჯერ. ყოველდღიური ფიზკულტურა ამ კუნთებს ტონუსში მოიყვანს და წლების განმავლობაში შეუნარჩუნებს. ყველაფერ ამასთან საჭიროა ზომიერი კვება, რაც პოზიტიურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

ვარჯიშების ეფექტი დამოკიდებულია კუნთებისა და კანის საწყის მდგომარეობაზე და, ცხადია, თქვენს მონდომებაზეც. ნებისმიერ შემთხვევაში გისურვებთ წარმატებას და სასურველ შედეგს.

გაუზიარეთ ეს საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!