მთავარი ჯანმრთელობა სილურჯეების მოსაშორებელი მარტივი შინაური საშუალება სალბითა და თაფლით

სილურჯეების მოსაშორებელი მარტივი შინაური საშუალება სალბითა და თაფლით

by Keti

სალბისა და თაფლის ერთობლიობა ქმნის ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ნაჩხაპნებისა და მცირე ჭრილობების სამკურნალოდ. ხშირად მცირე ტრავმების დროს, როცა კანი ზედაპირულად დაზიანებულია, შეხორცების პროცესი თავისით მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგი ბუნებრივი საშუალება.

მათ შორის, არის სალბისა და თაფლის ნარევი, რომელიც ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედებისაა.

სალბის უპირატესობა მიკროტრავმების სამკურნალოდ

სალბი ერთ-ერთი სამკურნალო მცენარეა, რომელიც ეფექტურია მცირე ჭრილობებისა და ნაჩხაპნების დროს. ის ხელს უშლის ბაქტერიებისა და პათოგენური მიკრორგანიზმების ზრდას. გარდა ამისა, ქსოვილს ეხმარება რეგენერაციის პროცესში ოპტიმალური შეხორცებისთვის.

თაფლის უპირატესობა მცირე ჭრილობების დროს

თაფლიც ერთ-ერთი გამორჩეული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ეფექტურია მცირე ჭრილობებისა და ნაჩხაპნების დროს. თავისი სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, ის წარმოადგენს ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებას.

თაფლის ადგილობრივი გამოყენება კანის მდგომარეობას აჯანსაღებს, ის ატენიანებს კანს და ეხმარება ქსოვილებს აღდგენაში.

როგორ მოვამზადოთ სალბისა და თაფლის ნარევი

ამ საშუალების მომზადება საკმაოდ იოლია, ინგრედიენტებიც ადვილად ხელმისაწვდომი. მთავარია თაფლი იყოს 100%ით ნატურალური.

ინგრედიენტები

  • 2 ს. კ. სალბის მშრალი ფხვნილი (30 გ)
  • 4 ს. კ. თაფლი (60 გ)
  • სტერილური ქილა
  • ხის კოვზი

მომზადება

გამხმარი სალბის ფოთოლი დაფხვენით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სალბის ექსტრაქტიც. ფხვნილი ჩაყარეთ სტერილურ ქილაში, დაამატეთ თაფლი და აურიეთ ხის კოვზით. დააფარეთ ქილას და დადგით გრილ და ბნელ ადგილას 24 საათი. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მოხმარების წესი:

  1. კარგად გაისუფთავეთ ჭრილობა და წაისვით მასზე აღნიშნული ნარევი.
  2. კარგად შეიზილეთ ჭრილობაზე და დაიტოვეთ 20-30 წუთით.
  3. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. ეს მეთოდი გამოიყენეთ 2-3ჯერ დღეში, სანამ კანის მთლიანობა სრულად არ აღდგება.

შენიშვნა: არ გამოიყენოთ ნარევი ღია ჭრილობებზე. სერიოზული ტრავმები პროფესიონალ ექიმებთან უნდა იმკურნალოთ, რაც შეიძლება სწრაფად.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!