იოგურტის დიეტა საკმაოდ გემრიელია, თუმცა ყველა იოგურტი სასარგებლო არ არის. ტკბილი იოგურტები ბევრ კონსერვანტს და შაქარს შეიცავს. დიეტისთვის გამოდგება უცხიმო და უშაქრო იოგურტი დანამატების გარეშე. უმჯობესია ასეთი იოგურტი მოამზადოთ სახლში.
იოგურტის დიეტა
კარგი შედეგის მისაღწევად, რამდენიმე დღეში უნდა ჭამოთ 500-500 გ ნატურალური იოგურტი. ეს რაოდენობა იყოფა 4 მიღებაზე. პარალელურად მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული არაუმეტეს 350 გ. უარი თქვით საზამთროზე, ყურძენსა და ნესვზე. უპირატესობა მიანიჭეთ ციტრუსსა და მწვანე ვაშლს.
სადილად მიირთვით დაახლოებით 100 გ მოხარშული თეთრი ხორცი ახალი ბოსტნეულის სალათასთან ერთად. მწვანილი ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ. კვებას შორის შუალედი 4 საათს არ უნდა აღემატებოდეს. შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ჩაი, მინერალური წყალი და ხილის წვენები.
იოგურტის დიეტის მოქმედება ორგანიზმზე
დიეტის პრინციპი მდგომარეობს შაქრის შემცირებასა და ხილ-ბოსტნეულის მოხმარების მაქსიმალურ გაზრდაში. მნიშვნელოვანია დიეტიდან სწორი გამოსვლა, რათა შედეგი განმტკიცდეს.
დიეტის უპირატესობა ის არის, რომ გემრიელია და ერთგვარი დელიკატესიცაა. იოგურტი დიდი ხნით ახშობს შიმშილს და წონაში კლება ხდება მაქსიმალურად კომფორტული.
გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებს იოგურტის დადებით მოქმედებას იმუნიტეტზე და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სწორ მუშაობას.
იოგურტის სამდღიანი დიეტა
დღე 1
- საუზმე: 150 მლ ფორთოხლის წვენი ან უშაქრო მწვანე ჩაი. ერთი ვაშლი და 150 გ ნატურალური იოგურტი.
- სადილი: 100 გ მოხარშული უცხიმო ხორცი და 150 გ ნატურალური იოგურტი, პომიდორისა და კიტრის სალათა ლიმონის წვენით. ჭამის შემდეგ მიირთვით წყლით განზავებული ბროწეულის წვენი.
- ხემსი: ხილი და 150 გ ნატურალური იოგურტი.
- ვახშამი: უსახამებლო ბოსტნეული და 200 მლ ფორთოხლის წვენი, 150 გ ნატურალური იოგურტი.
დღე 2
- საუზმე: ერთი ფორთოხალი და უშაქრო მწვანე ჩაი. 150 გ ნატურალური იოგურტი.
- სადილი: 100 გ მოხარშული უცხიმო ხორცი და 150 გ ნატურალური იოგურტი.
- ხემსი: ნატურალური იოგურტი, ვაშლი და მწვანე ჩაი.
- ვახშამი: 200 მლ ფორთოხლის წვენი, 150 გ ნატურალური იოგურტი და კომბოსტოს სალათა ლიმონის წვენით.
დღე 3
- საუზმე: 50 გ ნიგოზი, ერთი მუჭა კენკრა და 150 გ ნატურალური იოგურტი.
- სადილი: 100 გ გამომცხვარი უცხიმო ხორცი ბოსტნეულის სალათით, 150 გ ნატურალური იოგურტი.
- ხემსი: ნატურალური იოგურტი, 2 კივი, უშაქრო მწვანე ჩაი.
- ვახშამი: 100 გ ხაჭო, 150 გ ნატურალური იოგურტი და ვაშლი.
დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ასეთი გემრიელი დიეტის შემდეგ არამხოლოდ 2-3 კგს დაიკლებთ, არამედ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ თვითშეგრძნებას. სხვა დიეტებისგან განსხვავებით იოგურტის დიეტის დროს ზედმეტი წონა 22%ით უფრო სწრაფად იკლებს. ამის პარალელურად განიმტკიცებთ იმუნიტეტს.
თუ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, უბრალოდ სცადეთ ნატურალური იოგურტის დიეტა და თქვენ მთლიანად შეიგრძნობთ ამ სასარგებლო პროდუქტის მთელ ეფექტს.
გაუზიარეთ ეს დიეტა თქვენს მეგობრებსაც!