მთავარი ჯანმრთელობა 12 მოულოდნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გძინავთ ღამით კარგად

12 მოულოდნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გძინავთ ღამით კარგად

by Keti

ძილის ნაკლებობა, გაღვიძების შემდეგ, გვხდის დაღლილს და გამოფიტულს. გარდა ამისა, ეს წონის მატების ერთ-ერთი მიზეზია.

ჩვენ დღეს მოგახსენებთ 12 სავარაუდო მიზეზს, რის გამოც შეიძლება ირღვეოდეს თქვენი მშვიდი ძილი.

1. არასწორი ტემპერატურა

ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა არის 15-23°.

2. ფიზიკური ვარჯიში

ძილის წინ ვარჯიში ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ეს კი ჩაძინებაში გვიშლის ხელს.

ეცადეთ დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე ივარჯიშოთ.

3. განრიგის არარსებობა

ეცადეთ ყოველ ღამე 10 საათიდან 1 საათამდე შუალედში დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს.

4. განათება

რაც უფრო ბნელა ოთახში, მით უფრო მშვიდია ძილი. გამორთეთ ყველანაირი განათება და გამოიყენეთ თვალების ნიღაბი.

5. ხმაური

მეზობლების, ძაღლების, ჩიტების, ტელევიზორისა და ოჯახის წევრების ეპიზოდური ხმაც კი იწვევს ძილის დაფრთხობას. გამოიყენეთ ყურის საცობები.

6. საწოლის არადანიშნულების მიხედვით გამოყენება

ბევრი ადამიანი საწოლს სამუშაო ადგილადაც იყენებს, რაც არასწორია. იმუშავეთ საწოლს მიღმა.

7. კოფეინი

საიდუმლოს არ წარმოადგენს კოფეინის გავლენა ძილის ხარისხზე. კოფეინი არამხოლოდ ყავაში, არამედ შავ შოკოლადში და ჩაიშიც არის. ეცადეთ საღამოს 6 საათის შემდეგ ნაკლები კოფეინის შემცველი პროდუქტი მიირთვათ.

8. ჩაძინების იძულება

თუ არ გეძინებათ, ნუ გექნებათ მშვიდი ჩაძინების იმედი. თუ დაწოლიდან 20 წუთში ვერ დაიძინეთ, ადექით და წიგნი წაიკითხეთ (ოღონდ არა ელექტრონული).

9. ალკოჰოლი

ალკოჰოლი სწრაფად გვაძინებს, მაგრამ ხშირად ძილი არის წყვეტილი და შემდეგ ვიღვიძებთ დაღლილები. ეცადეთ დაწოლამდე მინიმუმ 2 საათით ადრე მიირთვათ სასმელი.

10. გონების გადაძაბვა

ძილის დროს ბევრმა ფიქრმა ერთდროულად იცის მოწოლა. გამოსავალი არის ფიქრების მიმართვა ერთ კონკრეტულ თემაზე: მაგალითად, ჩამოთვალეთ ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ქვეყნების სახელები ან დაითვალეთ 100დან უკუღმა.

11. ჩვევის დარღვევა

ეცადეთ ძილამდე ყოველთვის მიიღოთ თბილი აბახანა, თუნდაც მხოლოდ ფეხების. შექმეით ეს რუტინა: მიიღეთ აბაზანა და უსმინეთ მშვიდ მუსიკას. არ იბანაოთ ცხელი წყლით, ეს უცაბედად დააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს და ჩაძინება გაგიჭირდებათ.

12. ძილის პოზიცია

არაკომფორტული პოზა სტრესავს ორგანიზმს და შედეგად დასვენება რთულდება. არ აქვს მნიშვნელობა, მარტო გძინავთ თუ პარტნიორთან ერთად – სცადეთ პოზიცია, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ და არ შეიცვალოთ, სანამ არ ჩაგეძინებათ.

გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: