მთავარი ტესტები აირჩიეთ მუსიკალური ინსტრუმენტი და შეიტყვეთ თქვენს სულში არსებული მუსიკის შესახებ

აირჩიეთ მუსიკალური ინსტრუმენტი და შეიტყვეთ თქვენს სულში არსებული მუსიკის შესახებ

by Keti

ითვლება, რომ ყოველ სულში სხვადასხვა მუსიკა ჟღერს. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საკვირველ და ლამაზ ტესტს, რათა გაიგოთ თქვენი სულის ნამდვილი მუსიკა. ტესტი ასწევს თქვენს განწყობას.

შეარჩიეთ ფავორიტი ინსტრუმენტი:

1. თუ თქვენ შეარჩიეთ ვიოლინო

თქვენ იისფერი სული გაქვთ. ეს მგრძნობიარე და მოწყვლადი სულია. ასეთი სულის ადამიანები კეთილები და ემოციურები არიან, ყველაფერს აკეთებენ სხვებისთვის და ამ დროს თავი ავიწყდებათ. იისფერი სულის ძირითადი თვისება სინაზეა, მათი პატრონები წინასწარმეტყველების ნიჭსაც ფლობენ.

2. თუ თქვენ შეარჩიეთ ფორტეპიანო

თქვენ ყვითელი სული გაქვთ, მზის ფერივით თბილი და გულუხვი. თქვენ ხართ ემოციური და სხვებს უქმნით სიმყუდროვეს. ყვითელი სულის ადამიანები მართლაც მზეს ჰგვანან, ისინი ყველას გულუხვად ათბობენ. მაგრამ შეიძლება იყვნენ ფეთქებადები და აწყენინონ კიდეც სხვებს. ისინი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები, ექიმები და პედაგოგები არიან.

3. თუ თქვენ შეარჩიეთ ფლეიტა

თქვენ მწვანე სული გაქვთ, ნორჩი ფოთლების ფერი. ეს მუდმივად ახალგაზრდა სულია – გულწრფელი და მიმნდობი, როგორც ბავშვის სული. მწვანე სულის ადამიანები ახალგაზრდულად გამოიყურებიან, გამოირჩევიან ოპტიმიზმით. ხშირად ზარალობენ მიმნდობი ხასიათის გამო, თუმცა მაინც არ იცვლებიან. ისინი შემოქმედებითი ნატურის ადამიანები არიან: მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები…

4. თუ თქვენ შეარჩიეთ საქსაფონი

თქვენ თეთრი სული გაქვთ. იცით, რომ თეთრი ფერი ცისარტყელას 7 ფერის შეერთებით შედგება. ამდენად ასეთი სულის ადამიანები თავის თავში განსხვავებულ თვისებებს მოიცავენ. არიან ძალიან განსხვავებულები, თითქმის ყოველდღე იცვლებიან. შესაძლოა მათთან წლები იცხოვროთ, მაგრამ ვერ ამოიცნოთ. თეთრი სულის ადამიანების ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით. ისინი ხშირად უყვარდებათ სხვებს. ამ სულის ნიჭი – წარმატებაა! მათ რატომღაც სულ უმართლებთ ყველაფერში.

5. თუ არც ერთი ინსტრუმენტი არ მოგწონთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ თქვენი სულის მუსიკა დაფარულია. ამისთვის ალბათ. გარკვეული მიზეზები არსებობს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს!