მთავარი ჯანმრთელობა რა ხდება რეალურად, როცა ბუზი ჩვენს საჭმელზე ჯდება

რა ხდება რეალურად, როცა ბუზი ჩვენს საჭმელზე ჯდება

by Keti

შეგიძლიათ სხვადასხვა რამ მოიმქმედოთ, როცა ბუზი თქვენს საკვებს დააჯდება. მაგალითად, დაუყოვნებლივ გადაყაროთ გემრიელი ლანჩი. მაგრამ ბევრი ჩვენგანი ისევ გააგრძელებს ჭამას, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ,,ეს ხომ უბრალოდ ბუზია.” საქმე ისაა, რომ ამ მწერებს პრობლემების შექმნა შეუძლიათ და უმჯობესია ვიცოდეთ ამის შესახებ.

დღეს მოგიყვებით, რა ხდება ბუზის საჭმლის თეფშზე დაჯდომის შემდეგ. ეს პატარა არსებები სინამდვილეში ძალიან კომპლექსურები არიან.

1. შესაძლოა თქვენს საკვებზე აღებინონ.

სახლში შემოფრენილი ბუზები იკვებებიან პირზე არსებული მილისებური ფლუიდების შესრუტვით. მათ შემდეგ საკვების სითხედ ქცევა უწევთ. ამისთვის ისინი ნერწყვით ასველებენ თქვენს საკვებს, ნერწყვი კი შეიცავს ყველაფერს, რაც მათ აქამდე მიირთვეს.

2. შესაძლოა კვერცხები დადონ საკვებზე.

საკვებიდ ნარჩენები მშვენიერი ადგილია ბუზებისთვის, რათა კვერცხები დადოს. შემდეგ ამ კვერცხებიდან პატარა სახლის ბუზები იჩეკებიან, მათ კი მართლა შეუძლიათ მოგწამლონ ბაქტერიებით. ამიტომ, სანამ საკვებს ჰაერზე ან ოთახში დატოვებთ, არ დაგავიწყდეთ მისი შეფუთვა.

3. მათი ფეხები და ფრთები საკვებს ბაქტერიების ბუდედ აქცევს.

ბუზები სავსე არიან ბაქტერიებით, შიგნიდანაც და გარედანაც. განსაკუთრებით ბევრი ბაქტერია მაინც მათი სხეულის გარე ნაწილშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც შეეხებიან, ყველაფრის სერიოზულად დაინფიცირება შეუძლიათ.

4. ისინი 60ზე მეტი დაავადების მატარებლები არიან

ბუზები 65 სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან ადამიანებისთვის, ეს კი მხოლოდ ნაგავსა და საკვებში ცოცვის შედეგად ხდება. დაავადებები მოიცავს დიზენტერიას, დიარეას, ქოლერას და კეთრსაც კი. ამის რისკის ქვეშ არამხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც არიან, მაგალითად, ქათმები და ღორები.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: