მთავარი კულინარია კორეული კიტრის მწნილის ეს რეცეპტი მსოფლიო კულინარიულ საიტებს იპყრობს

კორეული კიტრის მწნილის ეს რეცეპტი მსოფლიო კულინარიულ საიტებს იპყრობს

by Keti

ჩვენ ზამთარში დიდი სიხარულით ვიღებთ და ვხსნით სალათით სავსე ქილას და მივირთმევთ მას გემრიელად! მოამზადეთ თქვენც კიტრი კორეულად და დატკბით ზამთარშიც!

პროდუქტები:

  • 2 კგ კიტრი
  • 500 გ სტაფილო
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • 50 გ მარილი
  • ნახევარი ჭიქა ზეთი
  • ნახევარი ჭიქა სუფრის 9%იანი ძმარი
  • ერთი პაკეტი სუნელი სტაფილოსთვის
  • ერთი ს. კ. დაპრესილი ნიორი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გაფცქვენით სტაფილო, შემდეგ გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  2. გარეცხეთ კიტრი და დაჭერით რგოლებად. თუ კიტრს უხეში ქერქი აქვს, სჯობს ის გაფცქვნათ.
  3. აურიეთ სტაფილო, კიტრი, მარილი და შაქარი ერთ ჯამში.
  4. დაამატეთ ბოსტნეულს ზეთი და ძმარი.
  5. მოაყარეთ ნარევს სუნელი.
  6. დაამატეთ შემდეგ დაპრესილი ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ, შემდეგ დაახურეთ ჯამს თავზე და დატოვეთ ასე 4 საათით. უმჯობესია მთელი ღამით.
  7. გაასტერილეთ ცარიელი ქილები, სჯობს ისინი მაქსიმუმ ერთლიტრიანი იყოს. გადაიტანეთ სალათა ამ ქილებში და ამჯერად სალათასთან ერთად გაასტერილეთ ქილები. დაასხით მდუღარე წყალი ქილაში ჩასხმულ სალათას და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ გადაწურეთ, ქილები კარგად მოხუფეთ და შეინახეთ თბილი პლედის ქვეშ, სანამ ბოლომდე გაცივდება.

გახსენით ზამთარში ქილები და დატკბით გემრიელი სალათით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: