მთავარი რჩევები მომღერალმა ადელიმ 10 კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ, რაც ეს ერთი პროდუქტი ამოიღო რაციონიდან

მომღერალმა ადელიმ 10 კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ, რაც ეს ერთი პროდუქტი ამოიღო რაციონიდან

by guramus

ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი ყოველთვის მომრგვალებული ფორმებით გამოირჩეოდა. ერთერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აქტიურ ბრძოლას უცხადებს ზედმეტ კილოგრამებს და მართლაც, ადელის მომდევნო გამოჩენა ეკრანზე მისი ფანებისთვის ნამდვილი შოკი იყო. მომღერალმა 10 კილოგრამი დაიკლო.

ადელიმ არ დაუმალა ფანებს გახდომის საიდუმლო. მომღერლის თქმით, როგორც ჭეშმარიტ ბრიტანელს შეეფერება, დიდი რაოდენობით ჩაის დალევა უყვარს დღის განმავლობაში. იგი აცხადებს, რომ დღეში 10-12 ფინჯან ჩაის სვამს. თვითონ ჩაი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მას თუ შაქარს დავუმატებთ, უკვე ფრთხილად უნდა ვიყოთ. 12 ფინჯანს 2-2 კოვზი რომ დავუმატოთ, 24 კოვზი გამოდის. თვეში 700 კოვზზე მეტი რაოდენობა კატასტროფული მაჩვენებელია. ადელიმ განაცხადა, რომ თითქმის სრულად ამოიღო შაქარი რაციონიდან. შედეგი თავად შეაფასეთ.

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ სასმელებში, იოგურტებში, ფაფებსა და ხაჭოში შაქრის გარევით არა მხოლოდ ვიმატებთ, არამედ ჯანმრთელობასაც ზიანს ვაყენებთ.

გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ პროდუქტებზე შაქრის შემცველობა. პროდუქტი, რომლის შაქრის შემცველობა ყოველ 100 გრამზე 15 გრამი შაქარია, ძალიან საშიშია და გირჩევთ მოერიდოთ.