მთავარი ინსპირაცია რატომ არასდროს იყენებენ ყვითელ ფერს თვითმფრინავში? 14 ფაქტი, როცა ფერები დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე

რატომ არასდროს იყენებენ ყვითელ ფერს თვითმფრინავში? 14 ფაქტი, როცა ფერები დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე

by Keti

ადამიანების თუ პროდუქტების დანახვისას ჩვენი შეხედულებების 62-90% ეფუძნება მხოლოდ ფერს. ამიტომ იყენებს კომპანიათა უმრავლესობა ასეთი დიდი ინტენსივობით ფერებს შეფუთვებზე, ლოგოებსა და მაღაზიებზე – ეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. თუმცა ფერებს სხვა დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, ვარდისფერი და ცისფერი ჩვენს დასამშვიდებლადაა შექმნილი, რათა შეამციროს აგრესია.

ჩვენ დღეს მოგიყვებით რა როლს ასრულებს ფერები ჩვენს ცხოვრებაში.

1. ადრე ვარდისფერი ბიჭებისთვის იყო, ცისფერი კი გოგონებისთვის

დღეს სტერეოტიპულად მიჩნეულია, რომ ვარდისფერი გოგოს ფერია, ლურჯი კი ბიჭის. მაგრამ დიდი ხნის წინ ბავშვებს თეთრი ტანსაცმელი ეცვათ და არც ერთი ფერი არ უკავშირდებოდა მათ სქესს. შემდეგ ზოგიერთმა ჟურნალმა დაიწყო იმის რეკლამირება, რომ ვარდისფერი ბიჭის ფერი უნდა ყოფილიყო, ლურჯი კი გოგოსი. ეს ტრენდი კი 1940იან-50იან წლებში საპირისპიროდ შეიცვალა.

2. ვარდისფერი ამცირებს აგრესიას

ზოგი ციხე ვარდისფრადაა მოხატული, რათა შეამციროს პატიმრების აგრესია.

3. თვითმფრინავში ყვითელი ფერი თვალს ღლის

ყვითელი ფერი ბედნიერებას უკავშირდება, მაგრამ ასეთი კაშკაშა ფერი ხშირად მეტისმეტად ძაბავს თვალებს. სწორედ ამიტომ თვითმფრინავებში ცდილობენ ეს ფერი არ გამოიყენონ.

strong>4. როცა წითელ ფერს ვხედავთ, ნაკლები ხემსი გვინდება

წითელი ფერი ახშობს მადას. ადრე ეს მითი საპირისპიროდ იყო გავრცელებული და ამიტომ არის ფასტფუდების ბევრი შეფუთვა წითელი. რეალურად წითელი ფერი ადამიანებს ნაკლებად ანდომებს ჭამას.

5. წითელის დანახვაზე შესაძლოა რაღაცები უფრო სწრაფად გავაკეთოთ

HubSpot-მა ეს დატესტა წითელ და მწვანე ღილაკებზე და ადამიანები წითელს უფრო მარტივად აწვებოდნენ. ამიტომ იყენებს Netflix-იც წითელ ღილაკებს, რათა მეტი მომხმარებელი მოიზიდოს. ეს გავლენა ასევე მოქმედებს მანქანის ფერზეც.

6. ჩვენ ხშირად ლურჯი ლოგოს მქონე კომპანიებს უფრო ვენდობით

საკრედიტო ბარათები, დაზღვევისა და კომპიუტერული კომპანიები ხშირად იყენებენ ლურჯ ფერს. ლურჯი გვაძლევს დაცულობის განცდას.

7. შესაძლოა ლურჯმა ფერმა ჩვენი სიცოცხლე იხსნას

Blue Light at the station

ლურჯი უფრო დიდ საქმესაც აკეთებს. იაპონიაში, მატარებლის ზოგ სადგურზე დაყენებულია ლურჯი განათებები, რათა ადამიანებს ხელი შეუშალოს სუიციდური მიზნით გადახტომაში.

