მთავარი ინსპირაცია 10 შესანიშნავი წიგნი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ

10 შესანიშნავი წიგნი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ

by Keti

ეს წიგნები პირველივე გვერდიდან დაგავიწყებთ ყველაფერს, მათ თავს ვერ დაანებებთ, სანამ ბოლო გვერდამდე არ მიხვალთ. ასეთი წიგნები ადამიანებისგან მთელ დროს მოითხოვს, შესაძლოა მათ გამო ძილიც კი გადადოთ, ან დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეებიც.

ნახეთ 10 წიგნი, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ!

Twenty-Four Hours in the Life of a Woman

შტეფან ცვაიგი ავსტრიელი ნოველისტია, რომელმაც ამ ნაწარმოებში ადამიანის ყველაზე ინტიმური გრძნობები ძალიან დელიკატურად გამოსახა. პერსონაჟები მალევე შეგიყვარდებათ და ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ მათ ყოველდღიურობაშიც ხვდებით და იცნობთ.

Five Quarters of the Orange

ამბავი უმცროს ქალიშვილზეა, რომელიც დედისგან მემკვიდრეობით სამზარეულო წიგნს იღებს. ის თავის კაფეში ძველ რეცეპტებს იყენებს და ცდილობს მიხვდეს, რა წერია ხაზებს შორის. წიგნი ამბობს, რომ ჯობს რაღაცები უთქმელი დარჩეს, ზოგი საიდუმლო კი – გამოუმჟღავნებელი.

Forrest Gump

ფორესტ გამფს ლიტერატურისა და კინოს მოყვარულები ერთნაირად იცნობენ. ამ ნაწარმოებში ყველაფერია: ამერიკული ოცნების მითები, სიყვარულის ისტორია და მწვავე სატირული სურათები.

Airport

ქარბუქი აეროპორტს აზიანებს და ხდება ავიაკატასტროფა. ეს ტრაგედია იწვევს პირად დრამებსა და პრობლემებს, ყველაფერი პარასკევ ღამეს ხდება ერთდროულად. გულისგანმგმირავი ისტორია საწყისი ფურცლებიდან დაიპყრობს თქვენს გონებას.

Monday Begins on Saturday

ჯადოსნობა აქ მეცნიერების კვლევისა და შესწავლის საგანია, და ყველა ვინც მას სწავლობს, ივიწყებს ფავორიტ აქტივობებს. წიგნის დასრულების შემდეგ შესაძლოა მალევე გაგიჩნდეთ მისი ხელახალი წაკითხვის სურვილი.

The Lady in the Car with Glasses and a Gun

ეს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური დეტექტივია საინტერესო პერსონაჟებით. მთავარი პერსონაჟი თავდაჯერების ნაკლებობას განიცდის, მთლიანი წიგნის განმავლობაში ის ცდილობს ყველაფრის გარკვევას, ცხოვრების გადაფასებას და საკუთარი თავის ძიებას.

Bel ami

ნოველა ერთ ცნობილ ავანტურისტ ჯორჯ დუროიზეა, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს აღწევს მანიპულაციებისა და მდიდარი ქალების დამსახურებით. ის არ არის ღირსეული კაცი, არც მისი მანერებია მოსაწონი, თუმცა დუროის თავგადასავლები მკითხველებს წიგნს ვერ წყვეტს.

Loneliness on the Net

ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაა ბოლო წლების მანძილზე. მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს ინტერნეტის ჩატში ხვდებიან, სადაც თავიანთ ეროტიკულ ფანტაზიებს აზიარებენ. საბოლოოდ ისინი პარიზში ნახავენ ერთმანეთს, იქ უამრავი რთული სიტუაცია შეხვდებათ, მაგრამ ყველაზე რთული თავად შეხვედრაა.

Love in the Time of Cholera

ახალგაზრდა გოგონა, ფერმინა, უკუაგდებს ბავშვობის მეგობრის გრძნობებს და დაქორწინდება მეცნიერზე, რომელიც ოცნებობს ესპანეთის კოლონიებში ქოლერა დაამარცხოს. ეს ისტორია გადმოცემულია სასიამოვნო და პოეტური სტილით, სადაც არც იუმორი და სიბრძნეა უცხო ხილი.

Cloud Atlas

ეს ნოველა შეგიძლიათ ერთ საღამოს წაიკითხოთ. აქ არის ექვსი ინსტრუმენტისა და ექვსი სხვადასხვა ისტორიის კრებული. საბოლოოდ კი მოულოდნელად მიიღებთ შემაჯამებელ დიდ სურათს. ისტორიები ფაზლივითაა – სხვადასხვა ადამიანმა შესაძლოა სხვადასხვა შედეგი მიიღოს. თუ ეს ჯადოსნურად გეჩვენებათ, მართალიც ხართ, ეს უდავოდ ჯადოქრობაა.

გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი წიგნების სიაც კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: