მთავარი ასტროლოგია გასწავლით როგორ დაიკლოთ წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ზედმეტი კილოგრამების მოშორება ასე უფრო მარტივია

გასწავლით როგორ დაიკლოთ წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ზედმეტი კილოგრამების მოშორება ასე უფრო მარტივია

by guramus

თუ დიეტომანიის ეპიდემიით ხართ დაავადებული და აკვიატებული გაქვთ წონის კლება, ჩვენ დაგეხმარებით ერთხელ და სამუდამოდ მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები და ჩადგეთ ფორმაში. ამაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი დაგვეხმარება. თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ ვარსკვლავების, გარწმუნებთ ამ სტატიის შემდეგ აუცილებლად დაიჯერებთ.

ვერძი – მას, როგორც წესი, ზედმეტი წონა არასოდეს აწუხებს. მიზეზი ვერძის აქტიური ბუნებაა. ვერძი ქალი ხომ სასწაულად მოძრავი, დინამიკური ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა თუ მაინც გსურთ წონაში დაკლება, გირჩევთ ცეკვებს და ფიტნესს მიმართოთ. მერწმუნეთ, პროცესი 1-2-ად სასიამოვნო გახდება.

კურო – ზედმეტი წონა მისი პრობლემაა. კურო ქალი ბუნებრივად ძვალმსხვილია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უხდებათ კიდეც ზედმეტი 1-2 კილოგრამი. თუ გინდათ დაიკლოთ წონაში, გირჩევთ ტკბილეულს შეეშვათ და სწორად იკვებოთ. დაიცავით რეჟიმი და წონის პრობლემა არ შეგაწუხებთ.

ტყუპი – ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ისევე როგორც ვერძები, იშვიათად იტანჯებიან წონის გამო. თუმცა თუ მაინც გსურთ წონის მოკლება, გირჩევთ შეამციროთ სასუსნავები. თქვენ ხომ მზესუმზირას, ორცხობილებს, თხილეულს და ა.შ. უზომოდ მიირთმევთ მთელი დღე?!

კირჩხიბი – მისთვის ფორმიდან ამოვარდნა საშვილიშვილო ტრაგედიაა. კირჩხიბები გარეგნობის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი დიდ ტრაგედიად აღიქვამენ. ამიტომ საჭიროა გარშემომყოფთა გვერდში დგომა. კირჩხიბს თუ ვინმე ეტყვის, რომ გახდა და წონაში სულაც არ მოუმატია, ის ისედაც დადნება ბედნიერებისგან. დიეტა საერთოდ არც არის საჭირო.

ლომი – ფუფუნების და მდიდრული ცხოვრების მოყვარული ლომი თითქმის ყოველთვის წონის კლების პრობლემის წინაშეა. მას ხომ ძალიან უყვარს ძვირადღირებული დელიკატესები, ტკბილეული. თუმცა ძუ ლომს იმდენად უყვარს საზოგადოებაში თავმომწონედ სიარული, რომ წონაში დაკლება ადვილად შეუძლია. სასწაული ნებისყოფა აქვს. დაკლების გზებს კი ნამდვილად ძვირადღირებულს არჩევს, სპა სალონებს, მასაჟებს და სხვადასხვა გასახდომ პროცედურებს.

ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები დაბადებიდან დიეტაზე არიან. მათ გენეტიკურ კოდში აქვთ საკუთარ თავზე მორგებული დიეტის რეცეპტი. ამიტომ ქალწულმა კარგად იცის როგორ უნდა იკვებოს. შესაბამისად ქალწული ქალები წონის მატებას ნაკლებად უჩივიან.

სასწორი – მისი სისუსტე ტკბილეულია და პრობლემაც სწორედ ეს არის. გადამეტებული შოკოლადი საბოლოოდ ზედმეტ კილოგრამებში გარდაიქმნება. ამიტომ შეზღუდეთ ტკბილი საკვები. თუმცა ვენერით მართული ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები საოცარი შარმით გამოირჩევიან და ზედმეტი 1-2 კილოგრამი მათ მომხიბვლელობას ვერაფერს აკლებს.

მორიელი – ამ ნიშნით დაბადებული ქალები საოცარი ნებისყოფით გამოირჩევიან. თუ გადაწყვიტეს რომ ფორმაში უნდა ჩადგნენ, შეუძლებელსაც შეძლებენ. თუმცა არ დაგვავიწყდეს, მორიელი უკიდურესობების ნიშანია. შესაბამისად, ფორმადაკარგულიც თავისუფლად შეიძლება ვნახოთ. ამირომ წონის კლება მორიელისთვის ყოველთვის ემოციებსა და მათი მართვის უნარზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი – ალბათ ყველაზე გურმანი ზოდიაქოს ნიშანია. ამ ნიშნის ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, კარგი ჭამა-სმის მოყვარული ხალხია. ამიტომ წონის პრობლემა ძალიან ხშირია. თუმცა მშვილდოსანი ბუნებით მოძრავი და საოცრად ოპტიმისტია. ეს თვისებები კი ცხიმთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია.

თხის რქა – ყველაზე ჯიუტი და პრინციპული ზოდიაქოს ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებული ქალები საოცარი ნებისყოფით გამოირჩევიან. ამიტომ თუ გადაწყვიტეს წონის დაკლება, ვერავინ და ვერაფერი და დაუდგებათ წინ.

მერწყული – ორი უკიდურესობა არსებობს ამ ნიშანში, ან ძალიან ფუმფულები ან ძალიან გამხდრები არიან. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მერწყული ქალი, მაინც გასაოცრად მომხიბვლელი, კომუნიკაბელური, უშუალო და კეთილია. ამიტომ მამაკაცების გულს ადვილად იპყრობს და ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სულაც არ აინტერესებთ მერწყული ქალის გარეგნობა. მერწყულის წონის მატების მიზეზი ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის მიმართ სიძულვილია.

თევზები – თევზი ქალი ნებისყოფით სუსტია. ამიტომ იშვიათად იცავს დიეტას ბოლომდე. თუმცა ნეპტუნით მართულ თევზს სხეულის გასაოცარი ფორმები აქვს. საოცრად ქალური და დახვეწილია.
თევზ ქალს წონაში დასაკლებად სულაც არ ჭირდება დიეტა. მას ხშირად აქვს ემოციური კრიზისები, რაც წონაში ეფექტურად დაკლების გარანტიაა.