მთავარი ჯანმრთელობა 4 დეტოქს სასმელი ღვიძლის ღრმა წმენდისა და მისი უჯრედების აღდგენისთვის

4 დეტოქს სასმელი ღვიძლის ღრმა წმენდისა და მისი უჯრედების აღდგენისთვის

by Keti

ღვიძლი ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს ორგანიზმშ. მისი ფუნქცია სისხლის ფილტრაცია, ტოქსინების გამოყოფა, ცილების წარმოქმნა და შენახვაა. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლს თვითგამწმენდი ფუნქცია აქვს (როგორც წესი, ეს ხდება განთიადისას, როცა ჩვენ გვძინავს), ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა არასწორი კვება, სტრესი, მავნე ჩვევები, ირღვევა მისი სწორი კლირენსი. ამიტომ ღვიძლს უნდა დავეხმაროთ.

გთავაზობთ 4 ნაყენს ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ღრმა წმენდისთვის.

1. სატაცურის ნაყენი

სატაცური შესანიშნავად წმენდს თირკმლებს, იგივე ითქმის ღვიძლზეც, რადგან მას გამოაქვს ტოქსინები და აუმჯობესებს ღვიძლის ფერმენტულ აქტივობას.

მომზადება

აადუღეთ 2 ჭიქა წყალი და ერთი მუჭა კარგად გარეცხილი სატაცური 5 წუთის განმავლობაში. დააყოვნეთ და დაამატეთ ცოტა გვირილა. შემდეგ გადაწურეთ, დაატკბეთ, მიიღეთ 2-3ჯერ დღეში, მშიერ კუჭზე.

2. ბაყაყურასა და პიტნის ნაყენი

წმენდის გარდა ის ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს ფუნქციების აღდგენაში ეხმარება.

მომზადება

ადუღეთ ერთი ჩ. კ. ბაყაყურა 500 მლ წყალში 2 წუთის მანძილზე. დადგით, დაამატეთ პიტნა გემოს გასაუმჯობესებლად. გადაწურეთ და დაატკბეთ თაფლით. სვით დღეში 2 ჭიქა ერთი თვის განმავლობაში.

3. ბაბუაწვერას ნაყენი

მას აქვს შესანიშნავი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

მომზადება

ერთი მუჭა ბაბუაწვერას გარეცხილი ფესვები მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში. დააყოვნეთ, გადაწურეთ და დაატკბეთ თაფლით. მიიღეთ დღეში სამჯერ, მინიმუმ 2 კვირით. შეგიძლიათ ცოტა პიტნის ან გვირილის დამატება არომატისთვის.

4. გვირილას და მანგოლდის ნაყენი

მანგოლდი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, A და C ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს. ამიტომ მისი გამოყენება ღვიძლისა და თირკმლების გასაწმენდად მიზანშეწონილია.

მომზადება

მოამზადეთ მანგოლდი: დაასხით მდუღარე და დაამატეთ ცოტა გვირილა. დადგით რამდენიმე წუთით, გადაწურეთ, დაატკბეთ თაფლით.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!