მთავარი კულინარია იოგურტის ტორტის რეცეპტი გამოცხობის გარეშე

იოგურტის ტორტის რეცეპტი გამოცხობის გარეშე

by Keti

ჩვენი დღევანდელი ტორტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, საკმაოდ მიმზიდველი და გემრიელია. ტორტი კი ისეთი გამოდის, რომ თითებს ჩაიკვნეტ. მომზადებას არც ისე ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ეს ამად ღირს!

დესერტი არ საჭიროებს ღუმელში გამოცხობას, თუმცა რეცეპტს მაინც დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება, რათა ყველაფერი ზუსტად გამოვიდეს. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ!

ტორტი არაჟნისა და გამოცხობის გარეშე

ფქვილოვანი მასის მომზადება

ინგრედიენტები

  • 250 გ ფქვილი
  • 80 გ შაქარი
  • 150 გ კარაქი
  • ნახევარი ჩ. კ.  გამაფხვიერებელი

იოგურტის მასის მომზადება

ინგრედიენტები

  • 480 გ თეთრი იოგურტი
  • 100 გ თეთრი შოკოლადი
  • შაქრის პუდრა გემოვნებით
  • ერთი ჩ. კ. რძე
  • 15 გ ჟელატინი

დამატებითი ინგრედიენტები

  • გარგარი
  • შოკოლადის ფანტელები
  • ნუშის ფანტელები (ახალი)

მომზადება

დაიწყეთ ფქვილოვანი მასით

1. მოხერხებულ ჯამში ჩაყარე ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი აურიე. დაამატე მასაში თბილი კარაქი. გახსენით ის ფქვილში და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.

2. გააცხელე ტაფა საშუალო ცეცხლზე და პარტიებად მოხალე ფქვილისა და კარაქის მასა. უნდა მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჯამში.

ახლა იოგურტის მასის ჯერია

1. დაჭერი თეთრი შოკოლადი და გაადნე წყლის აბაზანაზე. დაამატე ერთი კოვზი რძე და აურიე. დაამატეთ მასას იოგურტი და შაქარი.

2. ამავე დროს გახსენი ჟელატინი წყალში, პაკეტზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით, დადგი წყლის აბაზანაზე ადუღების გარეშე, გაადნე და გაციების შემდეგ დაამატე იოგურტის მასას. აურიე.

დადგა შეკრების დრო

დაჭერი გარგარი სასურველი ზომის ნაჭრებად. მოიმარჯვე საცხობი ფორმა და ჩააფინე მასში საკვები ცელოფანი. ჩაყარე მასში ოქროსფერი ფქვილოვანი მასის ნაწილი, შემდეგ დაამატე გარგარი და ზემოდან იოგურტის, შოკოლადისა და რძის ნარევი. გაიმეორე ეს წყობა კიდევ ერთხელ.

მოაყარე ტორტს შოკოლადისა და ნუშის ფანტელები. შემდეგ შეგიძლიათ შედგათ მაცივარში 6 საათის განმავლობაში, ასე ის უკეთ მივა შესაბამის კონდიციამდე. გემრიელად მიირთვით!

მაცივარში 6 საათიანი ყოფნის შემდეგ თქვენი ტორტი საკმაოდ წვნიანი გახდება და შეგიძლიათ სასმელიც არ მიაყოლოთ. თუმცა მას ძალიან უხდება ყავის გემო. დესერტი არის გემრიელი და არ გახლავთ მძიმე მოსანელებელი, ზომიერად მირთმევის შემთხვევაში, არც თქვენს ფიგურას დაემუქრება საფრთხე.

გაუზიარეთ ეს გემრიელი და ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!