მთავარი სილამაზე ერთ სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს ათასი პრობლემის გადაჭრა შეუძლია

ერთ სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს ათასი პრობლემის გადაჭრა შეუძლია

by Keti

გაქვთ სახლში ვაშლის ძმრის ბოთლო? ეს სითხე არამხოლოდ სალათებს უხდება, არამედ ტრადიციული ხალხური საშუალებაცაა და სამზარეულოს მიღმა უამრავი დანიშნულება აქვს. არაჩვეულებრივი რამ არის!

ვაშლის ძმარი შეიცავს იმ ტიპის ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, ახდენს დეტოქსს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამას გარდა, ვაშლის ძმარი მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, სპილენძითა და რკინით…

დღეს ჩვენ გეტყვით, რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმრის უპირატესობები. საჭიროა მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ერთი ჭიქა წყალი.

ვაშლის ძმრის დადებითი მხარეები

ეცადეთ ყოველთვის შეარჩიოთ ყველაზე მაღალი ხარისხის ვაშლის ძმარი, ორგანული შემადგენლობით.

ვაშლის ძმრის სარგებლიანობის მიღების საუკეთესო გზაა ერთი სუფრის კოვზის (20 მლ) გახსნა ერთ ჭიქა წყალში (200 მლ). გსურთ გაიგოთ, რისთვის არის ეს კარგი?

1. ვაშლის ძმრის მიღება უზმოზე

ბოლო ჭამიდან თუ 8 საათზე მეტია გასული, ესე იგი თქვენი სხეული მზადაა საკვების შეწოვისთვის, რათა თავი იგრძნოთ უფრო ძლიერად, დაეხმაროთ ორგანიზმს შეუფერხებლად მუშაობასა და იყოთ უფრო ჯანმრთელი.

მხოლოდ ერთ ჭიქა ვაშლის ძმარს შეუძლია შემდეგი რამ გააკეთოს:

  • გაწმინდოს მსხვილი ნაწლავი და გააუმჯობესოს მონელება. ვაშლის ძმარი ბუნებრივი მატონიზებელი საშუალებაა, ის არ იწვევს გაზებსა და შებერილობას.
  • გამოყოფს ორგანიზმიდან ტოქსინებს.
  • აუმჯობესებს ლიმფატიური სისტემის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას.
  • ამცირებს სისხლის წნევას და ადაბლებს ტრიგლიცერიდის დონეს.
  • იცავს სხეულში ph ბალანსს, ლიმონის წვენის მსგავსად.

2. ვაშლის ძმრის მიღება ჭამამდე

ნუტრიციონისტების თქმით, ვაშლის ძმარი აჩქარებს მეტაბოლიზმს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინსა და ლეციტინს, რაც წვავს ცხიმებს.

ვაშლის ძმარი ხელს უწყობს წონის კლებასაც. შეურიეთ ერთი ს. კ. ძმარი ერთ ჭიქა წყალში და მიირთვით სადილამდე. გააკეთეთ ეს ზედიზედ 10 დღე და შეისვენეთ ერთი კვირით, შემდეგ კვლავ 10 დღით გაიმეორეთ კურსი. არ გადააჭარბოთ 10 დღეს, რადგან ძმრის ჭარბი მიღება პრობლემებს გამოიწვევს.

3. ვაშლის ძმარი სუნთქვის გასაუმჯობესებლად

ცუდ გემოს გრძნობთ პირის ღრუში? ამის მოგვარებაშიც ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ.

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი (10 მლ)
  • 1/2 ჭიქა წყალი (100 მლ)

გახსენით ვაშლის ძმარი წყალში და შეურიეთ კარგად. გაიჩერეთ პირში 10 წამით, არ გადაყლაპოთ, შემდეგ გადააფურთხეთ და კვლავ ჩაიგუბეთ ხსნარი. შედეგს მაშინვე შეამჩნევთ.

4. ვაშლის ძმარი აკნესთვის

დაგღალათ აკნემ? კონკრეტულ პერიოდებში ხომ არ გაწუხებთ ეს პრობლემა, მაგალითად მენსტრუაციის დაწყებამდე? აღარ დააყოვნოთ და გამოიყენეთ ვაშლის ძმარი, ის გაწმენდს თქვენს კანს და მოგაშორებთ ბაქტერიებს, მკვდარ უჯრედებსა და ტოქსინებს, რომლებიც ფორებს აბინძურებს.

დაგჭირდებათ:

  • ერთი ს. კ. ვაშლის ძმარი (20 მლ)
  • 2 ს. კ. წყალი (40 მლ)

მომზადება მარტივია: შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი, დაასველეთ მასში ბამბის დისკი და წაისვით სახეზე დილით და ძილის წინ. დაიტოვეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. წაისვით ჩვეულებრივი დამატენიანებელი.

მოუყევით ვაშლის ძმრის დადებითი თვისებების შესახებ თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: