მთავარი კულინარია რომელი სასმელები დაგვეხმარება ცხელი დღეების შემსუბუქებაში?

რომელი სასმელები დაგვეხმარება ცხელი დღეების შემსუბუქებაში?

by Keti

ალბათ ხშირად გესმით რჩევა: ,,დალიეთ ბევრი წყალი.” ზოგადად, ეს სასმელი სიცოცხლის საფუძველია, ამიტომ ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას გვაძლევს, რომ დღეში 2 ლიტრამდე წყალი მივიღოთ, ან დაახლოებით 30 მლ წყალი წონის 1 კგ-ზე. თუმცა ამ სასარგებლო ჩვევას ცოტა ადამიანი თუ იცავს, ისინი უმეტესად სვამენ ჩაის ან ყავას.

დღეს ჩვენ გთავაზობთ სასმელებს, რომლებიც მოგიკლავთ წყურვილს და შეგივსებთ წყლის დეფიციტს.

როგორ მოვიკლათ წყურვილი

ჩვენ გირჩევთ სვათ მეტი წყალი, თუმცა ამავე დროს თქვენთვის შევარჩიეთ იმ სასმელების რეცეპტი, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ჩვეული ჩაი ან ყავა შეცვალეთ ჩირის ნახარშით ან ბურახით.

ჩირის ნახარში

ავიღოთ ერთი მუჭა გარგარის, ვაშლისა და შავი ქლიავის ჩირი. ჩავყაროთ ისინი ერთ ლიტრ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 15 წუთით, შემდეგ გადმოვდგათ ცეცლიდან და გავაციოთ. ნახარშის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღე, 200-200 მლ დღეში რამდენჯერმე.

წყალი ლიმონითა და თაფლით

ერთი ჭიქა წყალი ლიმონის რამდენიმე ნაჭრითა და ერთი ჩ. კ. თაფლით კარგად კლავს წყურვილს და ამას გარდა ტონუსში მოჰყავს კუჭნაწლავის ტრაქტი და წმენდს მას.

შინაური ბურახი

ნამდვილი შინაური ბურახი დაბალკალორიული არ არის, თუმცა შესანიშნავად ებრძვის წყურვილსა და შიმშილს. მისი დალევის შემდეგ ჭამის სურვილი ქრება.

ასკილის ნახარში

აიღეთ ერთი ს. კ. მშრალი ასკილი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჩ. კ. თაფლი. ასკილის ნაყენი ეფექტურად აქვეითებს მადას და ზრდის იმუნიტეტს.

რძემჟავა სასმელები

ისეთი რძემჟავა პროდუქტები, როგორიც არის კეფირი ან მაწონი აქრობს წყურვილს და აქვეითებს მადას. გარდა ამისა, ისინი წმენდს ორგანიზმს და გამოაქვს ტოქსინები. რძემჟავა პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ამ სასმელების სახლის პირობებში მომზადება ძალიან იოლია. ისინი მოსწონთ როგორც ბავშვებს, ასევე უფროს ადამიანებს. წყურვილის მოკვლისა და მადის დაქვეითების გარდა ამ პროდუქტებს სხვა სარგებლობაც მოაქვთ ჩვენი ორგანიზმისთვის. შეგიძლიათ ცივი სახით თერმოსით ატაროთ ეს სასმელები სამსახურში ან პიკნიკებზზე. ამას გარდა სვით დღის განმავლობაში ბევრი წყალი და იყავით ჯანმრთელები!

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი და სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!