იყიდეთ 20გ ხარისხიანი ჟელატინი მის მოსამზადებლად. მზა ჟელიბონი იაფია, მაგრამ ბევრ საღებავს შეიცავს.

by Keti Alaverdashvili

ყველა ბავშვს უყვარს ჟელიბონი. მზა ჟელეს საღეჭი კანფეტები იაფია, მაგრამ ბევრ საღებავს შეიცავს. სჯობს, ისინი თავად მოამზადოთ სახლის პირობებში. კანფეტები დრეკადია და პირში დნება. ბავშვები კმაყოფილები დარჩებიან.

ჟელიბონების სპეციალური ფორმები ჭურჭლის თაროებზე იყიდება ან ინტერნეტ მაღაზიებში. გამოგადგებათ ყინულის ჩვეულებრივი ფორმებიც.

ინგრედიენტები

  • 240 მლ კენკრის ან ხილის წვენი
  • 20 გ ჟელატინი ან აგარ-აგარი
  • შაქარი ან თაფლი გემოვნებით

შეარჩიეთ ხარისხიანი ჟელატინი, სასურველია გამჭვირვალე ფირფიტების ან სწრაფად ხსნადი ფხვნილის სახით. იგივე ეხება აგარ-აგარს.

მომზადება

1. ჟელატინს ან აგარ-აგარს დაასხით 2 ს. კ. ცივი წვენი და დატოვეთ ასაფუებლად.

2. დარჩენილ წვენში ჩაამატეთ შაქარი ან თაფლი და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაამატეთ ჟელატინი. კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

3. ცხელი მასა ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში 15-20 წუთით. როცა კანფეტი მაცივრის თაროზე ცივდება, მისი ფორმიდან ამოღება რთულია.

4. გარკვეული დროის შემდეგ გამოიღეთ კანფეტი, ჩაალაგეთ თავსახურიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

ვაშლის პასტილის კანფეტები

ინგრედიენტები

  • 2 კგ ვაშლი
  • 2 კგ შაქარი
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინი
  • 50 მლ წყალი

მომზადება

1. ვაშლი გარეცხეთ და ამოაჭერით გული. დაჭერით, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაამატეთ წყალი.

2. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ ბოლომდე. დაამატეთ ნახევარი შაქარი, დარიჩინი, აურიეთ და ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი.

3. ვაშლის მასა უნდა ხარშოთ იქამდე, სანამ მისი მოცულობა 3ჯერ შემცირდება. ხშირად ურიეთ, უნდა გამოვიდეს ძალიან სქელი პიურე.

4. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით პიურე. მოასწორეთ და შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

5. როცა პასტილა გაცივდება, გაიმეორეთ გახურების პროცესი სამჯერ. შემდეგ საცხობი გამოიღეთ და გააშრეთ ღია ჰაერზე.

6. როცა პასტილა გამაგრდება, დაჭერით ის კუბებად და ამოიღეთ ფორმიდან. მოაყარეთ შაქრის პუდრა და ჩააწყვეთ ჰერმეტულ ჭურჭელში. შეინახეთ გრილ ადგილას!

მოამზადეთ კანფეტები სახლში. ამით გაახარებთ ბავშვებსაც და თქვენს თავებსაც! გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

0

ასევე დაგაინტერესებთ