მთავარი რჩევები ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სახლში ალოეს ნერგები მოვიტანე სასწრაფოდ

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სახლში ალოეს ნერგები მოვიტანე სასწრაფოდ

by Keti

ჩვეულებრივი სახლის ალოე ყველაზე საკვირველი მცენარეა. მაგალითად, მოყვავილე ალოე ცოტას თუ უნახავს. ამასთან მცენარეს გააჩნია მაღალი ენერგეტიკა, რომელიც სახლის ბინადრებს იცავს სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორისგან.

ალოე დიდხანს ახარებს მასპინძლების თვალს, მან შეიძლება 100 წელზე მეტხანს იცოცხლოს და ოჯახის ერთგვარ ავგაროზადაც იქცეს.

აყვავებული ალოე

როგორც აღვნიშნეთ, ალოე პოზიტიური მცენარეა, ის ყოველთვის დადებითად მოქმედებს ოჯახურ ატმოსფეროსა და მისი ყოველი წევრის შინაგან მდგომარეობაზე, ამიტომ მრავალი ადამიანი ახარებს მას სახლში.

გავლენა ჯანმრთელობაზე

ალოე წარმოადგენს გაჯანმრთელების სიმბოლოს, ამიტომ ის იმ ოთახში უნდა იყოს, სადაც ავადმოფია. ითვლება, რომ ალოე შველის ხანგრძლივ დეპრესიას მასში მყოფი სინათლე და სითბო ადამიანს გადაეცემა და ავადმყოფობა უკან იხევს.

გარდა ამისა, არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის და ასაკისაა ალოე.

საინტერესოა, რომ ალოეს ფოთლები უნდა გაშრეს და მხოლოდ შემდეგ იქნეს გამოყენებული. მას ავადმყოფს კისერზე ჰკიდებდნენ და ასე იწურებოდა სამკურნალო მოქმედება. ითვლება, რომ თუ მოვლის მიუედავად ალოე ხმება, სახლში ყველაფერი კარგად არ არის.

რწმენა და სიყვარული

ვენერას სიმბოლო სწორედ ალოეს მცენარეა, ამიტომ ითვლება, რომ მცენარე გვჩუქნის სილამაზეს, ახალგაზრდობას, აძლიერებს რომანტიკულ ურთიერთობას ადამიანებს შორის. ძველად ახალგაზრდა გოგონას სიყვარულში წარმატებისთვის შემდეგი რიტუალი უნდა ჩაეტარებინა:

  1. მოეწყვიტა ზრდასრული მცენარის 13 ფოთოლი.
  2. აზრობრივად ეთხოვა მცენარისთვის პატიება.
  3. ფოთლები უნდა შეენახა ბნელ ადგილას 12 დღით.
  4. მე-13 დღეს ალოეს ფოთლები უნდა დაეწვა.
  5. ფერფლი უნდა მიმოეფანტა საყვარელი ადამიანის სახლის ზღურბლთან.

ზოგ ქვეყანაში ქორწილში კლასიკური თაიგულის ნაცვლად მიღებულია ალოეს ჩუქება. ახალდაქორწინებული წყვილი რგავს მას მოხერხებულ ადგილას და ითვლება, რომ სანამ მცენარე იხარებს, მათ ქორწინებას არაფერი დაემუქრება.

მოყვავილე ალოე

სახლის პირობებში ალოე იშვიათად ყვავის. თუ ისე მოხდა, რომ ალოეს წვეროზე გაჩნდა თუნდაც პატარა ყვავილები, ითვლება, რომ სახლში ძალიან კარგი ენერგეტიკაა. და ხდება ოჯახის განვითარება სულიერ და კარიერულ ასპექტში.

იმისთვის, რომ გაერკვეთ, ყველაფერი კარგად არის თუ არა, დათვალეთ ყვავილის ფურცლები ერთ ყვავილზე. მიღებული ციფრი აღნიშნავს იმ წლების რაოდენობას, რამდენი ხანიც იქნება ყველაფერი კარგად.

მნიშვნელობა აქვს სად დადგამთ მოყვავილე ალოეს ქოთანს. აღმოსავლეთ მხარეს დადგმა გპირდებათ ოჯახის შიდა ურთიერთობის დარეგულირებას, ასევე ფინანსურ ჰარმონიას. თუ სამხრეთ ადგილას დადგამთ, ოჯახის წევრებს ელით პირადი ცხოვრების გაუმჯობესება და რომანტიკული გრძნობების წარმოქმნა სასურველი ადამიანის მიმართ.

სათავსოში სადაც დგას ალოეს ქოთანი, იგრძნობა, რომ სუნთქვა გაცილებით იოლია. იქ მუშაობა და დასვენება კომფორტულია.

გისურვებთ სიმშვიდის შენარჩუნებას ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ! გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: