მთავარი რჩევები სამზარეულოს 20 ხრიკი, რომელსაც 30 წლის გამოცდილების მქონე შეფი გვიზიარებს

სამზარეულოს 20 ხრიკი, რომელსაც 30 წლის გამოცდილების მქონე შეფი გვიზიარებს

by Keti

სამზარეულოს ხრიკებზე ადამიანები წლებია ფიქრობენ, იგონებენ ახალ მეთოდებს ან ძველებს ხვეწენ. თუ რამდენიმე საიდუმლო მაინც გეცოდინებათ, უკეთესად შეძლებთ თავი გაართვათ სამზარეულოში არსებულ გამოწვევებს.

ჩვენ დღეს გთავაზობთ 20 საინტერესო ეშმაკობას, რომელიც პროდუქტების შენახვის ან გამოყენების დროს ძალიან დაგეხმარებათ.

შეანჯღრიეთ მოხარშვამდე კვერცხი და თქვენ მიიღებთ ნამდვილ ოქროს კვერცხს!

ბასრი და ცხელი დანა დაგეხმარებათ ნაყინის სენდვიჩის გაკეთებაში.

ჩამოჭერით ყველის ნაჭერი შეფუთვასთან ერთად. შეგიძლიათ დარჩენილი ნაჭერი კვლავ იგივე შეფუთვაში შეინახოთ.

არ გადააგდოთ გაყვითლებული მცენარეები, ამის ნაცვლად მოათავსეთ ისინი ყინულის კუბში და მოასხით ზეითუნის ზეთი. ძალიან მოუხდება პასტას ან სალათას.

თუ ცომის საბრტყელებელი არ გაქვთ, ღვინის ბოთლი გამოიყენეთ

თუ პიცა დაგრჩათ და გსურთ იგივე გემო ჰქონდეს, როგორც თავიდან, მიკროტალღურის ნაცვლად შეათბეთ ის ტაფაში. 

პური მშვენიერი კერძია, თუ მწვანილებს დაამატებთ და შედგამთ ღუმელში ან მიკროტალღურში.

პომიდრის სწრაფად გასაჭრელად, მოათავსეთ ისინი ორ თეფშს შორის და გამოუსვით ბასრი დანა.

როცა ნუტელას ქილა დაცარიელდება, ჩაასხით მასში ცოტა ცხელი რძე. და მიირთვით შოკოლადის რძე.

აურიეთ არაჟანი მაგრად მოხარშულ კვერცხის გულთან და ერთ კოვზ მდგოვთან და მიიღებთ მაიონეზის იდეალურ ჩამნაცვლებელს.

ყოველთვის შემოახვიეთ ნიახურს ფოლგა, რათა უფრო დიდხანს გაძლოს

კარტოფილი ყლორტებს არ გაიკეთებს, თუ მას ვაშლის გვერდით შეინახავთ

გამოიყენეთ ფოლგა, რათა გამოცხობამდე მონიშნოთ ნამცხვრის სასურველი ზომა.

მარტივია თქვენით გააკეთოთ ათქვეფილი კრემი, რასაც შემდეგ სხვადასხვა საკონდიტრო საშუალებით მორთავთ:

დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და მწიკვი მარილი ერთ ჭიქა სქელ ნაღებს. აურიეთ კარგად. მზად არის.

ასე შეგიძლიათ გააკეთოთ ლამაზი და გემრიელი ჯამი დესერტის ან ხილისთვის

შეგიძლიათ ავოკადოს ვაშლის ძმარი შეასხუროთ ან ერთ ხახვის ნაჭერთან ერთად შეინახოთ, ასე ის არ გაშავდება.

ახალი კენკრა არ დაობდება, თუ ძმრის მსუბუქი ხსნარით დაასველებთ.

გაყინეთ ცოტა ღვინო ყინულის კუბებში. შემდეგ შეგიძლიათ კულინარიულ ექსპერიმენტებში გამოიყენოთ.

ანანასი ყოველთვის უკუღმა უნდა შეინახოთ. ასე ის უფრო მალე დამწიფდება და მეტად ტკბილი იქნება.

მოხარშვის წინ კვერცხის ნაჭუჭი ჭიკარტით გახვრიტეთ. შემდეგ ნაჭუჭი უფრო მარტივად მოშორდება.

თუკი თქვენც იცით საკვებთან დაკავშირებული რაიმე ხრიკი, გაგვიზიარეთ კომენტარებში!