მთავარი კულინარია სახლში მოსამზადებელი გამაგრილებელი ლიმონათების რეცეპტი

სახლში მოსამზადებელი გამაგრილებელი ლიმონათების რეცეპტი

by Keti

ზაფხული ზენიტშია, ეს კი ნიშნავს, რომ როგორღაც უნდა გავუმკლავდეთ სიცხეს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამაში ძალიან გვეხმარება გამაგრილებელი სასმელები. მასთან ერთად მაღალი ტემპერატურისა და ჩახუთვის დაძლევა გაცილებით იოლია.

გამაგრილებელი სასმელები

დღეს გთავაზობთ ორი სახის რეცეპტს. იმედი გვაქვს, ორივე მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი ლიმონი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • 6 ჭიქა წყალი

მომზადება

  1. წვენის გამოწურვა რომ გაგიადვილდეთ, ლიმონი გააგორეთ მაგიდაზე და ძლიერად დააწექით. შემდეგ გაჭერით შუაზე ისინი და გამოწურეთ ხელით. 6 ლიმონისგან უნდა გამოვიდეს ერთი ჭიქა წვენი.
  2. ჭურჭელში შეურიეთ წყალი, ლიმონის წვენი და შაქარი. შემდეგ კარგად მოურიეთ შაქრის გახსნამდე. შედგი ჭურჭელი მაცივარში და სუფრასთან მიიტანე ყინულის კუბებთან ერთად.

ლიმონის ბურახი

ამ სასმელის მომზადებისთვის უფრო მეტი დროა საჭირო. მომზადებისას უნდა იყოს მზიანი ამინდი.

ინგრედიენტები

  • 10 ლ წყალი
  • 100 გ დაპრესილი საფუარი
  • 0,5 კგ შაქარი
  • ერთი ცალი ლიმონი

მომზადება

  1. ლიმონი დაჭერით წვრილად, მაგრამ წვენი არ დაკარგოთ. შემდეგ გადაიტანე მარლაში, შეკარით და მოათავსეთ წყლიან ვედროში.
  2. წყალში ჩაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი. შემდეგ ლიმონი მარლით კარგად გაწურეთ. აურიეთ.
  3. ახლა შეგიძლიათ სითხე ბოთლებში გადაანაწილოთ, თუმცა არ გაავსოთ ბოლომდე.

4. ბოთლებს დააფარეთ მჭიდროდ და 2 საათით დადგით მზეზე.

5. შემდეგ ბურახი მოათავსეთ მაცივარში, სრულ გაციებამდე. უკეთესია დალიოთ მეორე დღეს.

6. მთავარია დაიჭიროთ მომენტი და დროულად აიღოთ ბოთლები მზის სხივიდან, თორემ ბურახს სხვა გემო ექნება.

ეს სასმელები საუკეთესოდ ახშობს წყურვილის გრძნობას და აგრილებს. რაც მთავარია მზადდება სწრაფად და არის ჯანსაღი.

გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!