8. ფერადი ეტიკეტის მქონე საკვები გვეხმარება ჯანსაღი პროდუქტის არჩევაში

მწვანე იარლიყი უმეტესად ჯანსაღ პროდუქტს აკრავს, წითელი კი – არაჯანსაღს. როცა ეტიკეტი მკაფიოა და მასზეც გასაგებად არის აღწერა დატანილი, მომხმარებლები უფრო გულდასმით კითხულობენ და არჩევანს ჯანსაღი საკვების სასარგებლოდ აკეთებენ.

9. ქალები და კაცები ფერებს განსხვავებულად აღიქვამენ

ეს სიმართლეა, ქალები და კაცები ხშირად ერთ ფერს განსხვავებულ ტონებში ხედავენ. კაცები უფრო მეტად აღიქვამენ წვრილმან დეტალებს, ქალები კი ფერების ჩრდილებს აქცევენ ყურადღებას.

10. ნარინჯისფერი ღირებულებებზე გვაფიქრებს

ნარინჯისფერი უფრო გართობისა და სიამოვნების მიღების ხასიათზე გვაყენებს, ეს კი ხშირად გვაფიქრებს საშემოსავლო ღირებულებებზე, რაც დროის კარგი ტარებისთვის მნიშვნელოვანია.

11. მწვანე ავითარებს ვიზუალურ კრეატიულობას

მწვანე კედლებსა და მწვანე ქაღალდებს დადებითი გავლენა აქვს ჩვენზე. მწვანე ზრდის ვერბალურ კრეატიულობას (მაგალითად, როცა ვწერთ), ასევე ის სტიმულს უკეთებს ვიზუალურ შემოქმედებითობას – ეს კი კარგი ამბავია მხატვრებისთვის.

12. შავი ფორმის მქონე ყინულის ჰოკეის მოთამაშეები მეტ ჯარიმას იღებენ

თითქოს შავით შემოსილი ადამიანი უფრო ძლევამოსილად გრძნობს თავს, თუმცა მკვლევარები ამაზე დავობენ, რადგან თვლიან, რომ მსაჯები უფრო მიკერძოებულები არიან შავი ფერის წინააღმდეგ.

13. ფერებს შეუძლია ტემპერატურა ,,მოგვატყუონ”

წითელს ხშირად აღვიქვამთ, როგორც ცხელს, ლურჯს კი როგორც ცივს, იმის მიუხედავად თუ რა ტემპერატურაა ირგვლივ. ფერები ხშირად გვაძლევს იმის ილუზიას, თუ რა წონა აქვს საგანს. მაგალითად, წითლად დახატული ნახატი შეიძლება უფრო მძიმე ჩანდეს, ვიდრე ყვითელი ფერით შესრულებული.

14. თეთრ ოფისში მუშაობისას მეტ შეცდომას ვუშვებთ

თეთრი ფერი ნეიტრალურად არის მიჩნეული, ამიტომ აქვს თეთრი კედლები ბევრ ოფისს. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წითელ და მწვანე ოფისებთან შედარებით, თეთრ ოფისში მომუშავეები მეტ შეცდომას უშვებენ. ასე რომ, ფერების მიერ ყურადღების გაფანტვა მითი აღმოჩნდა.

15. მეწამული ფერი ფუფუნების საგნად გვეჩვენება, რადგან ის ძვირი ღირდა

მეწამული ქარხანა საოცრად ძვირი იყო, რადგან ამ ფერის საღებავის შექმნა მოლუსკებისგან ხდებოდა და საკმაოდ რთული იყო. ამ ფერს მხოლოდ მმართველები და მღვდლები იცვამდნენ. შემდეგ 18 წლის ქიმიის სტუდენტმა შემთხვევით შექმნა მეწამული საღებავი და შემდეგ ყველა დარწმუნდა ფერის ჩვეულებრივობაში.

თქვენზე თუ ახდენს რომელიმე ფერი განსაკუთრებულ გავლენას? მოგვიყევით კომენტარებში!