მთავარი საკითხავი ქმარმა ჩათვალა რომ ცოლს სმენა დააკლდა, თუმცა ამ ისტორიას სხვანაირი დასასრული აქვს …

ქმარმა ჩათვალა რომ ცოლს სმენა დააკლდა, თუმცა ამ ისტორიას სხვანაირი დასასრული აქვს …

by Keti

რამდენად ხშირად ხდება ასეთი სიტუაციები ოჯახში?!

ქმარმა იეჭვა, რომ ცოლს სმენა გაუუარესდა, ის კარგად იცნობდა მეუღლეს და კამათის თავიდან ასარიდებლად, გადაწყვიტა ექიმისთვის მიემართა და შემდეგ ესაუბრა ცოლთან მკურნალობის აუცილებლობაზე.

ექიმმა უთხრა, რომ შესაძლებელი იყო მარტივი ტესტის ჩატარება სახლის პირობებში, რის შემდეგაც ის წინასწარ დასვამდა დიაგნოზს. მან ქმარს ურჩია:

– სცადეთ ასეთი მეთოდი: დაუსვით მას ნებისმიერი კითხვა 15 მეტრიანი მანძილიდან, თუ არ გიპასუხებთ მიუახლოვდით და იკითხეთ იგივე 12 მეტრის, შემდეგ 9, 6 და 3 მეტრის მანძილიდან მანამ, სანამ ის არ გიპასუხებთ. ასე მიხვდებით აქვს თუ არა მას სმენის პრობლემა.

როცა ქმარი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, ცოლი ვახშამს ამზადებდა. მან ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და 15 მეტრის მანძილიდან ცოლს ჰკითხა:

-ძვირფასო, რა გვაქვს დღეს ვახშმად?

ცოლმა არ უპასუხა. ქმარი 12 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და იგივე კითხვა დაუსვა.

ცოლი დუმდა.

ქმარმა მანძილი 9 მეტრამდე შეამცირა და ჰკითხა:

-ძვირფასო, რას ამზადებ?

კვლავ სიჩუმე.

6 მეტრის მანძილიდან ქმარმა კვლავ იკითხა:

-რა მოამზადე ვახშმად, საყვარელო?

პასუხი კვლავ არ არის.

შემდეგ 3 მეტრიდან:

-რა გვაქვს ვახშმად ძვირფასო?

ქმრისთვის სამწუხაროდ, პასუხი კვლავ არ იყო.

ბოლო მცდელობაზე ქმარი პირდაპირ დაუდგა ცოლს და ჰკითხა:

-ძვირფასო, რა გვაქვს დღეს ვახშმად?

ცოლი მიუბრუნდა და გაბრაზებით წაიბურტყუნა:

-უკვე მეხუთედ გეუბნები: ქათამი!