მთავარი ჯანმრთელობა 10 მოულოდნელი ჩვევა, რომელიც სინამდვილეში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის

10 მოულოდნელი ჩვევა, რომელიც სინამდვილეში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის

by Keti

ოთახში არეულობა, ვიდეო თამაშები და საღეჭი რეზინის ღეჭვა, მშობლებს თუ დავუჯერებთ, არაჯანსაღი და უპასუხისმგებლო ქმედებებია. თუმცა ამას ისინი ამბობენ. სინამდვილეში ეს და სხვა ,,დესტრუქციული” აქტივობები ხშირად პოზიტიურ ეფექტს ახდენს განწყობაზე, გონებასა და ჯანმრთელობაზე. სცადეთ და საინტერესო შედეგებისთვის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სამყაროს განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ 11 მოულოდნელი ჩვევა, რომელიც დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

საღეჭი რეზინის ღეჭვა: ამცირებს სტრესს და აძლიერებს მეხსიერებას

საღეჭი რეზინის ღეჭვა აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, კონცენტრაციას და გადაწყვეტილების მიღების უნარს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საღეჭ რეზინს ღეჭავდნენ, ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ ტესტებში. მეორე კვლევა კი აჩვენებს, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვა ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის – დონეს ორგანიზმში.

ვიდეო თამაშები: ზრდის სწავლისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს

ესეც კვლევით არის დადასტურებული, რომ თამაშები უფრო მოქნილს ხდის ადამიანის გონებას. ის აუმჯობესებს ტვინის უნარიანობას და სწავლის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, სტრატეგიული ტიპის თამაშები.

დაფიცება: ამცირებს სტრესს და ზრდის ტკივილის მიმართ ტოლერანტობას

ფიცი ამცირებს სტრესს და ებრძვის ფრუსტრაციის განცდას. ამას გარდა, კვლევის მიხედვით, ის ზრდის ტკივილის ამტანობას. დაფიცება ადამიანს ემოციურ შვებას გვრის, თუმცა ზედმეტად ხშირად თუ დავიფიცებთ, ეს პროცესი დაკარგავს ემოციურ მიზიდულობას და გადაიზრდება ცუდ და არასაჭირო ჩვევაში.

არეულობა: ზრდის კრეატიულობას

გახსოვთ, დედა ყოველთვის გეუბნეოდათ, რომ არეულობა ცუდი საქციელია და უდისციპლინობაზე მეტყველებს? თუმცა არეული ოთახი ხშირად დადებითად მოქმედებს ჩვენში არსებულ კრეატიულობაზე და გვეხმარება ახალი იდეებისთვის ხორცშესხმაში.

გვიანობამდე ძილი: ამცირებს გულის შეტევისა და ინფარქტის რისკს

ხშირად ადრე გაღვიძებაც კი ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. კვლევის თანახმად, ადრე გაღვიძება იწვევს მაღალ წნევას და ზრდის გულის შეტევისა და ჰიპერტენზიის რისკს. ასე რომ, თავისუფლად იძინეთ მეტი!

ჭორაობა: ამყარებს მეგობრობას და ამცირებს სტრესს

ჭორაობა უღირს საქციელად არის მიჩნეული, მაგრამ მას დადებითი გავლენაც აქვსს ჩვენზე. ის ამყარებს კავშირს ადამიანებთან და ზრდის მეგობრობას. აგრეთვე ამცირებს სტრესსა და შფოთვას.

ბოყინი: ამცირებს მუცლის ტკივილს

ბოყინი უტაქტო ქმედებაა ბევრ კულტურაში, თუმცა ის საჭმლის მომნელებელი პროცესის ნორმალური ნაწილია. ის გვაშორებს არასასურველ გაზებს და გვინარჩუნებს კარგ გასტრალურ ჯანმრთელობას. ნათქვამია: ,,სჯობს გარეთ, ვიდრე შიგნით.”

შხაპის გამოტოვება: კანს უნარჩუნებს ფორმას და მეგობარ ბაქტერიებს

არ ვამბივთ, რომ ხშირად უნდა გამოტოვოთ შხაპი, თუმცა ზოგჯერ ამას დადებითი ეფექტი აქვს. ყოველდღე შხაპში დგომა, მით უმეტეს, ცხელ წყალში, აზიანებს კანს და აჩქარებს ნაოჭების გაჩენას. აგრეთვე კანის საპნით ხშირი დაბანა კლავს კარგ ბაქტერიებს. წყლის დღეგამოშვებით გადავლება სრულიად საკმარისია.

სოციალური მედიის გამოყენება: გვავსებს ემოციური მხარდაჭერით და გვაკავშირებს სოციუმთან

ხშირად სოციალური მედიით სარგებლობა პროდუქტიულობასთან არის კავშირში. ამავე დროს, ის დადებით გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ამ დროს ნაკლებად იზოლირებულად ვგრძნობთ თავს და მეტი სივრცე გვაქვს რაღაცების ერთმანეთთან გასაზიარებლად.

ცივი შხაპი: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გვეხმარება წონის კონტროლში

ცივი შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის გლუტათიონის დონეს სხეულში – ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც სხვა ანტიოქსიდანტებსაც ინარჩუნებს.

აგრეთვე ამცირებს სისხლის წნევას, წმენდს ბლოკირებულ არტერიებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. აგრეთვე ხელს უწყობს ცხიმების წვას.

ხელთათმანებით ძილი: უკეთესს ხდის ღამის ძილს

ღრმა ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, უმჯობესია, ხელები და ფეხები შეფუთული გვქონდეს. ამ ორგანოების დათბობა ამცირებს ზოგადი სხეულის ტემპერატურას, რაც უკეთესი ძილის გარანტია.

თქვენ თუ გაქვთ აქედან რომელიმე ჩვევა? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!