მთავარი ჯანმრთელობა “მერე რა, რომ 38 გრადუსში მიწევს სიარული, იღლიიდან სუნს საერთოდ ვერ ვგრძობ ამის დახმარებით”

“მერე რა, რომ 38 გრადუსში მიწევს სიარული, იღლიიდან სუნს საერთოდ ვერ ვგრძობ ამის დახმარებით”

by Keti

ძლიერი ოფლდენა – უსიამოვნო სიმპტომია, რომელიც ყველას აწუხებს. თუმცა ის ბუნებრივი პროცესია და ხელს უწყობს ორგანიზმის გაგრილებას. ეს პროცესი განსაკუთრებული ინტენსივობით ხდება იღლიაში, რადგან იქ ბევრი საოფლე ჯირკვალია.

როგორ ვაკონტროლოთ ოფლის გამოყოფა ბუნებრივი გზით

თუ ეს მარტივი შემთხვევებია, შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება. ძლიერი ოფლდენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

1. ვაშლის ძმარი და ლავანდის ზეთი

ამ 2 ინგრედიენტის კომბინაცია ეფექტურია იღლიებიდან ოფლის გამოყოფის შესამცირებლად.

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭიქა ვაშლის ძმარი (125 მლ)
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 6 წვეთი ლავანდის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ვაშლის ძმარი წყალს და ლავანდის ეთერზეთს. დააფარეთ და დატოვეთ 10-12 საათი. შემდეგ ბამბის დისკი დაასველეთ ხსნარში და გაიწმინდეთ იღლიები. გაიმეორეთ დღეში 2ჯერ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლით.

2. სოდა და ლიმონის ეთერზეთი

ინგრედიენტები

  • 2 ს. კ. სოდა (30 გ)
  • 6 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება

ჩაყარეთ სოდა თასში და შეურიეთ ლიმონის ზეთს. შემდეგ გაისუფთავეთ იღლია და წაისვით ნარევი ნაზი მასაჟური მოძრაობით. დაიტოვეთ 20 წუთით და მოიშორეთ სველი ქსოვილით.

გამოიყენეთ საშუალება ყოველდღე.

3. ზღვის მარილი და ლიმონის წვენი

ინგრედიენტები

  • 2 ს. კ. ზღვის მარილი (30 გ)
  • 3 ს. კ. ლიმონის წვენი (45 მლ)

მომზადება და გამოყენება

ჩაასველეთ ზღვის მარილი ლიმონის წვენში, რათა შეიქმნას პასტისებური მასა. შემდეგ შეიზილეთ პრეპარატი იღლიებში და დაიმასაჟეთ 2-3 წუთის განმავლობაში. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ საშუალება ყოველდღე.

მისი გამოყენების შემდეგ მოერიდეთ მზეს, რათა არასასურველი გართულებები აირიდოთ.

4. სიმინდის სახამებელი და სოდა

ინგრედიენტები

  • 2 ს. კ. სიმინდის სახამებელი (30 გ)
  • ერთი ს. კ. სოდა (9 გ)
  • 2 ს. კ. ქოქოსის ზეთი (30 გ)

მომზადება და გამოყენება

ჩაასხით ყველა ინგრედიენტი თასში და შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით იღლიებში და დაიტოვეთ ნახევარი საათი. ნარჩენი მოიშორეთ სველი ქსოვილით.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დღეში ორჯერ.

5. სალბი და პომიდორი

ინგრედიენტები

  • ახალი სალბის 6 ფოთოლი
  • ერთი მწიფე პომიდორი

მომზადება და გამოყენება

გაჭყლიტეთ სალბის ფოთლები, შემდეგ გაწურეთ ისინი. წვენი ჩაასხით ბლენდერში და დაამატეთ მწიფე პომიდორი. მიღებული პასტა წაისვით იღლიების მიდამოზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ეს საშუალება გამოიყენეთ არაუხშირეს კვირაში 3ჯერ.

გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგიბრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: